ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების, ხელოვანთა და მშველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, ჭაბუა ამირეჯიბის და ნინო რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 337 აბონენტს მცხეთაში აღმაშენებლის, მუხრანის, გამარჯვების, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წიწარმურში და წეროვანში. 14:00-დან 15:30 საათამდე - თბილისში გლდანი VII მ/რ, გლდანის II მასივის ტერიტორიაზე, გიორგიწმინდაში, სოფელ გლდანში და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 337 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, დოლასქედი, ბუჩაანი, გვრიტო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.