პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე
სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ფრჩხი­ლის ლაქი ხში­რად არ უნდა წა­ვის­ვათ, რად­გან ფრჩხი­ლე­ბი სუს­ტდე­ბა და ყვით­ლდე­ბა. თუმ­ცა, ამ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას ბევ­რად მეტი ზი­ა­ნი მო­აქვს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ვიდ­რე ფრჩხი­ლე­ბის გაყ­ვით­ლე­ბაა.

ლაქი საკ­მა­ოდ ტოქ­სი­კუ­რია. ზოგი მათ­გა­ნი შე­ი­ცავს კომ­პო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­მაც, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა და­ა­ზი­ა­ნოს:

ტო­ლუ­ო­ლი (Toluene) - გამ­ხსნე­ლი, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ას აქ­ვე­ი­თებს. თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­საძ­ლოა, უხა­რის­ხო ლა­ქის ბრა­ლი იყოს.

ფორ­მალ­დე­ჰი­დი (Formaldehyde) - უფე­რო აირი, რომ­ლის წყა­ლო­ბით ლაქი ფრჩხილ­ზე დიდ­ხანს ძლებს. ალერ­გი­ულ ადა­მი­ა­ნებს ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, დერ­მა­ტი­ტი და ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნოთ. უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში კი, შე­საძ­ლოა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გუ­ლის მუ­შა­ო­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და სიმ­სივ­ნე.

დი­ბუ­ტილფ­ტა­ლა­ტი (Dibutyl Рhthalate) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც არო­მა­ტი­ზა­ტო­რი. ამ სა­ში­ში კომ­პო­ნენ­ტის გამო, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 24-მა ქალ­მა. ლა­ქის წას­მი­დან 6 სა­ა­თის შემ­დეგ მათ უმე­ტე­სო­ბას დი­ფე­ნილ­ფოს­ფა­ტის დონე მო­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მო­აჩ­ნდათ, 10 სა­ა­თის შემ­დეგ კი უკვე 7-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ნორ­მას.

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ ლაქი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის?

ფრჩხი­ლის ლა­ქე­ბის ნა­წილს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ნიშ­ვნე­ბი აქვს შე­ფუთ­ვა­ზე.

5-Free - ნიშ­ნავს, რომ მას­ში არ არის ფორ­მალ­დე­ჰი­დი, ტო­ლუ­ო­ლი, დი­ბუ­ტილფ­ტა­ლა­ტი, camphor და formaldehyde resins.

3-Free ნიშ­ნავს, რომ ლაქი არ შე­ი­ცავს მხო­ლოდ 3 კომ­პო­ნენტს, ფორ­მალ­დე­ჰიდს, დი­ბუ­ტილ ფტა­ლატს და ტო­ლუ­ოლს.

ამი­ტომ, ვიდ­რე ლაქს ვი­ყი­დით, უმ­ჯო­ბე­სია, კარ­გად წა­ვი­კი­თხოთ მას­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

წყა­რო adme.ru

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე

სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე

ყველამ ვიცით, რომ ფრჩხილის ლაქი ხშირად არ უნდა წავისვათ, რადგან ფრჩხილები სუსტდება და ყვითლდება. თუმცა, ამ კოსმეტიკურ საშუალებას ბევრად მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ფრჩხილების გაყვითლებაა.

ლაქი საკმაოდ ტოქსიკურია. ზოგი მათგანი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც, შესაძლოა, ჩვენი ჯანმრთელობა დააზიანოს:

ტოლუოლი (Toluene) - გამხსნელი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს. თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა - ეს ყველაფერი, შესაძლოა, უხარისხო ლაქის ბრალი იყოს.

ფორმალდეჰიდი (Formaldehyde) - უფერო აირი, რომლის წყალობით ლაქი ფრჩხილზე დიდხანს ძლებს. ალერგიულ ადამიანებს ამ ნივთიერების გამო, შესაძლოა, დერმატიტი და ქიმიური დამწვრობა აღენიშნოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში კი, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს გულის მუშაობის დარღვევები და სიმსივნე.

დიბუტილფტალატი (Dibutyl Рhthalate) გამოიყენება როგორც არომატიზატორი. ამ საშიში კომპონენტის გამო, შესაძლოა, ადამიანს ჩამოუყალიბდეს ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24-მა ქალმა. ლაქის წასმიდან 6 საათის შემდეგ მათ უმეტესობას დიფენილფოსფატის დონე მომატებული აღმოაჩნდათ, 10 საათის შემდეგ კი უკვე 7-ჯერ აღემატებოდა ნორმას.

როგორ ავარჩიოთ ლაქი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის?

ფრჩხილის ლაქების ნაწილს სპეციალური აღნიშვნები აქვს შეფუთვაზე.

5-Free - ნიშნავს, რომ მასში არ არის ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი, დიბუტილფტალატი, camphor და formaldehyde resins.

3-Free ნიშნავს, რომ ლაქი არ შეიცავს მხოლოდ 3 კომპონენტს, ფორმალდეჰიდს, დიბუტილ ფტალატს და ტოლუოლს.

ამიტომ, ვიდრე ლაქს ვიყიდით, უმჯობესია, კარგად წავიკითხოთ მასში შემავალი ნივთიერებები.

წყარო adme.ru

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან