პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება
უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

ჩუ­ტყვა­ვი­ლა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ციკ­ლუ­რად მა­ტუ­ლობს და მისი შემ­თხვე­ვე­ბი ზამ­თრის სე­ზონ­ზე ყო­ველ­თვის ბევ­რია.

და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­აა, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გეგ­მი­უ­რი აც­რე­ბის სი­ა­ში არ შე­დის და ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა სხვა­დას­ხვა კერ­ძო კლი­ნი­კა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვაქ­ცი­ნა საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს - კლი­ნი­კე­ბის ნა­წილ­ში მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 ლა­რია.

რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ ბავ­შვს, თუ ჩუ­ტყვა­ვი­ლა­თი და­ა­ვად­დე­ბა, უნდა ვა­ბა­ნა­ოთ თუ არა ყო­ველ­დღი­უ­რად და გა­ვა­სე­ირ­ნოთ თუ არა ეზო­ში - AMBEBI.GE-ს კი­თხვებს პე­დი­ატრმა, ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა თი­ნა­თინ ქო­რი­ძემ უპა­სუ­ხა:

"კა­ნის და პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნა არის უმ­თავ­რე­სი. ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვა­ბა­ნა­ოთ, თუმ­ცა არა ღრუბ­ლით, რომ გა­მო­ნა­ყა­რი მე­ქა­ნი­კუ­რად არ და­ვა­ზი­ა­ნოთ. ბავ­შვს უნდა გა­და­ვავ­ლოთ ქა­ფი­ა­ნი წყა­ლი და შემ­დეგ წყლით მო­ვა­შო­როთ ქაფი, თუმ­ცა არა შხა­პის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­მედ - ტოლ­ჩით და­ვას­ხათ წყა­ლი, რომ ბუშ­ტუ­კე­ბი არ და­ზი­ან­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ნა­ყარს - ბუშ­ტუ­კე­ბი, ანუ შიგ­თავ­სი­ა­ნი, სი­თხი­ა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი უნდა და­ვა­მუ­შა­ვოთ ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნით. მხო­ლოდ ბუშ­ტუ­კი და არა თვი­თონ პირ­ვე­ლა­დი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც სი­წით­ლის სა­ხით ჩნდე­ბა კან­ზე.

მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ გა­მო­ნა­ყა­რი არ მო­ი­ქა­ვოს ბავ­შვმა, ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით უნდა მივ­ცეთ სა­ჭი­რო და­სამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა შე­ვამ­ცი­როთ," - ამ­ბობს თი­ნა­თინ ქო­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბას, პე­დი­ატ­რი აცხა­დებს, რომ მისი გა­რეთ გაყ­ვა­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

"პირ­ვე­ლი 7 დღე, რო­დე­საც გა­მო­ნა­ყა­რის აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის. რო­გორც კი შე­წყდე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი, და­ა­ვა­დე­ბა მის­გან აღა­რა­ვის გა­და­ე­დე­ბა, თუმ­ცა ახლა უკვე თა­ვად ბავ­შვის­თვის წარ­მო­ად­გენს ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი საფრ­თხეს, რად­გან იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტე­ბუ­ლი აქვს და სხვა ტი­პის ვირუ­სის თან­დარ­თვა შე­საძ­ლოა, მოხ­დეს", - გან­მარ­ტავს პე­დი­ატ­რი.

ჩუ­ტყვა­ვი­ლას ჰერ­პეს ზოს­ტე­რის ვირუ­სი იწ­ვევს. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როა ჩუ­ტყვა­ვი­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ნა­ყა­რის და­წყე­ბამ­დე 2 დღით ადრე და გა­მო­ნა­ყა­რი­დან 5-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 7-21 დღეა. ინ­ფექ­ცია გა­და­ე­ცე­მა რო­გორც ჰა­ე­რით (და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კის, ხვე­ლის, ცხვი­რის და­ცე­მი­ნე­ბი­სას გა­რე­მო­ში გა­მო­ყოფს უმ­ცი­რეს წვე­თებს, მას­ში არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი კი ჩა­სუნ­თქულ ჰა­ერ­თან ერ­თად ხვდე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში) ისე კონ­ტაქ­ტუ­რი (ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გენს და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ნახ­მა­რი ჭურ­ჭე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი) გზით.

თი­ნა­თინ კა­კი­აშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

ავტორი:

უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ციკლურად მატულობს და მისი შემთხვევები ზამთრის სეზონზე ყოველთვის ბევრია.

დაავადების თავიდან არიდების საუკეთესო პრევენცია ვაქცინაციაა, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გეგმიური აცრების სიაში არ შედის და ვაქცინის შეძენა სხვადასხვა კერძო კლინიკაშია შესაძლებელი. ვაქცინა საკმაოდ ძვირი ღირს - კლინიკების ნაწილში მისი ღირებულება 200 ლარია.

როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს, თუ ჩუტყვავილათი დაავადდება, უნდა ვაბანაოთ თუ არა ყოველდღიურად და გავასეირნოთ თუ არა ეზოში - AMBEBI.GE-ს კითხვებს პედიატრმა, ექიმმა-ინფექციონისტმა თინათინ ქორიძემ უპასუხა:

"კანის და პირის ღრუს ჰიგიენა არის უმთავრესი. ბავშვი აუცილებლად უნდა ვაბანაოთ, თუმცა არა ღრუბლით, რომ გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ. ბავშვს უნდა გადავავლოთ ქაფიანი წყალი და შემდეგ წყლით მოვაშოროთ ქაფი, თუმცა არა შხაპის საშუალებით, არამედ - ტოლჩით დავასხათ წყალი, რომ ბუშტუკები არ დაზიანდეს.

რაც შეეხება გამონაყარს - ბუშტუკები, ანუ შიგთავსიანი, სითხიანი გამონაყარი უნდა დავამუშავოთ ბრილიანტის მწვანით. მხოლოდ ბუშტუკი და არა თვითონ პირველადი ელემენტი, რომელიც სიწითლის სახით ჩნდება კანზე.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამონაყარი არ მოიქავოს ბავშვმა, ექიმის რეკომენდაციით უნდა მივცეთ საჭირო დასამშვიდებელი საშუალებები, რომ ქავილის შეგრძნება შევამციროთ," - ამბობს თინათინ ქორიძე.

რაც შეეხება ჩუტყვავილათი დაავადებული ბავშვის ჰაერზე გასეირნებას, პედიატრი აცხადებს, რომ მისი გარეთ გაყვანა კატეგორიულად არ შეიძლება.

"პირველი 7 დღე, როდესაც გამონაყარის აქტიური პერიოდია, ეპიდემიოლოგიურად საშიშროებას წარმოადგენს გარშემომყოფთათვის. როგორც კი შეწყდება გამონაყარი, დაავადება მისგან აღარავის გადაედება, თუმცა ახლა უკვე თავად ბავშვისთვის წარმოადგენს ხალხმრავალი ადგილები საფრთხეს, რადგან იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და სხვა ტიპის ვირუსის თანდართვა შესაძლოა, მოხდეს", - განმარტავს პედიატრი.

ჩუტყვავილას ჰერპეს ზოსტერის ვირუსი იწვევს. ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 5-7 დღის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 7-21 დღეა. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერით (დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში) ისე კონტაქტური (ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებულის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები) გზით.

თინათინ კაკიაშვილი, AMBEBI.GE

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

შეხვდა თუ არა ივანიშვილი ვასაძეს - უმრავლესობის წევრების კომენტარები

„თბილისი ენერჯი“ : სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან