საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა
დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­რეკ დუ­და­ე­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. ის სო­ფელ არ­ცე­ვის მკვიდ­რი, 32 წლის ვი­ა­ჩეს­ლავ კა­ზი­ე­ვია. ამის შე­სა­ხებ ე.წ. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა.

"მა­რეკ დუ­და­ე­ვის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის მუხ­ლე­ბით აღ­ძრა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბი­სა და კა­ზი­ე­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად და შემ­დგომ მის და­სა­კა­ვებ­ლად", - გა­ნა­ცხა­დეს ე.წ. გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში მა­რეკ დუ­და­ე­ვი გუ­შინ მოკ­ლეს. "რე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა სო­ფელ არ­ცევ­ში მოხ­და. სა­ა­გენ­ტოს დე ფაქ­ტო შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მა­რეკ დუ­და­ე­ვი სოფ­ლის ყო­ფილ კლუბ­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

მა­რეკ დუ­და­ე­ვი ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2004 წლის მარ­ტში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 2005 წელს მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა და პა­ტიმ­რო­ბა­ში 9 წელი იმ­ყო­ფე­ბო­და. მას ამ­ნის­ტი­ის მუხ­ლე­ბი შე­ე­ხო, რის შე­დე­გა­დაც ოთხწ­ლი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბით ესეც მო­ეხ­სნა და 2013 წლის 7 ივ­ნისს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ის სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია. ამის შესახებ ე.წ. უწყების პრესსამსახური იუწყება.

"მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად", - განაცხადეს ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. "რესის" ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ