საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი
საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი

ხა­შუ­რის კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რის, თე­მურ მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წუ­ხელ 4 ახალ­გაზ­რდა შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც თე­მურ მძი­ნა­რაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მათ­გან ორს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა ბას­რი საგ­ნით დაჭ­რილ კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ისი­ნი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან. მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

"გვი­ან ღა­მით ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ 4 ახალ­გაზ­რდა შე­მო­იყ­ვა­ნა. ორ მათ­განს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ და მა­შინ­ვე გავ­წე­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 2 ახალ­გაზ­რდას, ორი­ვე მათ­გა­ნი ამ დრომ­დე სტა­ცი­ო­ნარ­ში რჩე­ბა. მათ­გან ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა. იგი წუ­ხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ას, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა მუც­ლის ღრუს არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის გამო გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მძი­ნა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფოს სტა­ცი­ო­ნარ­ში მყოფ ორი­ვე ახალ­გაზ­რდას სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"იმ პა­ცი­ენტს, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც ამ დრო­ის­თვის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და სტა­ბი­ლუ­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლე დრო­ში გავ­წერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან", - აღ­ნიშ­ნა მან.

ხა­შურ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი წუ­ხელ დაჭ­რეს. ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის კა­მა­თი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ორი­ვე დაჭ­რი­ლი სო­ფელ ოსი­ა­უ­რის სკო­ლის მე-12 კლა­სე­ლია.

ამას­თან, შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­ზარ­დე­ბის დაჭ­რა "სუფ­რა­ზე, არა­ფხი­ზელ მდგმა­რე­ო­ბა­ში მყოფ ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­წყე­ბულ შე­კა­მა­თე­ბას მოჰ­ყვა".

საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი

საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი

ხაშურის კლინიკის მენეჯერის, თემურ მძინარაშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს.

როგორც თემურ მძინარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათგან ორს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს. რაც შეეხება ბასრი საგნით დაჭრილ კიდევ ორ არასრულწლოვანს, ისინი კლინიკაში რჩებიან. მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"გვიან ღამით ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 4 ახალგაზრდა შემოიყვანა. ორ მათგანს მცირე დაზიანებები ჰქონდა, დახმარება აღმოვუჩინეთ და მაშინვე გავწერეთ. რაც შეეხება დანარჩენ 2 ახალგაზრდას, ორივე მათგანი ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მათგან ერთ-ერთის მდგომარება შედარებით მძიმეა. იგი წუხელ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ოპერაციას, ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუს არეში მიყენებული ჭრილობის გამო გახდა აუცილებელი", - განაცხადა თემურ მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს სტაციონარში მყოფ ორივე ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის შედარებით მსუბუქი და სტაბილურია, სავარაუდოდ, მოკლე დროში გავწერთ საავადმყოფოდან", - აღნიშნა მან.

ხაშურში არასრულწლოვნები წუხელ დაჭრეს. ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე დაჭრილი სოფელ ოსიაურის სკოლის მე-12 კლასელია.

ამასთან, შემთხვევის თვითმხილველი პირების განცხადებით, მოზარდების დაჭრა "სუფრაზე, არაფხიზელ მდგმარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის დაწყებულ შეკამათებას მოჰყვა".

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია