პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?
შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სო­ფელ არ­ცევ­ში მა­რეკ დუ­და­ე­ვი მოკ­ლეს. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დუ­და­ე­ვი იმ სოფ­ლის ყო­ფილ კლუბ­ში იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მას სამი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, რო­მელ­ზეც დუ­და­ე­ვის ერთი თა­ნა­სოფ­ლე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. სწო­რედ მან ეს­რო­ლა ოს კრი­მი­ნალს, შემ­დეგ კი მი­ი­მა­ლა. თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მას მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეს­რო­ლეს.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­რეკ დუ­და­ე­ვის პერ­სო­ნას კარ­გად იც­ნობს, - ის 2004 წლის მარ­ტში, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 2005 წელს დუ­და­ევს თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლომ 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ის სას­ჯელს #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და და პა­ტიმ­რო­ბა­ში 9 წელი იმ­ყო­ფე­ბო­და. 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, მას ამ­ნის­ტი­ის მუხ­ლე­ბი შე­ე­ხო, რის შე­დე­გა­დაც, ოთხი წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ესეც მო­ეხ­სნა და სა­ბო­ლო­ოდ, 2013 წლის 7 ივ­ნისს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მან ძვე­ლი პრო­ფე­სია გა­აგ­რძე­ლა, - ე.წ. რე­კე­ტი­ო­რი იყო, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნა­ლებს, ან მის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­სა­ღებ მე­წარ­მე­ებს მფარ­ვე­ლობ­და... უც­ნო­ბია, ჰყავ­და თუ არა შვი­ლე­ბი, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო დროს მის­მა მე­უღ­ლემ, მარ­თა ვა­ზა­გო­ვამ არა­ერ­თხელ მი­მარ­თა თხოვ­ნით ად­გი­ლობ­რივ ე.წ. მი­ლი­ცი­ას - მისი თქმით, ქმა­რი მას­ზე ძა­ლა­დობ­და და ის დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და...

დუ­და­ე­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

დუ­და­ე­ვის თბი­ლი­სი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მთე­ლი რიგი პრო­ცე­სე­ბი უძღო­და წინ - 2005 წლის ივ­ლის­ში, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს, ცხინ­ვა­ლი-ვლა­დი­კავ­კა­ზის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი გა­და­კე­ტეს და ამ ფორ­მით, ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. მა­შინ საქ­მე­ში ჩა­ერ­თო რუ­სე­თის ე. წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი, გე­ნე­რალ მა­რატ კუ­ლახ­მე­ტო­ვიც... თა­ვის მხრივ, ცხინ­ვალ­მა ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მა­რეკ დუ­და­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა შსს უწყე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო...

უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2007 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თულ მხა­რეს მა­რეკ დუ­და­ე­ვი ძმებ ხა­ჭა­პუ­რი­ძე­ებ­ში უნდა გა­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ ცხინ­ვა­ლის მა­შინ­დე­ლი ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ მინ­ძა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, გაც­ვლა არ შედ­გე­ბო­და...

"სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი", "არ­ცე­ვის მგე­ლი", "მთის მგე­ლი" - ეს ის ზედ­მეტ­სა­ხე­ლე­ბია, რომ­ლი­თაც დუ­და­ევს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, თუმ­ცა, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი, ნო­და­რი ერ­ქვა, რაც ნიშ­ნავს, რომ 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-ოსურ კონ­ფლიქ­ტამ­დე იქ ეთ­ნი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბა არ იგ­რძნო­ბო­და.

სწო­რედ ამ ომმა მის კრი­მი­ნა­ლურ წარ­სულ­ში დიდი როლი ითა­მა­შა - ქარ­თულ-ოსუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს ის 13 წლის იყო, რო­დე­საც მამა თვალ­წინ მო­უკ­ლეს, მისი და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და დედა ცო­ცხლად დაწ­ვეს... Human Rights Watch-ის ერთ-ერთ ან­გა­რიშ­ში, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ დუ­და­ე­ვე­ბის ოჯახს ქარ­თვე­ლე­ბი, მა­თი­ვე მე­ზობ­ლე­ბი და­ესხნენ თავს. შემ­დეგ კი დუ­და­ე­ვი რე­გი­ონ­ში აგო­რე­ბულ "ტალ­ღას" აჰ­ყვა, მთა­ში გაზ­რდი­ლი და შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი პი­რი­დან, და­უნ­დო­ბელ კრი­მი­ნა­ლად გა­და­იქ­ცა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ცნო­ბის­თვის, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მის ოსურ წარ­მო­შო­ბა­საც ეჭვქვეშ აყე­ნებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ მისი წი­ნაპ­რე­ბი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად, ჩეჩ­ნე­თი­დან სის­ხლის აღე­ბის სას­ტიკ ტრა­გე­დი­ას გა­ექ­ცნენ და ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ჩა­სახ­ლდნენ...

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მა­რეკ დუ­და­ე­ვის ძმა - ერიკ დუ­და­ე­ვი, რო­მე­ლიც კო­კო­ი­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო, "სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ო­ბამ­დე", "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" გახ­ლდათ, ადა­მი­ა­ნებს იტა­ცებ­და, ძარ­ცვავ­და და ყა­ჩა­ღობ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­კო­ი­თი ქარ­თულ მხა­რეს­თან მა­რეკ დუ­და­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მუდ­მი­ვად სპე­კუ­ლი­რებ­და, ოსუ­რი მე­დია წერ­და, რომ მისი დაბ­რუ­ნე­ბით, რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნა­ლი მო­ი­მა­ტებ­და... თუმ­ცა, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა არა­ვის უწარ­მო­ე­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლი მა­რეკ დუ­და­ე­ვი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მოკ­ლეს

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­რეკ დუ­და­ე­ვი, სა­კუ­თარ სო­ფელ­ში პი­რად და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ე­წი­რა. ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში მკვლელს ეძე­ბენ. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რესს" წერს, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო შს მი­ნის­ტრმა იგორ ნა­ნი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს. "ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მი­ი­მა­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნი­ევ­მა.

ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რეკ დუ­და­ე­ვის მკვლე­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ოსური მედიის ინფორმაციით, დუდაევი იმ სოფლის ყოფილ კლუბში იპოვეს მოკლული, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი...

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიტოვებულ შენობაში სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც დუდაევის ერთი თანასოფლელი იმყოფებოდა. სწორედ მან ესროლა ოს კრიმინალს, შემდეგ კი მიიმალა. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, მას მილიციის თანამშრომლებმა ესროლეს.

ქართული საზოგადოება მარეკ დუდაევის პერსონას კარგად იცნობს, - ის 2004 წლის მარტში, ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს დუდაევს თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს #7 დაწესებულებაში იხდიდა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც, ოთხი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, ესეც მოეხსნა და საბოლოოდ, 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გათავისუფლების შემდეგ, მან ძველი პროფესია გააგრძელა, - ე.წ. რეკეტიორი იყო, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებს, ან მისთვის პერსონალურად მისაღებ მეწარმეებს მფარველობდა... უცნობია, ჰყავდა თუ არა შვილები, თუმცა, ცნობილია, რომ ბოლო დროს მისმა მეუღლემ, მართა ვაზაგოვამ არაერთხელ მიმართა თხოვნით ადგილობრივ ე.წ. მილიციას - მისი თქმით, ქმარი მასზე ძალადობდა და ის დახმარებას ითხოვდა...

დუდაევი მეუღლესთან ერთად

დუდაევის თბილისიდან გათავისუფლებას მთელი რიგი პროცესები უძღოდა წინ - 2005 წლის ივლისში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ამ ფორმით, ცხინვალის ციხეში დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლება მოითხოვეს. მაშინ საქმეში ჩაერთო რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალ მარატ კულახმეტოვიც... თავის მხრივ, ცხინვალმა ქართველი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, მარეკ დუდაევის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა, საქართველოს მაშინდელმა შსს უწყებამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი იყო...

უფრო მოგვიანებით, 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს მარეკ დუდაევი ძმებ ხაჭაპურიძეებში უნდა გაეცვალა, მაგრამ ცხინვალის მაშინდელი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხეილ მინძაევის განცხადებით, გაცვლა არ შედგებოდა...

"საველე მეთაური", "არცევის მგელი", "მთის მგელი" - ეს ის ზედმეტსახელებია, რომლითაც დუდაევს ცხინვალის რეგიონში მოიხსენიებდნენ, თუმცა, მას ოფიციალურად ქართული სახელი, ნოდარი ერქვა, რაც ნიშნავს, რომ 90-იანი წლების ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე იქ ეთნიკური განსხვავება არ იგრძნობოდა.

სწორედ ამ ომმა მის კრიმინალურ წარსულში დიდი როლი ითამაშა - ქართულ-ოსური მოვლენების დროს ის 13 წლის იყო, როდესაც მამა თვალწინ მოუკლეს, მისი და გააუპატიურეს და დედა ცოცხლად დაწვეს... Human Rights Watch-ის ერთ-ერთ ანგარიშში, ქართველი სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, რომ დუდაევების ოჯახს ქართველები, მათივე მეზობლები დაესხნენ თავს. შემდეგ კი დუდაევი რეგიონში აგორებულ "ტალღას" აჰყვა, მთაში გაზრდილი და შურისმაძიებელი პირიდან, დაუნდობელ კრიმინალად გადაიქცა და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

ცნობისთვის, ქართველი ექსპერტები მის ოსურ წარმოშობასაც ეჭვქვეშ აყენებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი წინაპრები ჩრდილო კავკასიიდან, კონკრეტულად, ჩეჩნეთიდან სისხლის აღების სასტიკ ტრაგედიას გაექცნენ და ჩრდილოეთ ოსეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასახლდნენ...

არსებული ცნობებით, მარეკ დუდაევის ძმა - ერიკ დუდაევი, რომელიც კოკოითის ხელისუფლების დროს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, "სახელმწიფო მოხელეობამდე", "კანონიერი ქურდი" გახლდათ, ადამიანებს იტაცებდა, ძარცვავდა და ყაჩაღობდა... მიუხედავად იმისა, რომ კოკოითი ქართულ მხარესთან მარეკ დუდაევის გათავისუფლების მოთხოვნით მუდმივად სპეკულირებდა, ოსური მედია წერდა, რომ მისი დაბრუნებით, რეგიონში კრიმინალი მოიმატებდა... თუმცა, მისი გათავისუფლების შემდგომ დანაშაულის სტატისტიკა არავის უწარმოებია.

იხილეთ ვიდეო: ცნობილი კრიმინალი მარეკ დუდაევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლეს

ოსური მედიის ცნობით, მარეკ დუდაევი, საკუთარ სოფელში პირად დაპირისპირებას შეეწირა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მკვლელს ეძებენ. როგორც სააგენტო "რესს" წერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს. "ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა", - განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?