1 წლისა და 6 თვის თუთა ცქიტიშვილს, რომელსაც მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. თუთა საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ულამაზესი პატარა გოგონას დასახმარებლად სრულიად "ფეისბუქი" გაერთიანდა. სოციალურ ქსელში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს პოსტებს ჰეშთეგით #თუთასთვის. როგორც გოგონას მამიდა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის უკვე 100 ათას ლარამდეა შეგროვილი. თუმცა, იმისთვის, რომ თუთა გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავროს 100 ათასი ევროა საჭირო.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა "თიბისი ბანკის" ანგარიშის ნომრებზე - GE66TB7824945061100063; GE03BG0000000335994400
მიმღები: ნათია ჩომახიძე