გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მის ძმაზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და ამ გზით ცდილობდნენ მას ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა.
მარიამ ჭანტურია ირწმუნება, რომ ამის გამო დაკითხვისას მისი ძმა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
თავის მხრივ, ჭანტურიას ადვოკატების, ალექსანდრე კობაიძისა და ანი კეკენაძის განცხადებით, ისინი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თავად გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ გააკეთებენ. ისინი შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვასაც გეგმავენ.
გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. გამოძიება ადგენს, აქვს თუ არა კავშირი უშუალოდ გენერლის მკვლელობასთან.