პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის შეს­წავ­ლას გა­ნაგ­რძობს, თუმ­ცა, ცო­ფის ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე ყვე­ლა შე­კი­თხვა მოხ­სნი­ლია.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მას აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­თან შეხ­ვედ­რა დღე­საც ჰქონ­და, სა­დაც კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს ამ კუ­თხით შე­კი­თხვე­ბის მოხ­სნა.

"ჩვენ რა თქმა უნდა გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­თან. დღე­საც მქონ­და შეხ­ვედ­რა მათ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და და­მი­დას­ტუ­რეს, რომ ყვე­ლა შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და ამ სა­კითხს, დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლია. თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას სწავ­ლო­ბენ, ბევ­რი სხვა, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი­თაც", - აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ.

17 იან­ვარს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 29 222 დოზა მოხ­მა­რე­ბი­დან ამო­სა­ღე­ბი ვაქ­ცი­ნა გა­ი­ხარ­ჯა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა დღესაც ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ კუთხით შეკითხვების მოხსნა.

"ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც", - აღნიშნა სერგეენკომ.

17 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 29 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა. თუმცა მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი