პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია
"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი 1907 წელს, სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში და­ი­ბა­და. მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა. დე­დას უჭირ­და მარ­ტოს ოჯა­ხის გა­ძღო­ლა, სოფ­ლად ხომ აუ­ა­რე­ბე­ლი საქ­მეა მუ­დამ, ამი­ტომ სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ. ილი­კო 9 წლის იყო, მუ­შა­ო­ბა რომ და­ი­წყო. ცდი­ლობ­და, დე­დას დიდი კა­ცი­ვით გვერ­დში დად­გო­მო­და. ხან მო­ხარ­შულ წაბლს ყიდ­და, ხან - გა­ზე­თებს. ერთი ჩვე­ვა დას­ჩემ­და - სულ ფე­ხის წვე­რებ­ზე და­დი­ო­და.

ნინო რა­მიშ­ვი­ლი ბა­ქო­ში და­ი­ბა­და, 1910 წელს. მისი ოჯა­ხი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში. ცეკ­ვა­ზე უსა­ზღვროდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა მშობ­ლებ­მა იტა­ლი­ე­ლი მა­რია პე­რი­ნის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ იმ წელს, როცა 17 წლის ილი­კომ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, პე­რი­ნის სტუ­დი­ის გო­გო­ნე­ბი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის დიდ სცე­ნა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ. წარ­მოდ­გე­ნას ილი­კოც ეს­წრე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად ნინო მო­ე­წო­ნა... ეს იყო მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, უდა­ვოდ ბედ­ნი­ე­რი, რად­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ წყვილ­მა ჯერ ოჯა­ხი, მერე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­სამ­ბლი და ბო­ლოს ეპო­ქა შექ­მნა, რო­მელ­საც დღემ­დე "სუ­ხიშ­ვი­ლებს" ეძა­ხი­ან.

ილი­კო ცეკ­ვის დროს ან­თებ­და ცე­ცხლს, თო­რემ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში საკ­მა­ოდ მო­რი­დე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი გახ­ლდათ. გო­გო­ნას ვე­რა­ფერს ეუბ­ნე­ბო­და, არა­და უკან დას­დევ­და. ნი­ნომ მა­შინ­ვე შე­ამ­ჩნია, რომ ბიჭს მას­თან მი­ახ­ლო­ვე­ბი­სა ეში­ნო­და. გო­გო­ნას ეღი­მე­ბო­და, მან უკვე იცო­და, რომ ეს მო­რი­დე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე იყო, თა­ნაც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, რო­მე­ლიც სხვებს ას­წავ­ლი­და ცეკ­ვას, აინ­ტე­რე­სებ­და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა, მაგ­რამ გა­საც­ნო­ბად პირ­ველ ნა­ბიჯს ჯი­უ­ტად არ დგამ­და. ის ხომ ქალი იყო და ინი­ცი­ა­ტი­ვაც კაცს ეკუთ­ვნო­და! რამ­დე­ნი­მე კვი­რის ჩუმი დევ­ნის შემ­დეგ, მათ შო­რის მან­ძი­ლი შემ­ცირ­და… და პირ­ვე­ლი სა­უ­ბა­რიც შედ­გა. თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ ცეკ­ვა იყო.

მალე პე­რი­ნის სტუ­დი­ა­ში ილი­კოც მი­ი­ღეს. როცა ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე მიდ­გა საქ­მე, ილი­კომ ნი­ნოს­თან ერ­თად "ქარ­თუ­ლის" შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვა. მას ეგო­ნა, რომ ბა­ლე­რი­ნა ნინო ვერ შეძ­ლებ­და "ქარ­თულს". ნინო გა­ნა­წყენ­და, - ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი რო­გორ შე­ი­ტა­ნეო და... გა­ი­ბუტ­ნენ! ისი­ნი ისევ პე­რი­ნიმ შე­ა­რი­გა - ერ­თად აცეკ­ვა "ქარ­თუ­ლი" და მას შემ­დეგ მათი სა­ხე­ლე­ბი ცალ-ცალ­კე აღა­რა­ვის უხ­სე­ნე­ბია...

10 წლის იყო, ცეკ­ვით რომ და­ი­წყო ოჯა­ხის რჩე­ნა: გორ­კის ბაღ­ში, რეს­ტო­რან­ში ას­რუ­ლებ­და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ილე­თებს. ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და პა­ტა­რა ბიჭს და დიდ­ხანს, დიდ­ხანს არ უშ­ვებ­და "სცე­ნი­დან". მალე მიხ­ვდა, რა გზა­საც უნდა დას­დგო­მო­და... 1924 წელს და­ამ­თავ­რა ალექ­სი ალექ­სი­ძის სა­ცეკ­ვაო სტუ­დია და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მი­ი­ღეს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სო­ლის­ტად. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

ილიკო სუხიშვილი 1907 წელს, სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ აუარებელი საქმეა მუდამ, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან - გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა - სულ ფეხის წვერებზე დადიოდა.

ნინო რამიშვილი ბაქოში დაიბადა, 1910 წელს. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ცეკვაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონა მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. სწორედ იმ წელს, როცა 17 წლის ილიკომ მუშაობა დაიწყო, პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. წარმოდგენას ილიკოც ესწრებოდა. ყველაზე მეტად ნინო მოეწონა... ეს იყო მათი პირველი შეხვედრა, უდავოდ ბედნიერი, რადგან მოგვიანებით ამ წყვილმა ჯერ ოჯახი, მერე შესანიშნავი ანსამბლი და ბოლოს ეპოქა შექმნა, რომელსაც დღემდე "სუხიშვილებს" ეძახიან.

ილიკო ცეკვის დროს ანთებდა ცეცხლს, თორემ ურთიერთობაში საკმაოდ მორიდებული ყმაწვილი გახლდათ. გოგონას ვერაფერს ეუბნებოდა, არადა უკან დასდევდა. ნინომ მაშინვე შეამჩნია, რომ ბიჭს მასთან მიახლოვებისა ეშინოდა. გოგონას ეღიმებოდა, მან უკვე იცოდა, რომ ეს მორიდებული ყმაწვილი მოცეკვავე იყო, თანაც ძალიან ნიჭიერი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცეკვას, აინტერესებდა მასთან გასაუბრება, მაგრამ გასაცნობად პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამდა. ის ხომ ქალი იყო და ინიციატივაც კაცს ეკუთვნოდა! რამდენიმე კვირის ჩუმი დევნის შემდეგ, მათ შორის მანძილი შემცირდა… და პირველი საუბარიც შედგა. თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ ცეკვა იყო.

მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილიკომ ნინოსთან ერთად "ქართულის" შესრულებაზე უარი თქვა. მას ეგონა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა "ქართულს". ნინო განაწყენდა, - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი როგორ შეიტანეო და... გაიბუტნენ! ისინი ისევ პერინიმ შეარიგა - ერთად აცეკვა "ქართული" და მას შემდეგ მათი სახელები ცალ-ცალკე აღარავის უხსენებია...

10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა "სცენიდან". მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა... 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიღეს ქართული ცეკვის სოლისტად. განაგრძეთ კითხვა