სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში
ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო­ე­ბი - კო­მი­სი­ე­ბი და საბ­ჭო­ე­ბი გა­უქ­მდა.

რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, ე.წ. ზო­ნა­ლუ­რი საბ­ჭო და სხვა 19 კო­მი­სია და საბ­ჭო გა­უქ­მდა. კო­მი­სი­ე­ბის და საბ­ჭო­ე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი კი მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს გა­და­უ­ნა­წილ­დათ. მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" გა­ი­მარ­თა.

ცვლი­ლე­ბე­ბი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს:

თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­ე­ყო­ფა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა იქ­ნე­ბა. რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი მხო­ლოდ სერ­ვი­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა გახ­დე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რად გარ­და­იქ­მნე­ბა. რე­ფორ­მის თა­ნახ­მად, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი - მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა, მწვა­ნე ლან­დშაფ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა და შე­სა­ბა­მი­სი და­გეგ­მა­რე­ბა, ტყის მარ­თვის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ახა­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის შექ­მნა, ქა­ლაქ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის ნარ­ჩე­ნე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბა­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი.

თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცია და­ე­მა­ტე­ბა. ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა და გა­ტა­რე­ბა, ასე­ვე, ურ­ბა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, გა­ტა­რე­ბა­სა და ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, ორი სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი გა­ერ­თი­ან­დე­ბა. რო­გორც დღეს გა­მარ­თუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გახ­და ცნო­ბი­ლი, რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. კერ­ძოდ, კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი და გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის და სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რად.

ამას­თან, მე­რი­ა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურს შე­ეც­ვა­ლა სა­ხელ­წო­დე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი გახ­და.

PR სამ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, მე­რი­ა­ში ახა­ლი ა(ა)იპ-ი "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო" იქ­მნე­ბა. რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­დან, გამ­გე­ო­ბე­ბი­დან, სსიპ-ები­დან, ა(ა)იპ-ები­დან და შპს-ები­დან მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­მო­ტა­ნა და მისი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბა ცალ­კე, ამ მიზ­ნით შექ­მნილ ახალ ა(ა)იპ-ში "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში

ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში

თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა.

რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები კი მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ. მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

ცვლილებები შემდეგში მდგომარეობს:

თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა. დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება, რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება. როგორც მერიაში განმარტავენ, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. რეფორმის თანახმად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები - მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე სივრცეების განვითარება და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა, ქალაქ მშენებლობის პროცესში მონაწილეობა იქნება.

ამასთან, დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ფუნქცია დაემატება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება. როგორც დღეს გამართული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, რეფორმის ფარგლებში განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება. კერძოდ, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ჩამოყალიბდება კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად.

ამასთან, მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.

PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო" იქმნება. რეფორმის ფარგლებში მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან მოხდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე, ამ მიზნით შექმნილ ახალ ა(ა)იპ-ში "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში".

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი