პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი," - რა გაითვალისწინა მოსამართლემ
"აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი," - რა გაითვალისწინა მოსამართლემ

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის ახა­ლი დას­კვნით, ოთარ აბე­სა­ძის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა მის მდგო­მა­რე­ო­ბას და­ამ­ძი­მებ­და.

რო­გორც აბე­სა­ძის ად­ვო­კატ­მა ლილი გე­ლაშ­ვილ­მა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დას­კვნა­ში აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა და ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა.

ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი – ოთარ აბე­სა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

"დას­კვნა­ში წე­რია, რომ აბე­სა­ძე არის მძი­მე ავად­მყო­ფი და მისი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა და­ამ­ძი­მებ­და მის მდგო­მა­რე­ო­ბას. კონ­კრე­ტულ ჩი­ვი­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ოთარ აბე­სა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ვის შემ­დეგ ვალ­დე­ბუ­ლია, სა­სა­მარ­თლოს პას­პორ­ტი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ჩა­ა­ბა­როს.

მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ი­ღო. აბე­სა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

აბე­სა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ და­ა­ყე­ნა. მან აბე­სა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლად ექ­სპერ­ტი­ზის ახა­ლი დას­კვნაც წა­რად­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი," - რა გაითვალისწინა მოსამართლემ

"აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი," - რა გაითვალისწინა მოსამართლემ

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის ახალი დასკვნით, ოთარ აბესაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მის მდგომარეობას დაამძიმებდა.

როგორც აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოსამართლემ გაითვალისწინა დასკვნაში აღწერილი ყველა გარემოება და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ემოციური კადრები – ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"დასკვნაში წერია, რომ აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა დაამძიმებდა მის მდგომარეობას. კონკრეტულ ჩივილებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ საუბარია საკმაოდ მძიმე დაავადებებზე", - განაცხადა გელაშვილმა.

ამასთან, ოთარ აბესაძე გათავისუფლევის შემდეგ ვალდებულია, სასამართლოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩააბაროს.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს