პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია
რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია

დღეს ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­რე­შე სე­ზო­ნურ ვირუ­სებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის­თვის, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ინ­ჰა­ლა­ტორს ხში­რად იყე­ნე­ბენ გა­ცი­ე­ბის, ხვე­ლის, ბრონ­ქი­ტი­სა და სურ­დოს დროს, თუმ­ცა აპა­რა­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ინ­ჰა­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს და მის­მა არა­მი­ზან­მი­მარ­თულ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გიც მო­ი­ტა­ნოს.

რა შემ­თხვე­ვა­შია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ინ­ჰა­ლა­ცი­ის აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა რჩე­ვე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ინ­ჰა­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას - ამ თე­მა­ზე ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო ლო­მი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა არის ინ­ჰა­ლა­ტო­რი და ყვე­ლა­ზე ხში­რად რა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

- ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რი იგი­ვე ინ­ჰა­ლა­ცი­ის აპა­რა­ტი არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზედა და ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რი თხე­ვა­დი ფორ­მის მე­დი­კა­მენ­ტებს აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ნის­ლი­სე­ბურ აე­რო­ზო­ლად გარ­დაქ­მნის, რის შემ­დე­გაც ხდე­ბა მათი შე­სუნ­თქვა. ის ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­ცი­ე­ბის, ცრუ კრუ­პის, მწვა­ვე ბრონ­ქი­ტის, ბრონ­ქუ­ლი ას­თმის და ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს.

თუმ­ცა, ინ­ჰა­ლა­ცი­ის აპა­რა­ტის შინ ქონა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ წა­მოხ­ვე­ლე­ბა­ზე გა­ვუ­კე­თოთ ბავ­შვს ინ­ჰა­ლა­ცია მე­დი­კა­მენ­ტით. ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნიშ­ნოს ექი­მის მიერ შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბით, დო­ზი­თა და ხან­გრძლი­ვო­ბით.

- რო­მე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა ხდე­ბა ინ­ჰა­ლა­ტო­რით და რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი?

- ყვე­ლა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი ალერ­გო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რით იქ­ნას მი­წო­დე­ბუ­ლი არის ბრონ­ქე­ბის გა­მა­ფარ­თო­ე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი (ბრონ­ქო­დი­ლა­ტა­ტო­რე­ბი), რომ­ლე­ბიც ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ალერ­გი­უ­ლი და ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბრონ­ქოს­პაზ­მის, მსტვი­ნა­ვი სუნ­თქვის, ას­თმუ­რი შე­ტე­ვის დროს. ისი­ნი აფარ­თო­ე­ბენ სა­სუნ­თქ გზებს და ხსნი­ან ბრონ­ქოს­პაზმს. ასე­ვე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ცი­რე­ბენ სა­სუნ­თქი გზე­ბის ან­თე­ბით პრო­ცე­სებს, სა­სუნ­თქი გზე­ბის შე­შუ­პე­ბას და ჭარბ ლორ­წოს.

- რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ინ­ჰა­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას?

  • ინ­ჰა­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლე­ბის და­ბა­ნა
  • აპა­რატ­ში მო­თავ­სე­ბის წინ ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ა­მოწ­მეთ ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის დოზა.
  • ინ­ჰა­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას 5-10 წუთი სჭირ­დე­ბა. ხელი შე­უ­წყეთ ბავ­შვს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ნელა და მშვი­დად ისუნ­თქოს. მშობ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ შვილ­თან ერ­თად ისუნ­თქონ, ხმა­მაღ­ლა და­უთ­ვა­ლონ და ა.შ.
  • რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ინ­ჰა­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­აგ­რძელ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ნე­ბუ­ლა­ი­ზერ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი არ ამო­ი­წუ­რე­ბა.
  • დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პირი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ.

- რო­გორ გა­ვა­სუფ­თა­ოთ ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ?

- რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ ყო­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რის ნა­წი­ლე­ბი (კომ­პრე­სო­რის გარ­და) გამ­დი­ნა­რე თბი­ლი წყლით გა­ი­რე­ცხოს, სუფ­თა ნა­წი­ლე­ბი პირ­სა­ხოც­ზე და­ა­წყეთ, რომ კარ­გად გაშ­რეს. ხოლო კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ სა­სურ­ვე­ლია, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გას­ტე­რილ­დეს.

- რო­გორ მი­ვაჩ­ვი­ოთ ბავ­შვი ინ­ჰა­ლა­ცი­ის დროს მშვი­დად ყოფ­ნას?

- სა­სურ­ვე­ლია, ინ­ჰა­ლა­ცია ჩა­ტარ­დეს ერ­თსა და იმა­ვე დრო­სა და ად­გი­ლას. მა­შინ ის ბავ­შვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­მა­შის სახე მივ­ცეთ, ბავ­შვს ვთხო­ვოთ, დაგ­ვეხ­მა­როს ნიღ­ბის გა­კე­თე­ბა­ში, თვი­თონ გა­მორ­თოს და ჩარ­თოს და­ნად­გა­რი. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ დროს ბავ­შვის ყუ­რა­დღე­ბას სხვა სა­გან­ზე გა­და­ვი­ტანთ. მა­გა­ლი­თად, ამ დროს წა­უ­კი­თხეთ ან და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ წიგ­ნი, მი­ე­ცით საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო.

თუ ბავ­შვი მა­ინც არ გაც­დით პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბას, მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნეთ პორ­ტა­ტუ­ლი ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უხ­მოა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ბავ­შვს ძი­ლის დროს მშვი­დად გა­უ­კე­თოთ ინ­ჰა­ლა­ცია.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია

რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია

დღეს ამ მოწყობილობის გარეშე სეზონურ ვირუსებთან გამკლავება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ძალიან რთულია. ინჰალატორს ხშირად იყენებენ გაციების, ხველის, ბრონქიტისა და სურდოს დროს, თუმცა აპარატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ადამიანებისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ინჰალაციის გაკეთებას თავისი წესები აქვს და მისმა არამიზანმიმართულმა გამოყენებამ შესაძლოა, ნეგატიური შედეგიც მოიტანოს.

რა შემთხვევაშია რეკომენდებული ინჰალაციის აპარატის გამოყენება და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ინჰალაციის გაკეთებისას - ამ თემაზე ექიმი-ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე გვესაუბრება.

- რა არის ინჰალატორი და ყველაზე ხშირად რა შემთხვევაში გამოიყენება?

- ნებულაიზერი იგივე ინჰალაციის აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად გამოიყენება. ნებულაიზერი თხევადი ფორმის მედიკამენტებს აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნის, რის შემდეგაც ხდება მათი შესუნთქვა. ის ძირითადად გამოიყენება გაციების, ცრუ კრუპის, მწვავე ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.

თუმცა, ინჰალაციის აპარატის შინ ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წამოხველებაზე გავუკეთოთ ბავშვს ინჰალაცია მედიკამენტით. ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ შესაბამისი ჩვენებით, დოზითა და ხანგრძლივობით.

- რომელი მედიკამენტების მიწოდება ხდება ინჰალატორით და როგორ მოქმედებენ ისინი?

- ყველაზე გამოყენებადი მედიკამენტების ჯგუფი ალერგოლოგიაში, რომელიც შეიძლება ნებულაიზერით იქნას მიწოდებული არის ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატები (ბრონქოდილატატორები), რომლებიც ხშირად გამოიყენება ალერგიული და ვირუსით გამოწვეული ბრონქოსპაზმის, მსტვინავი სუნთქვის, ასთმური შეტევის დროს. ისინი აფართოებენ სასუნთქ გზებს და ხსნიან ბრონქოსპაზმს. ასევე ხშირად გამოიყენება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ამცირებენ სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, სასუნთქი გზების შეშუპებას და ჭარბ ლორწოს.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინჰალაციის გაკეთებისას?

  • ინჰალაციის გაკეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა
  • აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა.
  • ინჰალაციის პროცედურას 5-10 წუთი სჭირდება. ხელი შეუწყეთ ბავშვს, რომ ამ პერიოდში ნელა და მშვიდად ისუნთქოს. მშობლებსაც შეუძლიათ შვილთან ერთად ისუნთქონ, ხმამაღლა დაუთვალონ და ა.შ.
  • რეკომენდირებულია, ინჰალატორის გამოყენება გააგრძელდეს მანამ, სანამ ნებულაიზერში არსებული მედიკამენტი არ ამოიწურება.
  • დასრულების შემდეგ პირი წყლით ჩამოიბანეთ.

- როგორ გავასუფთაოთ ნებულაიზერი გამოყენების შემდეგ?

- რეკომენდირებულია, რომ ყოველი პროცედურის შემდეგ ნებულაიზერის ნაწილები (კომპრესორის გარდა) გამდინარე თბილი წყლით გაირეცხოს, სუფთა ნაწილები პირსახოცზე დააწყეთ, რომ კარგად გაშრეს. ხოლო კვირაში ერთხელ ან ორჯერ სასურველია, სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით გასტერილდეს.

- როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ინჰალაციის დროს მშვიდად ყოფნას?

- სასურველია, ინჰალაცია ჩატარდეს ერთსა და იმავე დროსა და ადგილას. მაშინ ის ბავშვის ყოველდღიურობის რეგულარული ნაწილი გახდება. ასევე, შესაძლებელია ნებულაიზერის გამოყენებას თამაშის სახე მივცეთ, ბავშვს ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ნიღბის გაკეთებაში, თვითონ გამორთოს და ჩართოს დანადგარი. კარგი იქნება თუ ამ დროს ბავშვის ყურადღებას სხვა საგანზე გადავიტანთ. მაგალითად, ამ დროს წაუკითხეთ ან დაათვალიერებინეთ წიგნი, მიეცით საყვარელი სათამაშო.

თუ ბავშვი მაინც არ გაცდით პროცედურის ჩატარებას, მაშინ გამოიყენეთ პორტატული ნებულაიზერი, რომელიც აბსოლუტურად უხმოა და შესაძლებლობას იძლევა, ბავშვს ძილის დროს მშვიდად გაუკეთოთ ინჰალაცია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს

"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან