შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.