პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მით ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ვაქ­ცი­ნა და­ი­ხარ­ჯა.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 29 222 დოზა მოხ­მა­რე­ბი­დან ამო­სა­ღე­ბი ვაქ­ცი­ნა გა­ი­ხარ­ჯა. თუმ­ცა, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­ზეც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი აქ­ცენტს აკე­თებს, 2016 წელს ქვე­ყა­ნა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით იყო შე­მო­ტა­ნი­ლი.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად, სა­უ­ბა­რია ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც არც ერთ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა არ ჰქო­ნია.

"საქ­მე ეხე­ბა ცო­ფის ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრე­პა­რა­ტია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ არ გა­ი­კე­თე ეს ვაქ­ცი­ნა, სიკ­ვდი­ლის რის­კია. ვაქ­ცი­ნა შე­მო­ტა­ნი­ლი იყო ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით. ადა­მი­ა­ნებ­ში, ცო­ფის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა ბოლო სამი წე­ლია არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ასე­ვე გე­ტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ბოლო სამი წე­ლია ცოფი არ ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნებ­ში. ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას არც ერთი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ხოლო, ამ სა­კი­თხზე აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­კეთ­და" - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "ეს ვაქ­ცი­ნა თუ არ გა­ი­კე­თა ადა­მი­ან­მა, მოკ­ვდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ცოფი არის 100%-იანი სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა. ამ ვაქ­ცი­ნით ვინც აიც­რა, არც ცოფი და­მარ­თნია და არც რე­აქ­ცია ჰქო­ნია".

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 29 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" პაატა იმნაძემ განუცხადა, ვაქცინა, რომელზეც აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს, 2016 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი.

იმნაძის განმარტებით, კონკრეტულად, საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლის გამოყენებითაც არც ერთ ადამიანს არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია.

"საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა" - განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, "ეს ვაქცინა თუ არ გაიკეთა ადამიანმა, მოკვდება, ვინაიდან ცოფი არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ამ ვაქცინით ვინც აიცრა, არც ცოფი დამართნია და არც რეაქცია ჰქონია".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი