სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 განსხვავებული ყველის შემოწმების შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა
15 განსხვავებული ყველის შემოწმების შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა

15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ 12 ნი­მუშ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია "საქ­რძის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში.

კვლე­ვა "საქ­რძის" დაკ­ვე­თით "MIC-TNS"-მა ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მი­მართ მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლას და სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში ყვე­ლის შემ­ცვე­ლო­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვის შე­მოწ­მე­ბას. პრეს­რე­ლი­ზის თა­ნახ­მად, კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მომ­ხა­რე­ბელ­თა 93 % იმე­რულ ყველს მო­იხ­მარს. გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, არა­ე­ტი­კე­ტი­რე­ბულ, ე.წ. გლე­ხურ პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ ყველს ყი­დუ­ლობს. მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ყვე­ლი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის ნორ­მე­ბი მე­ტა­დაა და­ცუ­ლი, თვლი­ან რომ ყვე­ლი, ქარ­ხნუ­ლი წე­სით არის წარ­მო­ე­ბუ­ლი და არ არის "ნა­ტუ­რა­ლუ­რი".

აღე­ბულ ნი­მუ­შებ­ში ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბი - კო­ლი­ფორ­მე­ბი და სტა­ფი­ლო­კო­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდა. ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის მიერ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ჩნდე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა, რძის ცხი­მის სი­სუფ­თა­ვის ანა­ლი­ზის პა­სუხს, 15 ნი­მუ­ში­დან, 8-ში, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ტრან­სცხი­მე­ბად იქ­ცე­ვი­ან და ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ამას ლე­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რძის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია "საქ­რძე" (Dairy Georgia) იწყებს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, რათა გა­ზარ­დოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა ყვე­ლის შე­სა­ხებ და ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს, სას­ტუმ­რო "Holiday Inn"-ის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რია პრო­ექ­ტი "MOLI კა­ხეთ­ში", რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა HEKS/EPER-ის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ოფი­სის მიერ, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

15 განსხვავებული ყველის შემოწმების შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა

15 განსხვავებული ყველის შემოწმების შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის, - ამის შესახებ ნათქვამია რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კვლევა "საქრძის" დაკვეთით "MIC-TNS"-მა ჩაატარა. კვლევა მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას. პრესრელიზის თანახმად, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს. გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის "ნატურალური".

აღებულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

"რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანსცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ. ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძე" (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება ყველის შესახებ და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას", - ნათქვამია პრესრელიზში.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "Holiday Inn"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციის მხარდამჭერია პროექტი "MOLI კახეთში", რომელიც ხორციელდება HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი