პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი
რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი

ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და ღა­მის კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გი­რაო სა­მარ­თლი­ა­ნად შე­უ­ფარ­და.

რო­გორც თა­მაზ ქვლი­ვი­ძის ად­ვო­კატ­მა ზაზა მეს­ხმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლო­ზე თავი დამ­ნა­შა­ვედ სცნო. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენ­ტის მი­ზეზს, რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი ღა­მის კლუბ­ში არ­შეშ­ვე­ბის გამო და­ი­წყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვლი­ვი­ძის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ჭრი­ლო­ბებს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ერთ-ერთ და­ზა­რა­ლე­ბულს მა­შინ მი­ად­გა, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და­ნის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­დნენ.

"რო­გორც თა­ვად მი­თხრა, იყო ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამი­ტომ მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი. ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი არ აქვს. დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და და სა­სა­მარ­თლო­ზე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. გად­მო­ცე­მით ვიცი და მას­თან პი­რა­დი სა­უბ­რით, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ არ შე­უშ­ვეს კლუბ­ში. ეს ბა­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვი გახ­და ასე­თი დიდი გან­ხილ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. არ მაქვს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის თან­ხმო­ბის გა­რე­შე რა­ი­მეს გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, მის მი­მართ ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა მეს­ხმა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­წყე­ბუ­ლი გან­ხილ­ვე­ბი სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აშ­კა­რა ჩა­რე­ვაა.

"მით­ქმა-მოთ­ქმა რომ არის და ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი კეთ­დე­ბა, ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ უნდა ჩა­ე­რიო სა­სა­მარ­თლოს მუ­შა­ო­ბა­ში. აშ­კა­რა ზე­მოქ­მე­დე­ბაა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე. სა­სა­მარ­თლომ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა. თუ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა, შე­უძ­ლია გა­ა­სა­ჩივ­როს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­სა­ჩივ­რა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხვალ არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და გა­და­წყვეტს სა­სა­მარ­თლო, სწო­რი იყო პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ არა. მე ვთვლი, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იყო", - გა­ნა­ცხა­და ზაზა მეს­ხმა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "აფექ­ტში მოხ­და, დაც­ვე­ბი იცით თქვენც წე­სი­ე­რად რომ არ იქ­ცე­ვი­ან" - რას ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის შვილ­მა "ბა­სი­ან­ში" 3 პირი დაჭ­რა

ად­ვო­კა­ტის თქმით, მან ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის 20 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს 30 ათა­სის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"საქ­მე­ზე მი­დის ძი­ე­ბა. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მუხ­ლია მძი­მე, რო­მე­ლიც ბრა­ლად აქვს შე­რა­ცხუ­ლი, თუმ­ცა ჯერ არ არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. გა­სარ­კვე­ვია ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, თუ რამ გა­მო­იწ­ვია და რო­გორ მოხ­და ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა. არც ერთი ჭრი­ლო­ბა არ არის შე­მა­ვა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვა­რა­უ­დია, რომ მას უფრო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა უნ­დო­და, ეს ფაქ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს გა­მო­რი­ცხავს", - აღ­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

წა­ი­კი­თხეთ:

"ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლით და­ი­ჭი­რა..." - რას ყვე­ბა "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სი სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ზე

"დღეს სის­ტე­მა მკვლე­ლებს გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლებს!" - რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­ში, 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი

რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი

ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო სამართლიანად შეუფარდა.

როგორც თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბრალდებული თავდაპირველად დუმილის უფლებას იყენებდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოზე თავი დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება ინციდენტის მიზეზს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყველაფერი ღამის კლუბში არშეშვების გამო დაიწყო.

რაც შეეხება ქვლივიძის მიერ დაზარალებულებისთვის მიყენებულ ჭრილობებს, ადვოკატის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება, ერთ-ერთ დაზარალებულს მაშინ მიადგა, როდესაც ბრალდებულისთვის დანის წართმევას ცდილობდნენ.

"როგორც თავად მითხრა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ამიტომ მოხდა ეს ინციდენტი. ჩვენება მიცემული არ აქვს. დუმილის უფლებას იყენებდა და სასამართლოზე აღიარა დანაშაული. გადმოცემით ვიცი და მასთან პირადი საუბრით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ არ შეუშვეს კლუბში. ეს ბანალური ამბავი გახდა ასეთი დიდი განხილვის საფუძველი. არ მაქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობის გარეშე რაიმეს გაჟღერების უფლება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მის მიმართ ყოფილიყო როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა", - განაცხადა ზაზა მესხმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებაზე დაწყებული განხილვები სასამართლოს საქმიანობაში აშკარა ჩარევაა.

"მითქმა-მოთქმა რომ არის და ასეთი კომენტარები კეთდება, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაერიო სასამართლოს მუშაობაში. აშკარა ზემოქმედებაა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე. სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ ვინმე არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს კანონის მიხედვით. პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. ხვალ არის ჩანიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტს სასამართლო, სწორი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუ არა. მე ვთვლი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო", - განაცხადა ზაზა მესხმა.

იხილეთ ვიდეო: "აფექტში მოხდა, დაცვები იცით თქვენც წესიერად რომ არ იქცევიან" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის შვილმა "ბასიანში" 3 პირი დაჭრა

ადვოკატის თქმით, მან ბრალდებულისთვის 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს 30 ათასის გადახდა დააკისრა.

"საქმეზე მიდის ძიება. მხოლოდ ერთადერთი მუხლია მძიმე, რომელიც ბრალად აქვს შერაცხული, თუმცა ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები. გასარკვევია ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რამ გამოიწვია და როგორ მოხდა ამ დაზიანებების მიყენება. არც ერთი ჭრილობა არ არის შემავალი და შესაბამისად, თუ ვარაუდია, რომ მას უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება უნდოდა, ეს ფაქტი ამ ყველაფერს გამორიცხავს", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

წაიკითხეთ:

"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ