პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა
პოლიციელისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

თბი­ლის­ში, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი პი­რის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 იან­ვარს ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ა.წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ პირს: ამა­ვე კლუ­ბის დაც­ვის უფ­როსს - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.მ.-ს, კლუ­ბის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ი.კ.-ს და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს - 1976 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ს.-ს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. თ.ქ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე (117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე (118-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის. სსკ-ის 117-ე მუხ­ლი სა­მი­დან ექვს წლამ­დე, 118-ე მუხ­ლი - ერ­თი­დან სამ წლამ­დე, ხოლო 353-ე მუხ­ლი ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პოლიციელისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

პოლიციელისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ