პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 15 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი, რომელიც 6 ენაზე საუბრობს და ცნობილ სერიალებს თარგმნის
გაიცანით 15 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი, რომელიც 6 ენაზე საუბრობს და ცნობილ სერიალებს თარგმნის

ჯერ მხო­ლოდ 15 წლი­საა, თუმ­ცა უკვე ექვს ენა­ზე - თურ­ქუ­ლად, არა­ბუ­ლად, ირა­ნუ­ლად, იტა­ლი­უ­რად, ეს­პა­ნუ­რად და სომ­ხუ­რად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს. ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლეა, თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აღ­მო­სავ­ლურ ენებ­ში ამე­ცა­დი­ნებს და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნობ თურ­ქულ და არა­ბულ სე­რი­ა­ლებს თარ­გმნის - ეს და­ვით ჯი­ჯი­ეშ­ვი­ლია, პა­ტა­რა პო­ლიგ­ლო­ტი, რო­მე­ლიც ოზურ­გეთ­ში ცხოვ­რობს.

ენე­ბის შეს­წავ­ლა 9 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო, 12 წლის უკვე თურ­ქულ ენა­ზე იმ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის - "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის" სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის ან­გა­რი­შებს, Youtube არხსა და ვებ-გვერდს მარ­თავ­და, შემ­დეგ კი Canal 13-ის­თვის სე­რი­ალ "ქო­სემ სულ­თა­ნის" შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ორ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. ასე და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რა, ენე­ბის შეს­წავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კი კი­დევ უფრო გა­უძ­ლი­ერ­და.

"8 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ის ყუ­რე­ბი­სას, სა­დაც თურ­ქულ და არა­ბულ სე­რი­ა­ლებს უჩ­ვე­ნებ­დნენ, და­ვინ­ტე­რეს­დი ენე­ბით, რომ­ლებ­ზეც გმი­რე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, მერე ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე ფილ­მი და და­ვი­წყე თურ­ქუ­ლის შეს­წავ­ლა. ამ ასაკ­ში თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი და ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი არა­ბუ­ლით. ორი­ვე ენას, თურ­ქე­თი­სა და არა­ბე­თის ის­ტო­რი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სო­რე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ. ამის შემ­დეგ გა­მო­მიჩ­ნდა სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ალ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის" პრო­დუ­სერ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა. ამას და­ვა­მა­ტე ეს­პა­ნუ­რი, იტა­ლი­უ­რი და სომ­ხუ­რი," - იხ­სე­ნებს და­ვი­თი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

თითო ენის შეს­წავ­ლას ერ­თი­დან ორ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რამ­დე დრო დას­ჭირ­და, და­ვით­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თდრო­უ­ლად არ შე­ის­წავ­ლა, არა­მედ პე­რი­ო­დუ­ლად აით­ვი­სა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის მცოდ­ნე­თა რა­ო­დე­ნო­ბა არც ისე დი­დია, ამი­ტომ პა­ტა­რა პო­ლიგ­ლოტს სამ­სა­ხუ­რი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე თურ­ქულ და არა­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში გა­მო­უჩ­ნდა. მათ­თვის ის სე­რი­ა­ლებ­სა და ფილ­მებს თარ­გმნის, ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქტს ტე­ლე­ვი­ზი­ებს სთა­ვა­ზობს.

"ვთა­ნამ­შრომ­ლობ ისეთ კომ­პა­ნი­ებ­თან რო­გო­რი­აა Times Production-ი, Ay Yapim-ი, Pastel Film-ი, Es Film-ი და სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­თან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლებ­ზეც ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი გა­დის. იმ კომ­პა­ნი­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტი, რო­მელ­თა თა­ნამ­შრო­მე­ლიც მე ვარ, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია, ამი­ტომ დამ­პირ­დნენ, რომ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ - მაქვს ოც­ნე­ბა, რომ პო­ე­მა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ეკ­რა­ნი­ზა­ცია გა­ვა­კე­თო და მრა­ვალ­სე­რი­ან ფილ­მად გა­და­ვი­ღო. ჩვენ­თან რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი, მინ­და, რომ თუნ­დაც თურ­ქებ­საც შევ­თა­ვა­ზო ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი. კომ­პა­ნი­ე­ბი დამ­პირ­დნენ, რომ სრულ­წლო­ვა­ნი როცა გავ­ხდე­ბი, და­მა­ფი­ნან­სე­ბენ და სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბი­ან. რად­გან "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უკვე მივ­მარ­თეთ," - აღ­ნიშ­ნავს 15 წლის და­ვით ჯი­ჯი­ეშ­ვი­ლი.

მა­ნამ­დე კი, მისი თქმით, იგეგ­მე­ბა სე­რი­ალ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის" მომ­დევ­ნო სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა, რო­მელ­შიც შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა და­ვით­საც შეს­თა­ვა­ზეს.

"მე კომ­პა­ნი­ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის წევ­რი ვარ, ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და­დი­ა­ნე­ბი­სა და გუ­რი­ე­ლის დი­ნას­ტია, რაც ნამ­დვი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ის.

და­ვითს ცნო­ბი­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი უცხო ენე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს უსას­ყიდ­ლოდ უტა­რებ­დნენ. მან ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა ნიკო მა­რის შთა­მო­მა­ვალ­თან, პე­და­გოგ ელე­ნე მა­რის­თან, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობს. რო­გორც ახალ­გაზ­რდა პო­ლიგ­ლო­ტი აღ­ნიშ­ნავს, აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ სურს, რომ მის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­კე­თე უკან და­აბ­რუ­ნოს და 25 მოს­წავ­ლეს თა­ვად ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ამე­ცა­დი­ნებს.

"ისი­ნი აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბით ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ახლა არა­ბეთ­შია თარ­ჯიმ­ნად წა­სუ­ლი, მე­ო­რე თურ­ქულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავს," - დას­ძენს და­ვი­თი, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა სურ­და, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტა, რომ აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს.

"აზრს არ შე­ვიც­ვლი, ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბაა. ახლა ია­პო­ნუ­რის სწავ­ლა და­ვი­წყე. მო­მა­ვალ­ში კი მინ­და, უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ენა - ხე­თუ­რი შე­ვის­წავ­ლო, ასე­ვე 24 ეგ­ვიპ­ტუ­რი იე­როგ­ლი­ფის წა­კი­თხვა უკვე შე­მიძ­ლია, მა­ინ­ტე­რე­სებს ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­აც და მინ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მი­ვი­ღო გა­ნათ­ლე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჯი­ჯი­ეშ­ვი­ლი.

15 წლის პო­ლიგ­ლო­ტი გვი­ამ­ბობს, რომ ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ბუ­ლი ენი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად მი­იწ­ვი­ეს, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში მამა და­ე­ღუ­პა, ამი­ტომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა. "მა­შინ ამის გან­წყო­ბა არ მქონ­და, მაგ­რამ ახლა თუ მექ­ნე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უარს არ ვი­ტყვი. დე­და­ჩე­მი ოზურ­გეთ­ში და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა ახლა ის­რა­ელ­შია და გარ­კვე­ულ­წი­ლად მის საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი. მყავს 28 წლის ძმაც," - აღ­ნიშ­ნავს და­ვი­თი.

აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რი­თა და ენე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი და­ვით ჯი­ჯი­ეშ­ვი­ლი 6 ენა­ზე სა­უბ­რობს და გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს, ამ­ბობს, რომ დიდი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს და­სა­ხუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად სურს, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­სა და კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში გა­იც­ნონ, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გაიცანით 15 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი, რომელიც 6 ენაზე საუბრობს და ცნობილ სერიალებს თარგმნის

გაიცანით 15 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი, რომელიც 6 ენაზე საუბრობს და ცნობილ სერიალებს თარგმნის

ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა უკვე ექვს ენაზე - თურქულად, არაბულად, ირანულად, იტალიურად, ესპანურად და სომხურად გამართულად საუბრობს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა აბიტურიენტებს აღმოსავლურ ენებში ამეცადინებს და ტელემაყურებლისთვის კარგად ნაცნობ თურქულ და არაბულ სერიალებს თარგმნის - ეს დავით ჯიჯიეშვილია, პატარა პოლიგლოტი, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს.

ენების შესწავლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო, 12 წლის უკვე თურქულ ენაზე იმდენად გამართულად საუბრობდა, რომ საქართველოში პოპულარული თურქული სერიალის - "დიდებული საუკუნის" სოციალურ ქსელების ანგარიშებს, Youtube არხსა და ვებ-გვერდს მართავდა, შემდეგ კი Canal 13-ისთვის სერიალ "ქოსემ სულთანის" შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ასე დაიწყო მისი კარიერა, ენების შესწავლისადმი ინტერესი კი კიდევ უფრო გაუძლიერდა.

"8 წლის ვიყავი, როდესაც საკაბელო ტელევიზიის ყურებისას, სადაც თურქულ და არაბულ სერიალებს უჩვენებდნენ, დავინტერესდი ენებით, რომლებზეც გმირები საუბრობდნენ, მერე ვნახე რამდენიმე ფილმი და დავიწყე თურქულის შესწავლა. ამ ასაკში თბილისში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, შემდეგ დავინტერესდი არაბულით. ორივე ენას, თურქეთისა და არაბეთის ისტორიას არაჩვეულებრივი პროფესორები მასწავლიდნენ. ამის შემდეგ გამომიჩნდა სამსახური, რომელიც საქართველოში სერიალ "დიდებული საუკუნის" პროდუსერმა შემომთავაზა. ამას დავამატე ესპანური, იტალიური და სომხური," - იხსენებს დავითი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თითო ენის შესწავლას ერთიდან ორწელიწადნახევრამდე დრო დასჭირდა, დავითმა ყველა მათგანი ერთდროულად არ შეისწავლა, არამედ პერიოდულად აითვისა. ჩვენს ქვეყანაში აღმოსავლური ენების მცოდნეთა რაოდენობა არც ისე დიდია, ამიტომ პატარა პოლიგლოტს სამსახური ერთდროულად რამდენიმე თურქულ და არაბულ კომპანიაში გამოუჩნდა. მათთვის ის სერიალებსა და ფილმებს თარგმნის, ამავდროულად აღნიშნულ პროდუქტს ტელევიზიებს სთავაზობს.

"ვთანამშრომლობ ისეთ კომპანიებთან როგორიაა Times Production-ი, Ay Yapim-ი, Pastel Film-ი, Es Film-ი და სხვადასხვა ტელეკომპანიებთან, მათ შორის საქართველოში, რომლებზეც ცნობილი თურქული სერიალები გადის. იმ კომპანიების ბიუჯეტი, რომელთა თანამშრომელიც მე ვარ, საკმაოდ სოლიდურია, ამიტომ დამპირდნენ, რომ ოცნების ასრულებაში დამეხმარებოდნენ - მაქვს ოცნება, რომ პოემა "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია გავაკეთო და მრავალსერიან ფილმად გადავიღო. ჩვენთან რომ ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები, მინდა, რომ თუნდაც თურქებსაც შევთავაზო ქართული სერიალი. კომპანიები დამპირდნენ, რომ სრულწლოვანი როცა გავხდები, დამაფინანსებენ და სერიალის გადაღებაში დამეხმარებიან. რადგან "ვეფხისტყაოსანი" კულტურული ძეგლია, მისი გამოყენების უფლების მისაღებად კულტურის სამინისტროს უკვე მივმართეთ," - აღნიშნავს 15 წლის დავით ჯიჯიეშვილი.

მანამდე კი, მისი თქმით, იგეგმება სერიალ "დიდებული საუკუნის" მომდევნო სეზონის გადაღება, რომელშიც შესაძლოა, ქართველი გმირებიც გამოჩნდნენ, როლის შესრულება დავითსაც შესთავაზეს.

"მე კომპანიის შემოქმედებითი გუნდის წევრი ვარ, ამიტომ სავარაუდოდ, სერიალში მონაწილეობას არ მივიღებ, თუმცა სავარაუდოდ, გამოჩნდებიან დადიანებისა და გურიელის დინასტია, რაც ნამდვილად წარმოუდგენელი და საინტერესო იქნება," - აღნიშნავს ის.

დავითს ცნობილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უცხო ენების გაკვეთილებს უსასყიდლოდ უტარებდნენ. მან ქართული ენა და ლიტერატურაც საფუძვლიანად შეისწავლა ნიკო მარის შთამომავალთან, პედაგოგ ელენე მარისთან, რითაც ძალიან ამაყობს. როგორც ახალგაზრდა პოლიგლოტი აღნიშნავს, აღმოსავლური ენების შესწავლა მასწავლებლების დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია, ამიტომ სურს, რომ მის მიმართ გამოჩენილი სიკეთე უკან დააბრუნოს და 25 მოსწავლეს თავად ანაზღაურების გარეშე ამეცადინებს.

"ისინი აღმოსავლური ენებით ძალიან დაინტერესებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი ახლა არაბეთშია თარჯიმნად წასული, მეორე თურქულ კომპანიაში მუშაობს. არაჩვეულებრივი და ძალიან მოტივირებული მოსწავლეები მყავს," - დასძენს დავითი, რომელსაც თავდაპირველად, ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთმცოდნის პროფესიას დაეუფლოს.

"აზრს არ შევიცვლი, ჩემი მომავალი პროფესია აღმოსავლეთმცოდნეობაა. ახლა იაპონურის სწავლა დავიწყე. მომავალში კი მინდა, უძველესი ცივილიზაციის ენა - ხეთური შევისწავლო, ასევე 24 ეგვიპტური იეროგლიფის წაკითხვა უკვე შემიძლია, მაინტერესებს ეგვიპტოლოგიაც და მინდა, ამ მიმართულებითაც მივიღო განათლება," - აღნიშნავს დავით ჯიჯიეშვილი.

15 წლის პოლიგლოტი გვიამბობს, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში არაბული ენისა და ისტორიის შესახებ ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, თუმცა იმ პერიოდში მამა დაეღუპა, ამიტომ შემოთავაზებაზე უარი თქვა. "მაშინ ამის განწყობა არ მქონდა, მაგრამ ახლა თუ მექნება შემოთავაზება უარს არ ვიტყვი. დედაჩემი ოზურგეთში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, თუმცა ახლა ისრაელშია და გარკვეულწილად მის საქმიანობას ვეწევი. მყავს 28 წლის ძმაც," - აღნიშნავს დავითი.

აღმოსავლური კულტურითა და ენებით დაინტერესებული თინეიჯერი დავით ჯიჯიეშვილი 6 ენაზე საუბრობს და გაჩერებას არ აპირებს, ამბობს, რომ დიდი სამომავლო გეგმები აქვს დასახული. თავდაპირველად სურს, საკუთარ ქვეყანასა და კუთხეში, გურიაში გაიცნონ, შემდეგ კი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

ბათუმში, კორონავირუსული ინფექციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა - რა განაცხადეს კლინიკაში?