პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის ხელ­ფა­სის გა­ორ­მა­გე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყუ­ილ­სა და სიც­რუ­ეს უწო­დებს.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა დღეს მი­მარ­თვით უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ ის, რო­გორც თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის მიერ არ­ჩე­უ­ლი მერი, "თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრას სი­მარ­თლე".

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მან და თბი­ლი­სის ვიცე - მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გუ­შინ გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი კონ­კრე­ტულ სი­უ­ჟეტ­ში სა­ერ­თოდ არ გა­უშ­ვეს და ამოჭ­რეს.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, წლე­ბი, რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში იყო ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზია და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­მარ­თლის მი­წო­დე­ბა, 2012 წელს წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ. ნამ­დვი­ლად მი­ხა­რია ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლია. "ფე­ის­ბუ­ქი" ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, სა­დაც მე მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თქვენ პირ­და­პირ გე­სა­უბ­როთ და გა­გაც­ნოთ ის რე­ა­ლო­ბა, პრო­ექ­ტე­ბი, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვა­პი­რებთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი, რომ თით­ქოს ჩვენ მო­ად­გი­ლე­ებს ხელ­ფა­სე­ბი გა­ვუ­ორ­მა­გეთ. მინ­და გთხრათ, თუ რო­გორ ხდე­ბო­და დღემ­დე - იყო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო და იყო ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ერ­თი­ან­და და ამას და­ერ­ქვა ხელ­ფა­სი, ანუ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა იმ თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ებ­ზე, რომ­ლებ­საც გიგი უგუ­ლა­ვა­სა და და­ვით ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იღებ­დნენ.

"წარ­მო­გიდ­გენთ გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რა ხელ­ფა­სებს იღებ­და თი­თონ მერი - ბა­ტო­ნი უგუ­ლა­ვა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე, მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 89 243 ლარი იყო თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ - 7437 ლარი. შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს მერ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და - 101 336 ლარი, თვი­უ­რი სა­შუ­ა­ლო - 8445 ლარი. და­ვით ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის პი­რო­ბებ­ში მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო წლი­უ­რად იყო 38 160 ლარი იყო, თვე­ში გა­მო­დი­ო­და დახ­ლო­ე­ბით - 3180 ლარი. მისი მო­ად­გი­ლე ლაშა აბა­ში­ძის შემ­თხვე­ვა­ში წლი­უ­რი - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვე­ში გა­მო­დი­ო­და - 6123 ლარი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხელ­ფა­სე­ბი ექ­ნე­ბათ მისი მე­რო­ბის პი­რო­ბებ­ში მო­ად­გი­ლე­ებს, კერ­ძოდ, მე­რის წლი­უ­რი ხელ­ფა­სი - 38 160 ლარი, თვე­ში - 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე წლი­უ­რად - 75 600 ლარი, თვი­უ­რად - 6 300 ლარი; და­ნარ­ჩე­ნი მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნი, მაია ბი­თა­ძე და ილია ელოშ­ვი­ლი წლი­უ­რი - 73 800 ლარი, თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ - 6150 ლარი.

"მინ­და რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს სწო­რი და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია. ჩვენ არ მივ­ცემთ ჩვენს თავს იმის უფ­ლე­ბას, რომ მი­ვი­ღოთ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, და­ა­ზი­ა­ნებს თბი­ლი­სის მერს, პი­რა­დად მე, ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებს და ზო­გა­დად, ცუდი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის. ხელ­ფა­სე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს და აქ­ტუ­ა­ლუ­რია", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერმა დღეს მიმართვით უპასუხა და განმარტა, რომ ის, როგორც თბილისის მცხოვრებლების მიერ არჩეული მერი, "თავს ვალდებულად თვლის საზოგადოებას უთხრას სიმართლე".

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცე - მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს.

"საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. "ფეისბუქი" ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

"წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი - ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ - 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი, თვიური საშუალო - 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით - 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა - 6123 ლარი", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი - 38 160 ლარი, თვეში - 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად - 75 600 ლარი, თვიურად - 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური - 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ - 6150 ლარი.

"მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."