ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები

ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანზე" მომხდარი გარჩევის დეტალები

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

AMBEBI.GE "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის ახლობელს ესაუბრა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

"შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე მარტო არ იყო. ის კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს და გაუშვეს... თამაზ ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა, პოლიციელს დანა ხელით რომ არ დაეჭირა, ახლა 5 შვილის მამა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ახლა ის და სხვა დაშავებულებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - ამბობს მესხის ახლობელი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული 4 პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა

"პროსერვისი" საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა