საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება
"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი "ბა­სი­ან­ში" მომ­ხდარ დაჭ­რის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ა­ა­კე­თა.

"მე რო­გორც დედა, რო­დე­საც წარ­მო­ვიდ­გენ, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­მა შვილ­მა ვინ­მეს ასე­თი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს, ალ­ბათ ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია იქ­ნე­ბო­და. ადა­მი­ა­ნუ­რად ვუ­თა­ნაგ­რძნობ დე­და­მის­საც კი... მჯე­რა, რომ ამ ფაქ­ტის გამო ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. არ ვიცი ეს ბიჭი (თა­მაზ ქვლი­ვი­ძე) ვინ არის, მაგ­რამ მე ვიცი ვინ არის "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვა. ზო­გა­დად, დაც­ვა კლუ­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვა, მი­თუ­მე­ტეს ზვი­ა­დი, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და კო­რექ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ იქ გი­ნე­ბა და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო. რა შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ეს ბევ­რმა რამ გა­მო­იწ­ვია, ბევ­რს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა გა­უჩ­ნდა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თლე­ბიც არი­ან... სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ალ­ბათ ამ ცი­ნიზ­მმა, რო­დე­საც ამ­ხე­ლა ჭრი­ლო­ბას ნა­კაწრს ეძა­ხი­ან... "ბა­სი­ან­ში" ხში­რად მივ­სულ­ვარ და ძა­ლი­ან და­ცუ­ლად ვგრძნობ თავს, სწო­რედ დაც­ვის წყა­ლო­ბით... რო­გორც ჩანს, "ფე­ის­კონ­ტრო­ლიც" კარ­გად მუ­შა­ობს, რად­გან სა­ნამ გა­ი­გებ­დნენ, რომ ამ ადა­მი­ანს დანა ჰქონ­და, მა­ნამ­დე არ შე­უშ­ვეს კლუბ­ში. ზო­გა­დად, ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბის მომ­ხრე არა­ვინ არ არის, არც მე და არც ნაჯა ორაშ­ვი­ლი... სულ იბ­რძვის "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა", რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში არ იჯ­დნენ, თუმ­ცა რო­დე­საც პი­რად ზი­ან­ზე გად­მო­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნას, უც­ნა­უ­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი აღ­შფო­თე­ბა უკ­ვირთ" - გა­ნა­ცხა­და ნან­კა კალ­ტო­ზიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

მსა­ხი­ო­ბი ასე­ვე ბრალ­დე­ბულ თა­მაზ ქვლი­ვი­ძის ად­ვო­კა­ტის, ზაზა მეს­ხის მიერ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"გუ­შინ ვუს­მენ­დი თქვენს ეთერ­ში ზაზა მესხს, სა­დაც მან თქვა, რომ თურ­მე "ბა­სი­ან­ში" ნარ­კო­ტი­კე­ბი იყი­დე­ბა და ასე შემ­დეგ. სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ილა­პა­რა­კა, სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა იყო. ამ საქ­მეს­თან სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია ის, თუ რა ხდე­ბა კლუბ­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვართ, ვინც ამ კლუბ­ში დავ­დი­ვართ და ბა­ტო­ნი ზა­ზას გა­მოს­ვლას ყვე­ლა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად აღ­ვიქ­ვამთ. ასე, რომ ბა­ტონ ზა­ზას თა­ვად არ და­ჭირ­დეს ად­ვო­კა­ტი, მე­ში­ნია" - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და ღა­მის კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უც­ვა­ლა და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. თა­მაზ ქვლი­ვი­ძე დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს.

წა­ი­კი­თხეთ:

"კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რო­გორ აწყობს ხან­ჯლით მო­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი სის­ხლისღვრას" - "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება

"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოების აღშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კალატოზიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას გაააკეთა.

"მე როგორც დედა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ჩემმა შვილმა ვინმეს ასეთი ზიანი მიაყენოს, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა. ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი...  მჯერა, რომ ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ვიცი ეს ბიჭი (თამაზ ქვლივიძე) ვინ არის, მაგრამ მე ვიცი ვინ არის "ბასიანის" დაცვა. ზოგადად, დაცვა კლუბის სავიზიტო ბარათია და "ბასიანის" დაცვა, მითუმეტეს ზვიადი, ძალიან ზრდილობიანი და კორექტული ადამიანია. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იქ გინება და შეხლა-შემოხლა იყო. რა შეეხება საზოგადოების გაღიზიანებას, ეს ბევრმა რამ გამოიწვია, ბევრს უსამართლობის განცდა გაუჩნდა. აბსოლუტურად მართლებიც არიან... საზოგადოება გააღიზიანა ალბათ ამ ცინიზმმა, როდესაც ამხელა ჭრილობას ნაკაწრს ეძახიან... "ბასიანში" ხშირად მივსულვარ და ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს, სწორედ დაცვის წყალობით... როგორც ჩანს, "ფეისკონტროლიც" კარგად მუშაობს, რადგან სანამ გაიგებდნენ, რომ ამ ადამიანს დანა ჰქონდა, მანამდე არ შეუშვეს კლუბში. ზოგადად, ციხეში გაშვების მომხრე არავინ არ არის, არც მე და არც ნაჯა ორაშვილი... სულ იბრძვის "თეთრი ხმაურის მოძრაობა", რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ იჯდნენ, თუმცა როდესაც პირად ზიანზე გადმოდიან და შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, უცნაურია, რომ საზოგადოების ასეთი აღშფოთება უკვირთ" - განაცხადა ნანკა კალტოზიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

მსახიობი ასევე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის მიერ გადაცემა "360 გრადუსში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"გუშინ ვუსმენდი თქვენს ეთერში ზაზა მესხს, სადაც მან თქვა, რომ თურმე "ბასიანში" ნარკოტიკები იყიდება და ასე შემდეგ. საშინელებები ილაპარაკა, საშინელი ცილისწამება იყო. ამ საქმესთან საერთოდ რა შუაშია ის, თუ რა ხდება კლუბში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ, ვინც ამ კლუბში დავდივართ და ბატონი ზაზას გამოსვლას ყველა პირად შეურაცხყოფად აღვიქვამთ. ასე, რომ ბატონ ზაზას თავად არ დაჭირდეს ადვოკატი, მეშინია" - განაცხადა კალატოზიშვილმა.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

წაიკითხეთ:

"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს