დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში მორიგ ჯერზე გააკრიტიკეს, თუმცა, ამჯერად, არა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო - გამოცემა Glamour წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ცოლი და შვილი სიცივეში და წვიმაში ქოლგის გარეშე დატოვა.
ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ტრამპი თვითმფრინავში დიდი ზომის ქოლგით ადის, მისი ცოლი, მელანია და 11 წლის შვილი, ბერონი კი მის უკან მიდიან ქოლგის გარეშე.
კადრებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა. "ტვიტერზე" წერენ, რომ ფოტოები ზუსტად მეტყველებს აშშ-ის პრეზიდენტის პიროვნებაზე.