თბილისში ცნობილი ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძის გირაოთი გათავისუფლებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები სახელმწიფო სისტემის, მართლმსაჯულების ხარვეზებზე საუბრობენ და წერენ, რომ სასამართლო პოტენციურ მკვლელებს ათავისუფლებს.
მოქალაქეები ორმაგ სტანდარტებზეც მიუთითებენ და ამბობენ, რომ ერთის მხრივ, პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გირაო შეუფარდეს და ასევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ 27 წლის თამაზ ქვლივიძე, რომელმაც დანით სადისტური ჭრილობები მიაყენა სამ ადამიანს, მათ შორის სამართალდამცველს - დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს.
ინტერნეტმომხმარებლების კომენტარები "ფეისბუქიდან"
დავით ბალიაშვილი: "პოტენციური მკვლელი სვაბოდაზე, არაადეკვატურობის ზეიმი ქვეყანაში!!!"
მაია მესტუმრე: "როცა ელიტურ ოჯახს ეხება საქმე მაშინ პოლიციას პოლიცია კიდია.. მთავარია პოეტმა არ შეაგინოს და ვინმე ფულიანი მამიკოს შვილმა მოკლას თუნდაც, რა პრობლემაა"
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი: ქართული სამართალი მოწოდების სიმაღლეზე!
ლევან ბერძენიშვილი: "ეს მასტი ჩასვით ციხეში და ცხვირი არ გამოაყოფინოთ იქიდან, სანამ არ მოიხდის საჯსელს. დაიწყეთ გამოძიება მოსამართლის მოსყიდვის ფაქტზე და დასაჯეთ მომსყიდველებიც და მოსყიდული მოსამართლეც!!!! ექსტაზის დალევისთვის 9 წელს რომ უსჯით, მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს სად უშვებთ?!
გიორგი კიკონიშვილი: "თავისუფალი სასამართლო? ღირსეული მუნდირი? უსაფრთხო ქვეყანა? კანონის წინაშე [ახლა უკვე] ყველა თანასწორია? ხვდებით ხომ, რასთან/ვისთან გვაქვს საქმე ყველას და რომ აღარასდროს ეს "ბეზპრიდელი-მხედრიონი" არ სრულდება ამ ქვეყანაში?"
ზვიად ელიზიანი: "ზვიად რატიანზე ერთი ამბავი ატყდა პოლიციელების შეურაცხყოფაო და ა.შ..... ვიღაც (როგორც ჩანს გავლენების მქონე ოჯახი) ახალგაზრდამ - კლუბის დაცვა, პოლიციელი დაჩეხა და გირაოთი (30,000 ლარი) გაუშვეს... მილიონს თუ გადაიხდი ალბათ პოლიციის უფროსიც რომ დაჭრა გაგიშვებენ...
რუსკა ცხადაია: ბევრი აპროტესტებდა ბასიანის მკაცრ ფეის კონტროლს და ვერიფიკაციის სისტემას. თუმცა იმედია ამის შემდეგ შეგვეცვლება აზრი. ამ დაცვის ბიჭების გამო 13 იანვარს შიგნით გადარჩნენ ადამიანები, ამ ბიჭების გამო ვართ მთელი ღამე დაცულები, ამ ბიჭების გამო გვაქვს გამოხატვის თავისუფლება! სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით სისტემაზე, რომელსაც პირდაპირ ევალება ჩვენი უსაფრთხოება. დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს. დღეს სისტემა 8 წლით გიშვებს გისოსებს მიღმა 0.0000000001 გრამი მსუბუქი ნარკოტიკისთვის. სისტემა არ დანგრეულა!
დაცვის წევრ ზვიად მესხს თავზე უმძიმესი ჭრილობა აქვს
ელენე კახნიაშვილი: თავიდანვე არასწორად დაკვალიფიცირებული ქმედება, რომელსაც ასეთი სამარცხვინო გაგრძელება მოყვა! სირცხვილია, სად არის ჩვენი "სამართლიანი სასამართლო" და ეს არის "მოსამართლის შინაგანი რწმენა"?!
27 წლის ბრალდებულს, ბრალი სამი მუხლით წარედგინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. AMBEBI.GE-ზე განთავსებულ სტატიას, რომელშიც იდენტიფიცირებული იყო ბრალდებული პირის ვინაობა, ჩვენი მკითხველის გამოხმაურება და საკითხისადმი კრიტიკული კომენტარები მოჰყვა:
AMBEBI.GE-ს მკითხველის კომენტარები:
"ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას ასეთი შეფასებისთვის მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი შეხედულება: ქვეყანა ერთ დიდ სასაქონლო ბოინს დაემსგავსა. კანონმორჩილი ადამიანი გაორებული და გაოგნებულია, შეურაცყოფაზე მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწიოს თუ ბოდიში მოუხადოს. შექმნილ კრიმინალურ ვითარებას ისეთ მსუბუქ ფერებში შეაფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატები თვალს არ დაახამხამებენ";
"აბა პატრონი არ ყოლოდა და ფული არ ქონოდა 2-თვიანს პირდაპირ გამოუტანდა. კაროჩე ჩვენ მთავრობასთანაც შეიძლება მოლაპარაკება, ფული ჯოჯოხეთს ანათებს რა, ბუსუსიანი პრეზერვატივების განხილვის ნაცვლად ეს კანონი უნდა განგეხილათ და გაგეუქმებინათ პარლამენტში. ინდულგენციაა ფაქტობრივად. ახლა ისეთი დრო მოვიდა ტელეფონი რომ გეჭირება შეიძლება ტყვია მოგხვდეს შუბლში ამისთვის და პატრული ან სპეცრაზმელი იტყვის ხელყუმბარა მეგონა რომ ეჭირაო, რა გახდა ამდენი საძიებელი, უქნარები და უუნაროები არიან, კაცი არ გამოჩნდა ამდენი ხანია რომ რაღაც თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. მოდით ნურავის დავსჯით და პირობას გაძლევთ მომავალ წელს ეროვნული ბანკის საცავიც გაიძარცვება და თავად საჩხერეშიც ჩააკითხავენ. ახლა მეცოცხესაც ჩამოიყვანენ, მოიხდის 3 წელს, ამასობაში ისე შეგვაძულებენ ესენი თავს რომ მომდევნო არჩევნებში ისევ მიშას აირჩევს ჩვენი ტელევიზიების მაყურებელი ბრბო. არაა ჩვენი საშველი და ვტირი მე";
"მობილური ტელეფონის მოპარვაზე 15 წელს უსჯიან, მკვლელობის მცდელობაზე კი არაფერს. მაგარი კანონები გვაქვს, ჭკვიანი ხალხის დაწერილი";
"მოსამართლე არის ჩვეულებრივი ქვეყნის მოღალატე და მექრთამე. არაა აუცილებელი კაცი მაინცდამაინც სხვა ქვეყნის ჯაშუში იყოს ან ფულის აღებისას დაიჭირონ. ღალატია როცა სამი კაცის დამჭრელს გირაოთი ათავისუფლებ და პოტენციურ მკვლელს ქუჩაში უშვებ. დავიჯეროთ სანდომიანი ლამაზი თვალების გამო? გონივრული ეჭვი ჩნდება ბიზნესმენი მამიკოს მიმართ ანგარებასთან გვაქვს საქმე. სამართლიანობა საქართველოში ჩირის ფასია და კიდევ მიმაჩნია როდესაც პოლიციელის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავე ძალადობს კანონის შესაბამისად მაგრამ უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური შესაძლებობისა";
"მამამისი გოგია თოფაძის პარტნიორია და შედეგიც სახეზეა! ისე რამდენიმე თვით რომ წასულიყო ციხეში ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც მიიღებდა! არამგონია პოლიციელების დაჭრა შერჩეს, თან შარიანი კაცი თუა მითუმეტეს! აქ როგორც ვატყობ ველური დასავლეთის პრინციპები მოქმედებს, ვინ ვის დაასწრებს თემაა!";
"როგორც ვნახეთ, ქრთამზე აღარ იჭერენ.... ახლა უკვე ვნახეთ, რომ მკვლელობის მცდელობაზე და განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებაზეც აღარ იჭერენ... გეკითხებით ხალხო, რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვცდილობთ უკეთესი მომავლის იმედით პატიოსნად ვიცხოვროთ?
როგორ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში?";
"მოსამართლეების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს როგორმე. არ ვიცი, იქნებ ძალიან მიამიტი იდეაა, მაგრამ ეგ ტიპი კიდევ რომ ჩაიდენს დანაშაულს (რასაც დარწმუნებული ვარ რომ იზამს) მაგ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომ ცოტა დაფიქრდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებზე";
"ესენი ისე არიან აღლიცინებულები, მალე პირველი ღამის უფლების მინიჭებაზე წინადადებას შეიტანენ პარლამენტში დასამტკივცებლად და პარლამენტიც დაამტკიცებს. არ მეგონა საქართველოში თუ მოიძებნებოდა ძალა, რომელიც მიშას მობრუნებას შეძლებდა, მაგრამ ესენი დიდი წარმატებით ახორციელებენ ამ მისიას";
"იმედია აპელაცია შეცვლის აღმკვეთს და პატიმრობას შეუფარდებს. მოსამართლე კი მართლა გვერდით უნდა მიუჯინო";
"ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამ ტერიტორიას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არ ქვია ქვეყანა. იმ ადამიანებს ვისაც ვითომ ამ ქვეყნის მართვა ევალებათ ეწოდება პრივილიგებული, ფულიანი, ტრაკიანი, ბლატნოი და ცნობადი სასტავის ხუშტურების დამაყმაყოფილებელი";
"მიშას დრო რო ყოფილიყო იქვე მოკლავდა ამ არაადამიანს ის პოლიციელი და მართალიც იქნებოდა. დაჩაგრული პოლიციელები რომ გყავთ და კრიმინალი რომ ბლატაობს, ეს მოგვიტანა ბიძინამ. მიშას დროს დიდი ხნით გამოკეტავდნენ ამას ციხეში და მის ფულიან მამიკოსაც კარგად დაფერთხავდნენ. ეს იქნებოდა სამართლიანობა და არა ეს მარაზმი რასაც დღეს ვუყურებთ"; - წერენ AMBEBI.GE-ს მკითხველები სტატიის კომენტარებში.
შეგახსენებთ, 27 წლის თამაზ ქვლივიძე, რომელმაც კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირი დაჭრა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, 15 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.