საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში
საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში

Human rights watch-მა 2018 წლის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 643-გვერ­დი­ა­ნი ან­გა­რი­ში აფა­სებს გა­სულ წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას 90-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში Human rights watch-ის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2017 წელს მმარ­თველ­მა პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით, ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა, რომ­ლი­თაც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ქვეყ­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნაგ­რძობ­და ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­მართ დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას.

"შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევ­და მდგო­მა­რე­ო­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის, შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ლეს­ბო­სე­ლი, გეი, ბი­სექ­სუ­ა­ლი და ტრანსგენ­დე­რი (ლგბტ) ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

Human rights watch-ის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ის მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე­თი მუხ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუქ, შე­უ­სა­ბა­მო სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა და იშ­ვი­ა­თად დგე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი.

"შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი მომ­ჩივ­ნებს ხში­რად არ ანი­ჭე­ბენ მსხვერ­პლის სტა­ტუსს, რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ­თმევს, შე­ის­წავ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია (HRW) ხაზს უს­ვამს, რომ 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბის მო­მენ­ტამ­დე "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ" 25 სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღო წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­თა­გან 20 სა­ჩი­ვა­რი - პო­ლი­ცი­ის მიერ, ხოლო 5 სა­ჩი­ვა­რი ცი­ხის პერ­სო­ნა­ლის მიერ წა­მე­ბა­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ეხე­ბო­და. 2014 წლი­დან ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბის მო­მენ­ტამ­დე კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის 63 ფაქ­ტზე, თუმ­ცა ამ გა­მო­ძი­ე­ბებს შე­დე­გად არც ერთი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

Human rights watch-ის ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აფგან მუხ­თარ­ლის, "ბირ­ჟა მა­ფი­ის" და ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ე­ბი მოხ­ვდა.

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და 24-სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პა­ტიმ­რო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა "სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის და სხვა შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით". HRW-ის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა მზარ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­ტი­კის ფონ­ზე მოხ­და.

Human rights watch-ის ან­გა­რიშ­ში, ასე­ვე, სა­უ­ბა­რია მკაცრ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა­ზე და ნათ­ქვა­მია, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხში­რად ის­ჯე­ბა არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბით და სხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვით. ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2017 წლის ივ­ნის­ში პო­ლი­ცი­ამ ორი რე­პე­რი - მი­ხე­ილ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქე­ბუ­რია, დიდი ოდე­ნო­ბით აკ­რძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

"მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და ქე­ბუ­რია აცხა­დებ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ამ მათ ნარ­კო­ტი­კე­ბი იმ ვი­დეო კლი­პის გამო ჩა­უ­დო, რო­მელ­შიც პო­ლი­ცია გა­ა­შარ­ჟეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტებ­ზე. ამ ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბის დრო­ის­თვის ორი­ვე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რიშ­ში, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აგ­ვის­ტო­ში, ბა­თუმ­ში, სამ ტრანსგენ­დერ ქალ­სა და ლგბტ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის" ორ აქ­ტი­ვისტს და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ და აქ­ტი­ვის­ტებს ლე­ვან ბე­რი­ა­ნი­ძე­სა და თორ­ნი­კე კუ­სი­ანს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, "ხოლო იქვე მდგომ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს თავ­დამ­სხმელ­თა შე­სა­ჩე­რებ­ლად".

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა იშ­ვი­ა­თად მთავ­რდე­ბა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ შრო­მით უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით Human rights watch-ის ან­გა­რიშ­ში არის ნათ­ქვა­მი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ველ წელს ათე­უ­ლო­ბით მუშა იღუ­პე­ბა და ასო­ბით შავ­დე­ბა სა­წარ­მოო ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­დე­გად.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო ბოლო 5 წე­ლი­წად­ში 270 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ­გან 18 ადა­მი­ა­ნი 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ღუ­პა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას აკ­რი­ტი­კებ­დნენ სტან­დარ­ტე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არ­ქო­ნის გამო, რის შე­დე­გა­დაც სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე ვერ და­ი­ნერ­გა ჯან­მრთე­ლო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

აღ­ნიშ­ნულ ან­გა­რიშს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Human rights watch- ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში

საკონსტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან - რა წერია საქართველოს შესახებ Human rights watch-ის ანგარიშში

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

"შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით", - აღნიშნულია ანგარიშში.

Human rights watch-ის შეფასებით, საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება,  ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები.

"შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები", - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია (HRW) ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი - პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2014 წლიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე კი პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე, თუმცა ამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, "ბირჟა მაფიის" და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეები მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა და 24-საათზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა "საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით". HRW-ის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტრდაზვერვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე მოხდა.

Human rights watch-ის ანგარიშში, ასევე, საუბარია მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე და ნათქვამია, რომ ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივნისში პოლიციამ ორი რეპერი - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

"მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის "თანასწორობის მოძრაობის" ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს, "ხოლო იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად".

საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით, - ამის შესახებ საქართველოში არსებულ შრომით უფლებებთან დაკავშირებით Human rights watch-ის ანგარიშში არის ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.

”სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch- ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."