პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება

თბი­ლი­სის მე­რია მომ­დევ­ნო წლებ­ში 700-მდე ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე მაია ბი­თა­ძემ bpn.ge-ს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ბი­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი ძველ ავ­ტო­ბუ­სებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ და დე­და­ქა­ლა­ქის ავ­ტო­პარკს შე­ავ­სე­ბენ, რი­თაც თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ნიტ­ვირ­თე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ყვე­ლამ ვი­ცით რა მი­ზე­ზით იგ­ვი­ა­ნებს ტრან­სპორ­ტი - ეს უმე­ტეს­წი­ლად სა­ცო­ბე­ბის ბრა­ლია. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის კომ­პლექ­სუ­რი მო­წეს­რი­გე­ბაა. ეს სა­კი­თხი თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს რამ­დე­ნი­მე­პუნ­ქტი­ან გეგ­მას, რო­მელ­საც ჩვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბის მიზ­ნით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­თათ­ვის - ეს ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვია", - აღ­ნიშ­ნა ბი­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ავ­ტო­პარ­კი ახა­ლი სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­ნა­ახ­ლოს.

"გარ­და ამი­სა, უნდა შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­ვა­წყოთ ცალ­კე სა­ვა­ლი ხა­ზე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ექ­ნე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას გა­ცი­ლე­ბით მო­წეს­რი­გე­ბულს გახ­დის. ადა­მი­ანს ეცო­დი­ნე­ბა, რომ ავ­ტო­ბუ­სის მოს­ვლის გრა­ფი­კი არ შე­იც­ვლე­ბა და მას არ­სად და­აგ­ვი­ან­დე­ბა. მე­რი­ას ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი აქვს მეტ­რო­პო­ლი­ტენ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის დიდი ნა­წი­ლი უნდა მივ­მარ­თოთ მეტ­როს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის, რაც ვა­გო­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას და­აჩ­ქა­რებს და სამ­გზავ­რო დრო­ის ინ­ტერ­ვალს შე­ამ­ცი­რებს.

შე­სა­ბა­მი­სად, გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც მე­რი­ას აქვს და­სა­ხუ­ლი მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის გან­ტვირ­თვას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს სფე­რო თბი­ლის­ში სა­ერ­თოდ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია და მის მო­წეს­რი­გე­ბას ეტა­პობ­რი­ვად ვა­პი­რებთ. ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის მთა­ვა­რი გზაა. თბი­ლი­სის მე­რია მომ­დევ­ნო წლებ­ში 700-მდე ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნას გეგ­მავს. ისი­ნი ძველ ავ­ტო­ბუ­სებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ და დე­და­ქა­ლა­ქის ავ­ტო­პარკს შე­ავ­სე­ბენ, რი­თაც თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ნიტ­ვირ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება

თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება

თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ bpn.ge-ს განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ისინი ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებენ, რითაც თბილისში მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველამ ვიცით რა მიზეზით იგვიანებს ტრანსპორტი - ეს უმეტესწილად საცობების ბრალია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპლექსური მოწესრიგებაა. ეს საკითხი თავის თავში გულისხმობს რამდენიმეპუნქტიან გეგმას, რომელსაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიზნით განვახორციელებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისის მცხოვრებთათვის - ეს ჩვენი უპირველესი საზრუნავია“, - აღნიშნა ბითაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მთავარი მიზანია ავტოპარკი ახალი სამგზავრო ავტობუსებით განაახლოს.

"გარდა ამისა, უნდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაწყოთ ცალკე სავალი ხაზები, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება გადაადგილების საშუალება. ეს ტრანსპორტის მოძრაობას გაცილებით მოწესრიგებულს გახდის. ადამიანს ეცოდინება, რომ ავტობუსის მოსვლის გრაფიკი არ შეიცვლება და მას არსად დააგვიანდება. მერიას ძალიან დიდი გეგმები აქვს მეტროპოლიტენთან დაკავშირებითაც. დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა მივმართოთ მეტროს რეაბილიტაციისათვის, რაც ვაგონების გადაადგილებას დააჩქარებს და სამგზავრო დროის ინტერვალს შეამცირებს.

შესაბამისად, გეგმები, რომელიც მერიას აქვს დასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას და გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს სფერო თბილისში საერთოდ მოუგვარებელია და მის მოწესრიგებას ეტაპობრივად ვაპირებთ. ავტოპარკის განახლება ამ პრობლემის მოგვარების მთავარი გზაა. თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ისინი ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებენ, რითაც თბილისში მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთება“, - განაცხადა ბითაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი