სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი
ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი

ჯონ კრო­ნინს სა­კუ­თა­რი წინ­დე­ბის მა­ღა­ზია აქვს. John’s Crazy Socks-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მისი მამა, მარკ კრო­ნი­ნია.

John’s Crazy Socks ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აა, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში, ლონგ-აი­ლენ­დზე მდე­ბა­რე­ობს. მამა-შვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, ბიზ­ნე­სის წყა­ლო­ბით, პირ­ვე­ლი­ვე წელს 1.4 მლნ დო­ლა­რი იყო.

ჯონი და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­ი­სურ­ვა, მა­მას­თან ერ­თად ბიზ­ნე­სი და­ე­წყო.

"გვინ­დო­და, რამე სა­ხა­ლი­სო მა­ღა­ზია გვქო­ნო­და, თუმ­ცა ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით იდე­ა­ზე. შემ­დეგ გვინ­დო­და საჭ­მლის მა­ღა­ზია, თუმ­ცა ერთი პრობ­ლე­მა გვაქვს - კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ­ცერ­თმა არ ვი­ცით. შემ­დეგ კი გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, გაგ­ვე­ყი­და ჭრე­ლა-ჭრუ­ლა წინ­დე­ბი," - ამ­ბო­ბენ ჯონი და მარ­კი.

წყვილ­მა 1500 წყვი­ლი წინ­და გა­ყი­და. ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც წინ­დებს უკ­ვე­თავს, ჯო­ნის­გან ტკბი­ლე­ულს და მად­ლო­ბის ბა­რათ­საც იღებს. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლონგ-აი­ლენ­დზე ცხოვ­რობს, წინ­დებს პი­რა­დად ჯონი გა­დას­ცემს.

კომ­პა­ნი­ა­ში 12 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მათ­გან რვა - შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა. შე­მო­სავ­ლის ნა­წილს კრო­ნი­ნე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის რი­ცხა­ვენ.

"და­უ­ნის სინ­დრო­მი არა­სო­დეს მხევს უკან. ჩვენ წინ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბას ვავ­რცე­ლებთ,"- ამ­ბობს ჯონი.

"ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი. მე ჯო­ნის გა­რე­შე ვე­რა­ფერს ვი­ზამ­დი, ჯო­ნის კი უჩე­მოდ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და," - აღ­ნიშ­ნავს ჯო­ნის მამა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი

ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი

ჯონ კრონინს საკუთარი წინდების მაღაზია აქვს. John’s Crazy Socks-ის თანადამფუძნებელი მისი მამა, მარკ კრონინია.

John’s Crazy Socks ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე მდებარეობს. მამა-შვილის შემოსავალი, ბიზნესის წყალობით, პირველივე წელს 1.4 მლნ დოლარი იყო.

ჯონი დაუნის სინდრომით დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოისურვა, მამასთან ერთად ბიზნესი დაეწყო.

"გვინდოდა, რამე სახალისო მაღაზია გვქონოდა, თუმცა ვერ ჩამოვყალიბდით იდეაზე. შემდეგ გვინდოდა საჭმლის მაღაზია, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს - კერძების მომზადება არცერთმა არ ვიცით. შემდეგ კი გაგვიჩნდა იდეა, გაგვეყიდა ჭრელა-ჭრულა წინდები," - ამბობენ ჯონი და მარკი.

წყვილმა 1500 წყვილი წინდა გაყიდა. ყველა მომხმარებელი, რომელიც წინდებს უკვეთავს, ჯონისგან ტკბილეულს და მადლობის ბარათსაც იღებს. თუ მომხმარებელი ლონგ-აილენდზე ცხოვრობს, წინდებს პირადად ჯონი გადასცემს.

კომპანიაში 12 ადამიანი მუშაობს, მათგან რვა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. შემოსავლის ნაწილს კრონინები ქველმოქმედებისთვის რიცხავენ.

"დაუნის სინდრომი არასოდეს მხევს უკან. ჩვენ წინდების საშუალებით ბედნიერებას ვავრცელებთ,"- ამბობს ჯონი.

"ძალიან გვჭირდება ერთმანეთი. მე ჯონის გარეშე ვერაფერს ვიზამდი, ჯონის კი უჩემოდ გაუჭირდებოდა," - აღნიშნავს ჯონის მამა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს