მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 22 იან­ვარს კი­ე­ვის სა­ა­პე­ლა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა სა­სა­მარ­თლომ, შე­საძ­ლოა, მას უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უკა­ნას­კნე­ლი ლე­გა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი ჩა­მო­არ­თვას. ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­არხ News One-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა კი­ე­ვის სა­ოლ­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ, 3 იან­ვარს, მის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა.

"ისი­ნი უკ­რა­ი­ნი­დან ჩემს დე­პორ­ტა­ცი­ას აჩ­ქა­რე­ბენ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის მე 30 დღე მქონ­და. სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა არ მო­ი­სურ­ვა მოც­და და მის სა­სარ­გებ­ლოდ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა. ეს გა­კეთ­და იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლო ორ­შა­ბათს შედ­გეს და უკვე სამ­შა­ბა­თი­დან მე უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის სა­ჭი­რო არც ერთი ლე­გა­ლუ­რი სა­ბუ­თი არ მქონ­დეს", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კი­ე­ვის სა­ა­პე­ლა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა 22 იან­ვარს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძვლები ჩამოართვას. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"ისინი უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მე 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა მოცდა და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან მე უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს", - აცხადებს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის განხილვა 22 იანვარს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."