პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი
"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნაჯა ორაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თა­მაზ ქვლი­ვი­ძის მი­მართ ბრა­ლი უნდა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს და დამ­ძიმ­დეს.

რო­გორც ორაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, ქვლი­ვი­ძეს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით უნდა წა­რედ­გი­ნოს.

"რო­გორც მი­თხრეს, სა­სა­მარ­თლო იყო და­ხუ­რუ­ლი. მე ვფიქ­რობ, რომ მო­სა­მარ­თლე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ზე­წო­ლა. არ მახ­სენ­დე­ბა მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი, რომ ასე­თი მუხ­ლით ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. ვინ აგებს ამ ადა­მი­ან­ზე პა­სუხს, რამე რომ მო­ახ­დი­ნოს?! მე ვფიქ­რობ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­წო­რი ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა ბრალ­დე­ბულს. ბრალ­დე­ბე­ბი უნდა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით", - გა­ნა­ცხა­და ორაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ცი­დენ­ტის დროს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბამ და­იგ­ვი­ა­ნა.

"ეს ადა­მი­ა­ნი რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კლუბ­ში, ჩვენ არ ვი­ცით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე დად­გე­ბო­და საფრ­თხის ქვეშ. დაც­ვის ერთ-ერთ წევ­რს ხელ­ზე აქვს ნაკ­ბე­ნი. დაჭ­რი­ლია დაც­ვის ორი წევ­რი. ერთი დაჭ­რი­ლია თა­ვის არე­ში, რო­მელ­საც სამი ფენა ნა­კე­რე­ბი ადევს თავ­ზე. დაც­ვის ერთი წევ­რი გულ­თან ახ­ლოს ხელ­შია დაჭ­რი­ლი. ხე­ლის არ­ტე­რია აქვს გა­დაჭ­რი­ლი და სის­ხლის­გან გვეც­ლე­ბო­და. და­იგ­ვი­ა­ნა სას­წრა­ფო­მაც და ბევ­რი სის­ხლი და­კარ­გა. მე­სა­მე დაჭ­რი­ლი არის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ფა­რა ჩვენს დაც­ვის უფ­როსს. ქვლი­ვი­ძე იყო კი­დევ ერთ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა მი­ე­სა­ჯა", - გა­ნა­ცხა­და ორაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ზეც.

"არ­სე­ბობს ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი, სა­დაც ჩანს ხან­ჯლით მო­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­ა­წყო სის­ხლისღვრა კლუ­ბის შე­სას­ვლელ­თან. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ამო­აბ­რუ­ნა ყვე­ლა­ფე­რი. გა­მოჩ­ნდა ორი სტრუქ­ტუ­რის ერ­თმა­ნე­თი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა. პო­ლი­ცი­ე­ლის ბედს ვინ იცავს ამ ქვე­ყა­ნა­ში?! მო­სა­მარ­თლემ ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის. ყვე­ლა სა­უბ­რობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნაც არას­წო­რი იყო, რო­დე­საც ის 4 წელს ითხოვ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე 4 წელი მო­ი­თხო­ვო და რა­ტომ არ იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ზე მუხ­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­დე­საც სამი ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი?! მე არ ვი­ცო­დი აქამ­დე ეს ადა­მი­ა­ნი, შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ იყო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და სარ­გებ­ლობს გავ­ლე­ნე­ბით და ზუს­ტად ეს დგას ამ სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან და სა­მარ­თალ­ზე მაღ­ლა", - გა­ნა­ცხა­და ნაჯა ორაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: "ხან­ჯლით მო­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი აწყობს სის­ხლისღვრას კლუ­ბის შე­სას­ვლელ­თან" – ნაჯა ორაშ­ვი­ლის და თა­მაზ ქვლი­ვი­ძის ად­ვო­კა­ტის და­პი­რის­პი­რე­ბა

შე­გახ­სე­ნებთ, კლუბ "ბა­სი­ან­ზე" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე 13 იან­ვარს დაჭ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძეა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. იგი ბიზ­ნეს­მენ პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძის შვი­ლია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლით და­ი­ჭი­რა..." - რას ყვე­ბა "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სი სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ზე

ვინ არის "ბა­სი­ან­თან" დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­ცო­ბის­თვის აჯილ­დო­ე­ბენ

"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს.

როგორც ორაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ქვლივიძეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა წარედგინოს.

"როგორც მითხრეს, სასამართლო იყო დახურული. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასეთი მუხლით ბრალდებული ადამიანი გათავისუფლდეს. ვინ აგებს ამ ადამიანზე პასუხს, რამე რომ მოახდინოს?! მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ არასწორი ბრალდებები წაუყენა ბრალდებულს. ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით", - განაცხადა ორაშვილმა.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა.

"ეს ადამიანი რომ მოხვედრილიყო კლუბში, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი. დაჭრილია დაცვის ორი წევრი. ერთი დაჭრილია თავის არეში, რომელსაც სამი ფენა ნაკერები ადევს თავზე. დაცვის ერთი წევრი გულთან ახლოს ხელშია დაჭრილი. ხელის არტერია აქვს გადაჭრილი და სისხლისგან გვეცლებოდა. დაიგვიანა სასწრაფომაც და ბევრი სისხლი დაკარგა. მესამე დაჭრილი არის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადაეფარა ჩვენს დაცვის უფროსს. ქვლივიძე იყო კიდევ ერთ ადამიანთან, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიესაჯა", - განაცხადა ორაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზეც.

"არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ამოაბრუნა ყველაფერი. გამოჩნდა ორი სტრუქტურის ერთმანეთისადმი უნდობლობა. პოლიციელის ბედს ვინ იცავს ამ ქვეყანაში?! მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელის უფლებები დაცული არ არის. ყველა საუბრობს, რომ პროკურატურის მოთხოვნაც არასწორი იყო, როდესაც ის 4 წელს ითხოვდა და როგორ შეიძლება ასეთ დანაშაულზე 4 წელი მოითხოვო და რატომ არ იყო განზრახ მკვლელობაზე მუხლი წაყენებული, როდესაც სამი ადამიანია დაჭრილი?! მე არ ვიცოდი აქამდე ეს ადამიანი, შემდეგ გავიგე, რომ იყო პრივილეგირებული ოჯახის წევრი და სარგებლობს გავლენებით და ზუსტად ეს დგას ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების უკან და სამართალზე მაღლა", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "ხანჯლით მომართული ადამიანი აწყობს სისხლისღვრას კლუბის შესასვლელთან" – ნაჯა ორაშვილის და თამაზ ქვლივიძის ადვოკატის დაპირისპირება

შეგახსენებთ, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ