პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბ "ბასიანის" მეპატრონეების ინტერესებში შედის
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბ "ბასიანის" მეპატრონეების ინტერესებში შედის

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და კა­ნო­ნი­ე­რი იყო, თუმ­ცა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს დღეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო, წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, - ამის შე­სა­ხებ კლუბ "ბა­სი­ან­თან" მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ თა­მაზ ქვლი­ვი­ძის ად­ვო­კატ­მა ზაზა მეს­ხმა გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი არის იმის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ხდე­ბა ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე. ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ქვლი­ვი­ძე მზად არის გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს.

"პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სა­მარ­თლი­ა­ნი და კა­ნო­ნი­ე­რი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­და გი­რაო. გუ­შინ­დელ და დღე­ვან­დელ დღეს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო, გა­მი­ჭირ­დე­ბა ვა­რა­უ­დი. ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლი მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მზად არის ასე­ვე პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ზაზა მეს­ხმა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მის გა­პი­ა­რე­ბა კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და ღა­მის კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა­ზე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში, ბრალ­დე­ბულ თა­მაზ ქვლი­ვი­ძის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - გი­რაო გა­სა­ჩივ­რა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ქვლი­ვი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბ "ბასიანის" მეპატრონეების ინტერესებში შედის

თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბ "ბასიანის" მეპატრონეების ინტერესებში შედის

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სააპელაციო სასამართლო, წინასწარ საუბარი მიჭირს, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიმდინარე პროცესი არის იმის მაგალითი, თუ როგორ ხდება ზეწოლა სასამართლოზე. ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრალდებული ქვლივიძე მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გუშინდელ და დღევანდელ დღეს თუ გავითვალისწინებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გამიჭირდება ვარაუდი. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ზეწოლა სასამართლოზე. ბრალდებული მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მზად არის ასევე პასპორტის ჩაბარებისთვის", - განაცხადა ადვოკატმა ზაზა მესხმა.

მისივე თქმით, საქმის გაპიარება კლუბის მეპატრონეების ინტერესებში შედის.

ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი