საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება

"დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ბაღ­ში შე­ტა­ნი­ლი არას­წო­რად ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "მილ­კო­ფუდ­ში" გა­ნუ­ცხა­დეს.

კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო ხა­ჩი­ძის თქმით, რძის პრო­დუქ­ტის ღვი­ნის ეტი­კე­ტი­ან შე­ფუთ­ვა­ში ჩა­მოს­ხმა ბა­ღე­ბი­დან მი­ღე­ბულ­მა გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა შეკ­ვე­თამ გა­მო­იწ­ვია.

"რძის პრო­დუქ­ტი ჩა­მოს­ხმუ­ლი იყო ტეტ­რა­პარ­კის შე­ფუთ­ვა­ში, რო­მე­ლიც არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის და საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ყუთი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი, ახა­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის; აქვს 6 დამ­ცა­ვი შრე და ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბულ პრო­დუქტს ინა­ხავს 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე, რომ ყვე­ლა თვი­სე­ბას ინარ­ჩუ­ნებს პა­კეტ­ში. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ შე­ფუთ­ვის იმ­პორ­ტს იტა­ლი­ი­დან. ამ ეტაპ­ზე ბა­ღე­ბი­დან მო­სულ­მა შეკ­ვე­თამ ძა­ლი­ან გა­და­ა­ჭარ­ბა გეგ­მას, იმ შე­თან­ხმე­ბას, რაც ჩვენს შო­რის იყო, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით ამ სა­ხით შეგ­ვე­ტა­ნა პრო­დუქ­ტი. ღვი­ნის ეტი­კე­ტი­რე­ბით იყო პარ­კი, თუმ­ცა, ამა­ვე შე­ფუთ­ვა­ზე გა­დაკ­რუ­ლი გვქონ­და რძის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეტი­კე­ტი­ა­ნი ქა­ღალ­დი, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი იყო რძის ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი. ყუთ­ზე და­ტა­ნილ მო­ნა­ცე­მებს პრო­დუქ­ტი მთლი­ა­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჩი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი შე­ფუთ­ვით პრო­დუქ­ტი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ბაღ­ში შე­ვი­და.

"ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ნა­ღებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი და აკ­მა­ყო­ფი­ლებს ISO-ს სტან­დარ­ტებს და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა სტან­დარტს. თვე­ში ორ­ჯერ მოწ­მდე­ბა კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ. ორ დღე­ში ვე­ლო­დე­ბით ახალ შე­ფუთ­ვებს იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია "იპის­გან", იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რაც გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის­თვის იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არას­დროს გვქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჩი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბაგა-ბა­ღებ­ში რძის პრო­დუქ­ტის ღვი­ნის ეტი­კე­ტი­ა­ნი შე­ფუთ­ვით შე­ტა­ნის სა­კი­თხზე მე­რი­ა­ში დღეს ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. თა­ვის მხრივ, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო რძის ხა­რისხს სწავ­ლობს.

რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება

რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება

"დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "მილკოფუდში" განუცხადეს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხაჩიძის თქმით, რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია.

"რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო ტეტრაპარკის შეფუთვაში, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული მთელს მსოფლიოში. ყუთი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ახალი, უმაღლესი ხარისხის; აქვს 6 დამცავი შრე და ულტრაპასტერიზებულ პროდუქტს ინახავს 6 თვის განმავლობაში, ისე, რომ ყველა თვისებას ინარჩუნებს პაკეტში. ჩვენ ვახორციელებთ შეფუთვის იმპორტს იტალიიდან. ამ ეტაპზე ბაღებიდან მოსულმა შეკვეთამ ძალიან გადააჭარბა გეგმას, იმ შეთანხმებას, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებულები გავხდით ამ სახით შეგვეტანა პროდუქტი. ღვინის ეტიკეტირებით იყო პარკი, თუმცა, ამავე შეფუთვაზე გადაკრული გვქონდა რძის სპეციალური ეტიკეტიანი ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო რძის ყველა მონაცემი. ყუთზე დატანილ მონაცემებს პროდუქტი მთლიანად აკმაყოფილებს", - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეფუთვით პროდუქტი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ბაღში შევიდა.

"ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ნაღებზე დამზადებული და აკმაყოფილებს ISO-ს სტანდარტებს და სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს. თვეში ორჯერ მოწმდება კომპანიის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ. ორ დღეში ველოდებით ახალ შეფუთვებს იტალიური კომპანია "იპისგან", იმ რაოდენობას, რაც გაზრდილი მოთხოვნისთვის იქნება საკმარისი. მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია", - განაცხადა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით შეტანის საკითხზე მერიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. თავის მხრივ, სურსათის უვნებლობის სააგენტო რძის ხარისხს სწავლობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი