საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"

"მინ­და ყვე­ლა და­ვა­წყნა­რო, მშობ­ლებს ვუ­თხრა რომ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვე­ნი შვი­ლე­ბი იკ­ვე­ბე­ბი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბით" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ 95-ე ბაღ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძე ბა­ღის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან "ფე­ის­ბუქ-ლა­ივ­ში" ჩა­ერ­თო და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს აჩ­ვე­ნა რო­გორ მი­დის სა­სა­დი­ლო­ში საჭ­მლის კე­თე­ბის პრო­ცე­სი. მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მე­ნი­უ­დან გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ამო­ი­ღეს სა­ხი­ფა­თო პრო­დუქ­ტე­ბი, მათ შო­რის, მა­რი­ლი­სა და შაქ­რის ოდე­ნო­ბე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ: რას ჭა­მენ ბაგა ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბი - კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სის ბა­ღე­ბის მე­ნი­უს ასა­ჯა­რო­ვებს

იხი­ლეთ ვი­დეო: კახა კა­ლა­ძე - "მინ­და ყვე­ლა მძო­ბე­ლი და­ვა­წყნა­რო"

"ამ წუთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით 95-ე ბაგა ბაღ­ში. მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ერთ-ერთ ბაღ­ში გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, რად­გან თქვენ იცით, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სიც­რუ­ის კამ­პა­ნია, თით­ქოს ბა­ღებ­ში კვე­ბის რა­ცი­ო­ნი არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი და ბავ­შვე­ბი არი­ან საჭ­მლის გა­რე­შე. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი და სიც­რუე... თქვენ ხე­დავთ, რო­გო­რი პი­რო­ბე­ბია აქ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­დაც პა­ტა­რე­ბის­თვის საკ­ვე­ბი მზად­დე­ბა. საკ­ვე­ბი არის ბავ­შვე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი. ერ­თა­დერ­თი, რისი შემ­ცი­რე­ბაც მოხ­და, არის მა­რი­ლი და შა­ქა­რი ისევ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და პა­ტა­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ფორმ­და კომ­პა­ნი­ას­თან, არის ერ­თთვი­ა­ნი. ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია და ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, ვი­საც სურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"

კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"

"მინდა ყველა დავაწყნარო, მშობლებს ვუთხრა რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით, თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 95-ე ბაღში სტუმრობისას განაცხადა.

კალაძე ბაღის სამზარეულოდან "ფეისბუქ-ლაივში" ჩაერთო და ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი. მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამოიღეს სახიფათო პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ოდენობები.

წაიკითხეთ: რას ჭამენ ბაგა ბაღების აღსაზრდელები - კახა კალაძე თბილისის ბაღების მენიუს ასაჯაროვებს

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - "მინდა ყველა მძობელი დავაწყნარო"

"ამ წუთში ვიმყოფებით 95-ე ბაგა ბაღში. მე მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი ერთ-ერთ ბაღში გაფრთხილების გარეშე, რადგან თქვენ იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოს ბაღებში კვების რაციონი არის შემცირებული და ბავშვები არიან საჭმლის გარეშე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე... თქვენ ხედავთ, როგორი პირობებია აქ სამზარეულოში, სადაც პატარებისთვის საკვები მზადდება. საკვები არის ბავშვებისთვის საკმარისი. ერთადერთი, რისი შემცირებაც მოხდა, არის მარილი და შაქარი ისევ ჩვენი შვილების და პატარების ჯანმრთელობისთვის.

არანაირი პრობლემა კვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა კომპანიასთან, არის ერთთვიანი. ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით ყველა კომპანიას, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება", - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები