პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა მე­ო­რე ვა­ჟის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. პა­ტა­რა თომა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­ი­ბა­და. ახალ­შო­ბი­ლი 2.950 კგ-ს იწო­ნის. დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

ვა­ჟის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან შე­ა­ტყო­ბი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ებს.

"და­ი­ბა­და თომა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი" - ვკი­თხუ­ლობთ პრე­ზი­დენ­ტის ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში, რო­მელ­საც ასო­ბით მი­ლოც­ვა მოჰ­ყვა.

პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი აქამ­დე არ ამ­ხელ­და შვი­ლის სა­ხელს, მაკა ჩი­ჩუ­ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ინ­ტრვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ჭის სა­ხე­ლი შერ­ჩე­უ­ლი ჰქონ­დათ, თუმ­ცა სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ:

"შევ­ჩერ­დით ერთ სა­ხელ­ზე, მაგ­რამ არ გე­ტყვით, იყოს სი­ურპრი­ზი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი სა­ხე­ლია, რომ თე­მოს უხ­დე­ბა. თემო ძა­ლი­ან და­გეგ­მი­ლი ბავ­შვი იყო, ვე­ლო­დე­ბო­დით, 2 თვე ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოგ­ვე­ცხა­და... 3 თვი­სამ გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი... ჩვენ­თვის სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია" - ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლი ლედი.

მაკა ჩი­ჩუ­ა­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის თომა მე­ო­რე სა­ერ­თო შვი­ლია. მათი პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ვაჟი თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უკვე სამი წლი­საა, წყვილს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მაშო ჩი­ჩუა ჰყავთ.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარა თომა მარგველაშვილი რამდენიმე საათის წინ დაიბადა. ახალშობილი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ვაჟის დაბადების შესახებ პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან შეატყობინა მოქალაქეებს.

"დაიბადა თომა მარგველაშვილი" - ვკითხულობთ პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ პოსტში, რომელსაც ასობით მილოცვა მოჰყვა.

პრეზიდენტის ოჯახი აქამდე არ ამხელდა შვილის სახელს, მაკა ჩიჩუამ რამდენიმე თვის წინ ინტრვიუში აღნიშნა, რომ ბიჭის სახელი შერჩეული ჰქონდათ, თუმცა საიდუმლოდ ინახავდნენ:

"შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი... ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია" - ამბობდა ინტერვიუში პირველი ლედი.

მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი უკვე სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი