სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა
რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

"სწავ­ლა რომ უყ­ვარ­დეს, ის გლე­ხი არ იქ­ნე­ბო­და, და­მი­ჯე­რეთ, სხვა ად­გილს მი­აგ­ნებ­და ამ ცხოვ­რე­ბა­ში" - ეს გან­ცხა­დე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის გზებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. "ფე­ის­ბუქ­ში" ჭი­ჭი­ნა­ძის კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად უამ­რა­ვი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­ი­წე­რა:

"ძა­ლი­ან ბევრ მოქ­მედ და ძველ დე­პუ­ტატ­ზე და თუ გინ­და მი­ნის­ტრზე ნას­წავ­ლი და აზ­რი­ა­ნი გლე­ხი მი­ნა­ხავს; რა, და­ზე­პი­რე­ბულ უცხო­ურ სი­ტყვას, თუ მე­სი­ჯ­ბოქ­სის და­ვა­ლე­ბებს სხა­პას­ხუ­პით რომ ლა­პა­რა­კო­ბენ? თუ 5 და 6 ათა­სი რომ არ ყოფ­ნით?";

"იქ­ნებ მთლად კარ­გად ვერ გა­ვი­გე და მა­შინ ახ­ლა­ვე ვიხ­დი ბო­დიშს, მაგ­რამ ნას­წავ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გლე­ხი და ხეპ­რე ქა­ლა­ქე­ლი არ უნა­ხავს ბა­ტონ ჭი­ჭი­ნა­ძეს?";

"კარ­გი რა­მის თქმა უნ­დო­და და აშ­კა­რად ცუ­დად გა­მო­უ­ვი­და. ჯერ გან­ვსა­ზღვროთ გლე­ხის ცნე­ბა. გლე­ხი არის მი­წა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­ლექ­ტი ჰქონ­დეს. შე­და­რე­ბით დიდი მი­წის მფლო­ბე­ლი გლე­ხი უკვე ფერ­მე­რია. ამ ადა­მი­ან­მა გლე­ხი და უს­წავ­ლე­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­ში გა­ა­ი­გი­ვა. მოკ­ლედ ლო­გი­კას­თან აქვს პრობ­ლე­მა ადა­მი­ა­ნე­ბის 99%-ს";

"მე სო­ფელ­ში გა­ვი­ზარ­დე და ვიც­ნობ­დი და ვიც­ნობ ბევრ გა­ნათ­ლე­ბულ გლეხს. გლე­ხი თუ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არ არის ის ვერც მო­სა­ვალს მო­იყ­ვანს და ვერც იცხოვ­რებს" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

ამას­თან, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს დე­პუ­ტატს, რო­მე­ლიც ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რია. მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის მო­ძი­ე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე parliament.ge. ჭი­ჭი­ნა­ძე პირ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტში 1999 წელს მოხ­ვდა ბლო­კი "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიით.

52 წლის ჭი­ჭი­ნა­ძეს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის 111-ე სა­ჯა­რო სკო­ლა; 1982-1987 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ჰიდ­რო­ტექ­ნი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბელ ჰიდ­რო­ტექ­ნი­კო­სია; სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მან 2000 წელს და­ამ­თავ­რა - მა­შინ როცა პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვით გახ­და დე­პუ­ტა­ტი, "გე­პეი" ჯერ კი­დევ და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ჰქონ­და. ამას მოწ­მობს პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

გა­ნახ­ლე­ბულ და უკვე შევ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი მი­თი­თე­ბუ­ლია რომ ჭი­ჭი­ნა­ძემ ჰიდ­რომ­შე­ნებ­ლის დიპ­ლო­მი 2000 წელს აიღო. მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა კი 1983 წელს იწყე­ბა - "სამ­ტრეს­ტის" მე­ქა­ნი­კუ­რი სა­რე­მონ­ტო-სა­მონ­ტა­ჟო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მე-2 თან­რი­გის მუ­შის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც მან ერთი წელი იმუ­შა­ვა. შემ­დეგ პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ 1990 - 1998 წლებ­ში ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, 1998-2004 წლებ­ში კი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა. 2004 წელს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო და 2016 წელს დე­პუ­ტა­ტი გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჭი­ჭი­ნა­ძემ მის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, რომ მისი კო­მენ­ტა­რი არას­წო­რი კონ­ტექ­სტით იყო მი­ღე­ბუ­ლი. დე­პუ­ტატ­მა "ნეტ­გა­ზეთ­თან" აღ­ნიშ­ნა, რომ ის ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ცოდ­ნა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და არა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზე. "პი­რი­ქით. ყვე­ლა ჩვე­ნი დიდი მეც­ნი­ე­რი რა­ი­ო­ნე­ბი­დან სოფ­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი აქე­დან მო­დის", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში" - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის გზებს განიხილავდნენ. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. "ფეისბუქში" ჭიჭინაძის კომენტარის პასუხად უამრავი ნეგატიური გამოხმაურება დაიწერა:

"ძალიან ბევრ მოქმედ და ძველ დეპუტატზე და თუ გინდა მინისტრზე ნასწავლი და აზრიანი გლეხი მინახავს; რა, დაზეპირებულ უცხოურ სიტყვას, თუ მესიჯბოქსის დავალებებს სხაპასხუპით რომ ლაპარაკობენ? თუ 5 და 6 ათასი რომ არ ყოფნით?";

"იქნებ მთლად კარგად ვერ გავიგე და მაშინ ახლავე ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ნასწავლი, განათლებული გლეხი და ხეპრე ქალაქელი არ უნახავს ბატონ ჭიჭინაძეს?";

"კარგი რამის თქმა უნდოდა და აშკარად ცუდად გამოუვიდა. ჯერ განვსაზღვროთ გლეხის ცნება. გლეხი არის მიწაზე მომუშავე ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ძალიან დიდი ინტელექტი ჰქონდეს. შედარებით დიდი მიწის მფლობელი გლეხი უკვე ფერმერია. ამ ადამიანმა გლეხი და უსწავლელი ადამიანი ერთმანეთში გააიგივა. მოკლედ ლოგიკასთან აქვს პრობლემა ადამიანების 99%-ს";

"მე სოფელში გავიზარდე და ვიცნობდი და ვიცნობ ბევრ განათლებულ გლეხს. გლეხი თუ განათლებული არ არის ის ვერც მოსავალს მოიყვანს და ვერც იცხოვრებს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

ამასთან, ინტერნეტმომხმარებლები დაინტერესდნენ, რა განათლება აქვს დეპუტატს, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტარია. მისი ბიოგრაფიის მოძიება ადვილად შეიძლება საქართველოს პარლამენტის საიტზე parliament.ge. ჭიჭინაძე პირველად პარლამენტში 1999 წელს მოხვდა ბლოკი "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით.

52 წლის ჭიჭინაძეს, დამთავრებული აქვს თბილისის 111-ე საჯარო სკოლა; 1982-1987 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. პროფესიით მშენებელ ჰიდროტექნიკოსია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მან 2000 წელს დაამთავრა - მაშინ როცა პირველი მოწვევით გახდა დეპუტატი, "გეპეი" ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ჰქონდა. ამას მოწმობს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

განახლებულ და უკვე შევსებულ ინფორმაციაში კი მითითებულია რომ ჭიჭინაძემ ჰიდრომშენებლის დიპლომი 2000 წელს აიღო. მისი სამუშაო გამოცდილება კი 1983 წელს იწყება - "სამტრესტის" მექანიკური სარემონტო-სამონტაჟო გაერთიანების მე-2 თანრიგის მუშის პოზიციაზე, სადაც მან ერთი წელი იმუშავა. შემდეგ პროფესიულ გამოცდილებაში მითითებულია, რომ 1990 - 1998 წლებში ტრადიციონალისტთა კავშირის აღმასრულებელი მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 1998-2004 წლებში კი აღმასრულებელი მდივნის პოსტი ჩაიბარა. 2004 წელს ბიზნესსაქმიანობა დაიწყო და 2016 წელს დეპუტატი გახდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარული სიით.

მოგვიანებით, ჭიჭინაძემ მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა, რომ მისი კომენტარი არასწორი კონტექსტით იყო მიღებული. დეპუტატმა "ნეტგაზეთთან" აღნიშნა, რომ ის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა და არა ზოგად განათლებაზე. "პირიქით. ყველა ჩვენი დიდი მეცნიერი რაიონებიდან სოფლებიდან წამოსული ადამიანები არიან და ყველა ჩვენთაგანი აქედან მოდის", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."