პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება
ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა ცხედ­რე­ბი ამ დრომ­დე ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში რჩე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა იქამ­დე ვერ მოხ­დე­ბა, ვიდ­რე ბი­უ­როს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა არ ექ­ნე­ბა.

"ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. სა­ნამ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ მოვა, რომ ცხე­დარს ჰყავს გამ­ყვა­ნი, მა­ნამ­დე გა­დას­ვე­ნე­ბა ვერ მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლის­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია 21-22 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­და, რა დრო­საც სამი პი­რის ლიკ­ვი­დი­რე­ბა მოხ­და.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, იბ­რა­გიმ ადა­შე­ვი და ას­ლან­ბეგ სოლ­ტახ­მა­დო­ვი.

თა­ვის მხრივ, დღეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ცხედ­რის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნას აღარ აპი­რე­ბენ, ვი­ნა­ი­დან "ბოლო პე­რი­ოდ­ში ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა".

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ნოემბრის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ამ დრომდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიუროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების გადასვენება იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე ბიუროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი თანხმობა არ ექნება.

"ექსპერტიზა დანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სანამ მომართვიანობა არ მოვა, რომ ცხედარს ჰყავს გამყვანი, მანამდე გადასვენება ვერ მოხდება", - განაცხადეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების ექსპერტიზები უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რა დროსაც სამი პირის ლიკვიდირება მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულები არიან ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

თავის მხრივ, დღეს "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობაში განუცხადეს, რომ ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ, ვინაიდან "ბოლო პერიოდში ხეობაში მომხდარი ყველა უბედურება მის სახელს უკავშირდება".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ