მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული
"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

რა ხდე­ბო­და წლე­ბის მან­ძილ­ზე "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა სახ­ლში", სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მშობ­ლე­ბის მიერ ნა­წა­მებ 13 ბავ­შვს მი­აგ­ნეს, ამ დრომ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. ლუის და დე­ვიდ ტურ­პი­ნებს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ჯაჭ­ვე­ბით ჰყავ­დათ დაბ­მუ­ლი ბინ­ძურ ოთახ­ში, ბავ­შვებს არ აჭ­მევ­დნენ საჭ­მელს და არ აძ­ლევ­დნენ კონ­ტაქ­ტის უფ­ლე­ბას უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც კი.

შემ­თხვე­ვა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პე­რის­ში მოხ­და. წყვი­ლის 17 წლის შვილ­მა მო­ა­ხერ­ხა თავი და­ეხ­სნა ჯაჭ­ვე­ბის­გან, ფან­ჯრი­დან გა­დამხტა­რი­ყო და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­ე­რე­კა. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კი სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ - 13 მში­ე­რი ბავ­შვი, სა­ში­ნელ სი­ბინ­ძუ­რე­ში, ავე­ჯზე იყ­ვნენ ჯაჭ­ვე­ბით დაბ­მუ­ლი. მშობ­ლე­ბი მა­შინ­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს, ბავ­შვე­ბი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­კებ­მა წა­იყ­ვა­ნეს და სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბას უტა­რე­ბენ.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და ტურ­პი­ნე­ბის სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ, მე­ზობ­ლე­ბი წყვი­ლის უც­ნა­ურ საქ­ცი­ელ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი კულ­ტის წევ­რე­ბი ეგო­ნათ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­წო­ლებ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ბავ­შვე­ბი - კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ა­კა­ვეს ცოლ-ქმა­რი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ 13 შვილს აწა­მებ­დნე

ცნო­ბი­ლია, რომ დე­ვი­დი და ლუ­ი­ზი ელ­ვის პრეს­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იყ­ვნენ და რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ახ­ლეს სა­ქორ­წი­ნო ფიცი. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მათ "ფე­ის­ბუქ­ზეც" გა­ნა­თავ­სეს, შვი­ლებს ერ­თნა­ი­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ.

"ტურ­პი­ნე­ბი ყვე­ლას­გან გან­მარ­ტო­ვე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ მე­ზობ­ლებ­თან და გვრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლი კულ­ტის წევ­რე­ბი არი­ან.

ჰე­ლო­უ­ინ­ში ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ოჯა­ხის ბავ­შვე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა ტურ­პი­ნე­ბის შვი­ლე­ბი არა­სო­დეს დაგ­ვი­ნა­ხავს. თა­ნაც, ჰე­ლო­უ­ინ­ზე ტკბი­ლე­უ­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ამ უც­ნა­ურ ოჯახ­თან მის­ვლას ბავ­შვე­ბიც კი ვერ ბე­დავ­დნენ, ეს არის სახ­ლი, სა­დაც შეს­ვლა არა­ვის სურს," - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი კიმ­ბერ­ლი მი­ლი­გა­ნი.

ტურ­პი­ნე­ბის სახ­ლი მათ უბან­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია - ის 300 ათას დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მის Radar Online ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ვიდს კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და.

ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვებს, ამ­ბობს, რომ რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ნა­ხა, რო­გორ ას­რუ­ლებ­დნენ ტურ­პი­ნე­ბი შუ­ა­ღა­მი­სას უც­ნა­ურ რი­ტუ­ალს.

"ექი­მი ვარ და ხში­რად გამ­თე­ნი­ი­სას მიხ­დე­ბა სახ­ლში მოს­ვლა. და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თი იყო, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­დი­ოდ­ნენ წრე­ზე მათი შვი­ლე­ბი და ერ­თსა და იმა­ვე ტექსტს იმე­ო­რებ­დნენ. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო," - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვე­ბის ნახ­ვის უფ­ლე­ბა არც ოჯა­ხის სხვა წევ­რებს ჰქონ­დათ. ლუიზ ტურ­პინს და, ელი­ზა­ბეტ ფლორ­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე თხოვ­და, ბავ­შვე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუნ­დაც "სკა­ი­პით", მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარს იღებ­და.

"ეს ამ­ბა­ვი უც­ნა­უ­რად აღარ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან უკვე 20 წე­ლია, ჩემი და შეხ­ვედ­რა­ზე უარს ამ­ბობ­და. ურ­თი­ერ­თო­ბა უცებ რომ გა­ე­წყვი­ტა - მა­გა­ლი­თად, 2 წლის წინ, ვი­ფიქ­რებ­დი, რომ რა­ღა­ცა ისე ვერ არის... მაგ­რამ ლუ­იზ­მა ჩემს ნახ­ვა­ზე უარი თქვა მა­შინ, რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ ჰყავ­და შვი­ლე­ბი," - ამ­ბობს ელი­ზა­ბე­ტი.

მი­სი­ვე თქმით, სი­ძეს­თან თავს კარ­გად არა­სო­დეს გრძნობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კო­ლე­ჯში სწავ­ლის დროს, რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე ელი­ზა­ბე­ტი დის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და.

"რო­დე­საც შხა­პის მი­სა­ღე­ბად შევ­დი­ო­დი, დე­ვი­დიც შე­მო­დი­ო­და აბა­ზა­ნა­ში და მი­ყუ­რებ­და. ამ­ბობ­და, რომ ეს ხუმ­რო­ბა იყო, არა­სო­დეს შემ­ხე­ბია," -აღ­ნიშ­ნავს ელი­ზა­ბე­ტი.

ამას­თან, ფლორ­სი იხ­სე­ნებს, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მის­მა მა­მამ იყი­და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი, რათა ლუ­ი­ზი და მისი ოჯა­ხი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. მა­მას სურ­და, შვი­ლის­თვის სი­ურპრი­ზი მო­ე­წყო, და­უ­რე­კა და უთხრა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მათ­თან იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ლუ­იზ­მა მკაც­რად უპა­სუ­ხა, რომ მა­მას მათ­თან გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

მშობ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ბავ­შე­ბი ახლა თავს მშვი­დად და და­ცუ­ლად გრძნო­ბენ, პო­ლი­ცია კი ამ დრომ­დე ად­გენს მი­ზეზს, რის გამო ჰყავ­და ტურ­პი­ნე­ბის წყვილს ტყვედ სა­კუ­თა­რი 13 შვი­ლი.

დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

რა ხდებოდა წლების მანძილზე "საშინელებათა სახლში", სადაც სამართალდამცველებმა მშობლების მიერ ნაწამებ 13 ბავშვს მიაგნეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. ლუის და დევიდ ტურპინებს საკუთარი შვილები ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული ბინძურ ოთახში, ბავშვებს არ აჭმევდნენ საჭმელს და არ აძლევდნენ კონტაქტის უფლებას უახლოეს ნათესავებთანაც კი.

შემთხვევა კალიფორნიაში, პერისში მოხდა. წყვილის 17 წლის შვილმა მოახერხა თავი დაეხსნა ჯაჭვებისგან, ფანჯრიდან გადამხტარიყო და სამაშველო სამსახურში დაერეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი საშინელი სურათი დახვდათ - 13 მშიერი ბავშვი, საშინელ სიბინძურეში, ავეჯზე იყვნენ ჯაჭვებით დაბმული. მშობლები მაშინვე დააპატიმრეს, ბავშვები კი სოციალური სამსახურების მუშაკებმა წაიყვანეს და საჭირო მკურნალობას უტარებენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტურპინების სახლში მიმდინარე საშინელი ამბების შესახებ, მეზობლები წყვილის უცნაურ საქციელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი კულტის წევრები ეგონათ.

იხილეთ ვიდეო: საწოლებზე მიჯაჭვული ბავშვები - კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარ 13 შვილს აწამებდნე

ცნობილია, რომ დევიდი და ლუიზი ელვის პრესლის თაყვანისმცემლები იყვნენ და რამდენჯერმე განაახლეს საქორწინო ფიცი. ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები მათ "ფეისბუქზეც" განათავსეს, შვილებს ერთნაირი სამოსი აცვიათ.

"ტურპინები ყველასგან განმარტოვებით ცხოვრობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ მეზობლებთან და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გაურკვეველი კულტის წევრები არიან.

ჰელოუინში ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახის ბავშვები იღებენ მონაწილეობას, თუმცა ტურპინების შვილები არასოდეს დაგვინახავს. თანაც, ჰელოუინზე ტკბილეულის სათხოვნელად ამ უცნაურ ოჯახთან მისვლას ბავშვებიც კი ვერ ბედავდნენ, ეს არის სახლი, სადაც შესვლა არავის სურს," - ამბობს მეზობელი კიმბერლი მილიგანი.

ტურპინების სახლი მათ უბანში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია - ის 300 ათას დოლარად არის შეფასებული. გამოცემის Radar Online ინფორმაციით, დევიდს კარგი შემოსავალი ჰქონდა.

ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ რამდენჯერმე დაინახა, როგორ ასრულებდნენ ტურპინები შუაღამისას უცნაურ რიტუალს.

"ექიმი ვარ და ხშირად გამთენიისას მიხდება სახლში მოსვლა. დაახლოებით 3 საათი იყო, როდესაც დავინახე, როგორ დადიოდნენ წრეზე მათი შვილები და ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდნენ. ძალიან უცნაური იყო," - ამბობს მეზობელი.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვების ნახვის უფლება არც ოჯახის სხვა წევრებს ჰქონდათ. ლუიზ ტურპინს და, ელიზაბეტ ფლორსი წლების მანძილზე თხოვდა, ბავშვები ეჩვენებინა, თუნდაც "სკაიპით", მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდა.

"ეს ამბავი უცნაურად აღარ მეჩვენებოდა, რადგან უკვე 20 წელია, ჩემი და შეხვედრაზე უარს ამბობდა. ურთიერთობა უცებ რომ გაეწყვიტა - მაგალითად, 2 წლის წინ, ვიფიქრებდი, რომ რაღაცა ისე ვერ არის... მაგრამ ლუიზმა ჩემს ნახვაზე უარი თქვა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები," - ამბობს ელიზაბეტი.

მისივე თქმით, სიძესთან თავს კარგად არასოდეს გრძნობდა. როგორც აღმოჩნდა, კოლეჯში სწავლის დროს, რამდენიმე თვის მანძილზე ელიზაბეტი დის ოჯახში ცხოვრობდა.

"როდესაც შხაპის მისაღებად შევდიოდი, დევიდიც შემოდიოდა აბაზანაში და მიყურებდა. ამბობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, არასოდეს შემხებია," -აღნიშნავს ელიზაბეტი.

ამასთან, ფლორსი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ მისმა მამამ იყიდა თვითმფრინავის ბილეთები, რათა ლუიზი და მისი ოჯახი მოენახულებინა. მამას სურდა, შვილისთვის სიურპრიზი მოეწყო, დაურეკა და უთხრა, რომ რამდენიმე საათში მათთან იქნებოდა, თუმცა ლუიზმა მკაცრად უპასუხა, რომ მამას მათთან გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

მშობლებისგან გათავისუფლებული ბავშები ახლა თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, პოლიცია კი ამ დრომდე ადგენს მიზეზს, რის გამო ჰყავდა ტურპინების წყვილს ტყვედ საკუთარი 13 შვილი.

დეტალების შესახებ სამართალდამცველები ჟურნალისტებთან, ჯერჯერობით, არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას გამოძიების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ