პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა
რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

გმირ­თა მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "აღა­ში" და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სამი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ბრალ­დე­ბულ­მა საბა სა­მუ­ში­ამ, რო­მე­ლიც მომ­ღე­რა­ლია და რეს­ტო­რან­ში ერთ-ერთ სუფ­რა­ზე სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ში შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. საბა სა­მუ­ში­ას სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, რის გა­მოც მო­სა­მარ­თლე და­ინ­ტე­რეს­და, რო­დის მი­ად­გა მას ეს და­ზი­ა­ნე­ბა, რა­ზეც ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"ეს და­ზი­ა­ნე­ბა მო­მად­გა იმ ჩხუ­ბის დროს. არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ არ გა­მაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა სა­მუ­ში­ამ.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სამი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე, ან შე­საძ­ლოა, თა­ვად ბრალ­დე­ბულს და­ე­მუქ­როს საფრ­თხე.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი, თუკი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამას­თან პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ საბა სა­მუ­შია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და ამის მი­უ­ხე­და­ვად მან კვლავ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ საბა სა­მუ­ში­ას ბრა­ლი სამი მუხ­ლით - 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე. 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე, ხოლო 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ხუ­ლიგ­ნო­ბას, ჩა­დე­ნილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ან ია­რა­ღად სხვა საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დროს, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა საბა სამუშიამ, რომელიც მომღერალია და რესტორანში ერთ-ერთ სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა, სასამართლოში შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა. საბა სამუშიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, როდის მიადგა მას ეს დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"ეს დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს. არავითარი პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ არ გამაჩნია", - აღნიშნა სამუშიამ.

პროკურორის განმარტებით, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და შესაბამისად არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ან შესაძლოა, თავად ბრალდებულს დაემუქროს საფრთხე.

როგორც პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ სასამართლო პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა, არსებობს რეალური საფრთხეები, თუკი ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული. ამასთან პროკურორმა განმარტა, რომ საბა სამუშია წარსულში ნასამართლევია და ამის მიუხედავად მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ