პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა
"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

ხში­რად ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან ბევ­რი რამ შე­საც­ვლე­ლია ან სა­ერ­თოდ და­სა­ვი­წყე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ამ სა­კი­თხებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

სა­ნამ კონ­კრე­ტულ ტრა­დი­ცი­ებს შე­ვე­ხე­ბით, მა­ნამ­დე იმა­ზე, თუ რა არის ზო­გა­დად ტრა­დი­ცია, რა­ზეც ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა: "ტრა­დი­ცია არის ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქცე­ვის მტკი­ცე წე­სე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე ეთ­ნო­სის ზნე, წეს-ჩვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა და რო­მე­ლიც მისი კულ­ტუ­რის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა­სა და ერ­თო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ხალ­ხე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან არა მხო­ლოდ ენით, არა­მედ ტრა­დი­ცი­ე­ბით, ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რი­თაც გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ და გან­სხვავ­დე­ბი­ან".

ეთ­ნო­ლო­გის თქმით, ტრა­დი­ცი­ას ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტებ­მა და მარ­ქსის­ტებ­მა ტერ­მი­ნი გად­მო­ნაშ­თი და­უ­პი­რის­პი­რეს, რა­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს გუ­ლის­ხმობ­დნენ. საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში ასეთ ტრა­დი­ცი­ებს ანუ გად­მო­ნაშ­თებს ბოლ­შე­ვი­კებ­მა ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დეს - გან­სა­კუთ­რე­ბით და­უნ­დო­ბელ­ნი იყ­ვნენ რწმე­ნის მი­მართ. 1970-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხე­ლახ­ლა გა­მო­უ­ცხა­და ბრძო­ლა ე.წ. მავ­ნე ტრა­დი­ცი­ებ­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, რა­მაც უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ბევ­რი ნო­ვა­ცია გაჩ­ნდა. ტრა­დი­ცი­ა­ზე, თუ ის ხალ­ხის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა თქვას უარი.

"ქარ­თველ ხალ­ხს სრუ­ლად არ მო­უ­ტა­ნია დღემ­დე ის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, რა­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და. იქ­მნე­ბო­და ინო­ვა­ცი­ე­ბიც. ინო­ვა­ცია ესაა ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რის ახა­ლი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ეთ­ნო­სის გან­ვი­თა­რე­ბის წინა სტა­დი­ა­ზე არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა შემ­დეგ და მისი ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი გახ­და" - ამ­ბობს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი და მი­იჩ­ნევს, რომ ზო­გი­ერ­თი რამ ქარ­თველ ხალ­ხს შე­საც­ვლე­ლი აქვს, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ეპო­ქა გარ­კვე­ულ მსხვერ­პლსაც მო­ი­თხოვს, რა­ღა­ცე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მათი აკ­რძალ­ვა ნე­ო­ბოლ­შე­ვიზ­მი იქ­ნე­ბა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ტრა­დი­ცია შე­ირ­ყვნა და მი­უ­ღე­ბე­ლი ნო­ვა­ცია გაჩ­ნდა, რაც იმ სის­ტე­მი­სათ­ვის ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც იყო.

- დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა, თუ ტრა­დი­ცი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა?

- ალ­კოჰო­ლიზმს, სას­მე­ლის გა­ნუ­ზო­მე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით სმას, ტრა­დი­ცი­ებ­თან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არა აქვს. ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სას­მელს ზო­მი­ე­რად მი­ირ­თმევ­დნენ. ვის ეცა­ლა მუდ­მი­ვად ამის­თვის? ლოთი და გა­ნუ­ზომ­ლად სმის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი ასეთ სუფ­რულ სიმ­ღე­რებს შექ­მნი­და? ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქარ­თვე­ლებ­მა ჭა­მაც ზო­მი­ე­რი იცოდ­ნენ. აკა­დე­მი­კო­სი გ. ჩი­ტა­ია აღ­ნიშ­ნავს: "ჭა­მის დროს ქარ­თვე­ლე­ბი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ქარ­თუ­ლი ან­და­ზის მი­ხედ­ვით "ვაჟ­კაცს უნდა შე­ეძ­ლოს ცხრა სუფ­რის გა­მოც­ვლა და ისევ იყოს ჭა­მი­სა­გან მო­უ­ყირ­ჭე­ბე­ლიო" ან კი­დევ "ჭა­მის შემ­დეგ ხი­ლო­ბაო, არის გვა­რიშ­ვი­ლო­ბაო" და სხვ."

- ზოგ­ჯერ თა­მა­და სუფ­რას­თან დიქ­ტა­ტო­რი ხდე­ბა, ე.წ. თა­მა­დო­ბის ინ­სტი­ტუტ­ზე რას იტყვით? რა ფორ­მით არ­სე­ბობ­და ის წარ­სულ­ში?

- თა­მა­დის ინ­სტი­ტუ­ტი ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა. თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ მჭერ­მე­ტყველ, პა­ტივ­სა­ცემ და ასა­კო­ვან ადა­მი­ანს. კარ­გი თა­მა­დის მოს­მე­ნას არა­ფე­რი სჯობ­და. სუფ­რა­ზე უფ­რო­სე­ბი უმ­ცრო­სებს ზრდიდ­ნენ, კა­ცო­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის მა­გა­ლი­თებს აჩ­ვე­ნებ­დნენ. თა­მა­და ხში­რად იხ­სე­ნებ­და წარ­სულს, საგ­მი­რო ამ­ბებს - ამით მტრის ხში­რი თავ­დას­ხმე­ბის ეპო­ქა­ში თა­მა­დის მსმე­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი პატ­რი­ო­ტე­ბად იზ­რდე­ბოდ­ნენ. უმ­ცრო­სე­ბი უფ­რო­სე­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბას სწავ­ლობ­დნენ.

ქარ­თუ­ლი სუფ­რა ერ­თგვა­რი სპექ­ტაკ­ლიც იყო. კარ­გი თა­მა­და მჭერ­მე­ტყვე­ლი, ენა­მახ­ვი­ლი და იმპრო­ვი­ზა­ტო­რიც გახ­ლდათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის რო­გორც შე­ეძ­ლო, ისე და იმ­დენ ღვი­ნოს მი­ირ­თმევ­და. თა­მა­და არას­დროს არა­ვის აძა­ლებ­და სას­მელს. ვინც კარ­გი მსმე­ლი იყო, ისი­ნი უფრო დიდ­ხანს რჩე­ბოდ­ნენ სუფ­რას­თან და შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ კი­დეც სმა­ში. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, სუფ­რი­დან ისე უნდა ამ­დგა­რი­ყო ქარ­თვე­ლი, ფეხი არ არე­ო­და და სახ­ლში სხვი­სი მი­საყ­ვა­ნი არ გამ­ხდა­რი­ყო.

სა­დღეგ­რძე­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად მოს­დევ­და სიმ­ღე­რა, სიმ­ღე­რას - ლექ­სი, ლექსს - ცეკ­ვა. სა­დღეგ­რძე­ლო, სიმ­ღე­რა, ლექ­სი, ცეკ­ვა, ხუმ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო და ქორ­წილ­ში ისე და­ა­თენ­დე­ბო­დათ, რომ გა­ლე­ში­ლი ამ ქორ­წი­ლი­დან არა­ვინ გა­მო­ვი­დო­და. XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გი მოგ­ზა­უ­რი ჟან შარ­დე­ნი, თბი­ლის­ში ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ქორ­წილს რომ და­ეს­წრო, ქარ­თულ სუფ­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი წეს­რი­გი­თა და სის­ტე­მა­ტი­უ­რო­ბით გა­ოც­და. ის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "სუფ­რა­ზე სამი ევ­რო­პე­ლი ვი­ყა­ვით და ჩვენ უფრო მეტს ვხმა­უ­რობ­დით, ვიდ­რე ყვე­ლა ასორ­მოც­და­ა­თი კაცი, რო­მე­ლიც სე­ფა­ში იყო". აგ­რეთ­ვე, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბამ იცო­და თა­ვის ნორ­მა. მე ვიცი, რომ პა­პა­ჩე­მი ორ ლიტრზე მეტს არ სვამ­და. ორი ლიტ­რის შემ­დეგ ფეხი აე­რე­ო­და და სირ­ცხვი­ლი იყო სუფ­რი­დან ასე ამ­დგა­რი­ყო. ოქ­როს სტუ­მა­რი რომ მოს­ვლო­და, ბო­დიშს მო­იხ­დი­და, ეტყო­და: ჩემი ნორ­მა მე უკვე მი­ვი­ღე და თუ სტუ­მა­რი გა­აგ­რძე­ლებ­და სმას, ის სუფ­რა­ზე რჩე­ბო­და, მაგ­რამ მეტს აღარ სვამ­და. ასე­თი იყო ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ქარ­თულ სუფ­რა­ზე რო­დე­საც ადა­მი­ანს ადღეგ­რძე­ლე­ბენ, ხში­რად მას აღ­მა­ტე­ბით თვი­სე­ბებს მი­ა­წე­რენ, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ასე არ არის - ვი­საც ამას ეუბ­ნე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ ახ­სე­ნე­ბენ, რომ სა­სურ­ვე­ლია, ასე­თი იყოს. ესეც აღ­ზრდის, ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე­თი სუფ­რე­ბი - ქორ­წი­ლე­ბის, დღე­ო­ბე­ბის, ხა­ტო­ბე­ბის, საგ­ვა­რო თავ­ყრი­ლო­ბე­ბის, ქელე­ხე­ბის - ინა­ხავს ძველ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ნა­თე­სა­ო­ბას არ ავი­წყებს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გა­უ­ცხო­ვე­ბულ­ნი არ ხდე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ღვი­ნოს (ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც მას­ში შე­დი­ო­და) გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ვი, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ან სიმ­ღე­რებ­სა და ცე­ცხლო­ვან ცეკ­ვებ­ზე, რომ­ლი­თაც ვა­მა­ყობთ.

- დღეს ქე­ი­ფის დროს მა­მა­კა­ცე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ერ­თმა­ნეთს ეხ­ვე­ვი­ან და კოც­ნი­ან. რამ­დე­ნად იყო ეს ჩვენ­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი?

- არც ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი. მხო­ლოდ პა­ტივ­სა­ცემ პი­როვ­ნე­ბებს, ასა­კით უფ­რო­სებს მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბოდ­ნენ. მა­მა­კა­ცე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის კოც­ნა შეხ­ვედ­რი­სა თუ ქე­ი­ფის დროს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში დამ­კვიდ­რდა. ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებს, ალ­ბათ, ახ­სოვთ რო­გორ კოც­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის "ბე­ლა­დე­ბი" პარ­ტი­ულ შეკ­რე­ბებ­ზე და ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რის დროს. ერ­თმა­ნე­თის კოც­ნის ეს სენი მა­შინ შე­ე­ყა­რა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რა­ღაც სამი თა­ო­ბის წინ, მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის კოც­ნაც კი არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. ისე, სი­ტყვა "ქე­ი­ფი" ქარ­თუ­ლი არაა. ის აღ­მო­სავ­ლუ­რი "კა­ი­ფის" ვა­რი­ან­ტია. ეს ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ან­მა არ იცო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ნა­დი­მო­ბა ანუ მე­ჯლი­სე­ბი იცოდ­ნენ. ნადი თუ სა­მუ­შა­კოდ შეყ­რა იყო, ნა­დი­მი - ტრა­პეზ­ზე შეყ­რა.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ვფიქ­რობ, გვერ­დში უნდა ამო­ი­ყე­ნოს ტრა­დი­ცი­ე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა - ეთ­ნო­ლო­გია, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის სა­ხე­ლით ზო­გი­ერთ მა­ხინჯ და მი­უ­ღე­ბელ ნო­ვა­ცი­ას ად­ვი­ლად და­აღ­წი­ონ თავი. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ მო­დერ­ნი­რე­ბას და ევ­რო­პულ ოჯახ­ში შეს­ვლას, ტრა­დი­ცი­ე­ბი ხელს არ უშ­ლის. სა­ა­მი­სოდ ია­პო­ნე­ლე­ბი, კო­რე­ე­ლე­ბი და ჩი­ნე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით მო­ახ­დი­ნეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

"ქეიფი" ქართული სიტყვა არ ყოფილა და ცუდია :)"ფანჯარა", "საათი", "ჯარი", აბჯარი" არცერთია ქართული და მერე რა?

დათო
1

ზომიერება ყველაფერში საჭიროა. წესი და ადათი რომ დაივიწყა ხალხმა ამიტომ ვართ ასეთ დღეში. თუ რამის შეცვლა გვინდა სასიკეთოთ უნდა შევცვალოთ და უარესისკენ. ქართველებმა უნდა დავივიწყოთ ის მანკიერი თვისებები რაც ნელნელა შემოვუშვით და დავაკანონეთ ჩვენს ცხოვრებაში, რომელმაც გადაფარა და დაამახინჯა მართლა ქართული ტრადიციები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ტრადიციებიდან ბევრი რამ შესაცვლელია ან საერთოდ დასავიწყებელი, ვინაიდან თანამედროვეობასთან არ არის შესაბამისობაში. ამ საკითხებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ.

სანამ კონკრეტულ ტრადიციებს შევეხებით, მანამდე იმაზე, თუ რა არის ზოგადად ტრადიცია, რაზეც ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება: "ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის მტკიცე წესები, შეხედულებები, გემოვნება, რომელიმე ეთნოსის ზნე, წეს-ჩვეულება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელიც მისი კულტურის მემკვიდრეობითობასა და ერთობას უზრუნველყოფს. ხალხები ერთმანეთისაგან არა მხოლოდ ენით, არამედ ტრადიციებით, ეთნიკური კულტურითაც განსხვავდებოდნენ და განსხვავდებიან".

ეთნოლოგის თქმით, ტრადიციას ევოლუციონისტებმა და მარქსისტებმა ტერმინი გადმონაშთი დაუპირისპირეს, რაშიც საზოგადოებისთვის შეუფერებელ წეს-ჩვეულებებს გულისხმობდნენ. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ტრადიციებს ანუ გადმონაშთებს ბოლშევიკებმა ბრძოლა გამოუცხადეს - განსაკუთრებით დაუნდობელნი იყვნენ რწმენის მიმართ. 1970-იან წლებში საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ხელახლა გამოუცხადა ბრძოლა ე.წ. მავნე ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რამაც უკუშედეგი გამოიღო და საზოგადოებისთვის მიუღებელი ბევრი ნოვაცია გაჩნდა. ტრადიციაზე, თუ ის ხალხისთვის მიუღებელია, საზოგადოებამ უნდა თქვას უარი.

"ქართველ ხალხს სრულად არ მოუტანია დღემდე ის წეს-ჩვეულებები, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა. იქმნებოდა ინოვაციებიც. ინოვაცია ესაა ეთნიკური კულტურის ახალი მოვლენა, რომელიც ეთნოსის განვითარების წინა სტადიაზე არ არსებობდა, მაგრამ გამოჩნდა შემდეგ და მისი ორგანული ნაწილი გახდა" - ამბობს როლანდ თოფჩიშვილი და მიიჩნევს, რომ ზოგიერთი რამ ქართველ ხალხს შესაცვლელი აქვს, გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის ეპოქა გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს, რაღაცები თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ მათი აკრძალვა ნეობოლშევიზმი იქნება. საბჭოთა პერიოდში ბევრი ტრადიცია შეირყვნა და მიუღებელი ნოვაცია გაჩნდა, რაც იმ სისტემისათვის ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაც იყო.

- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ქართული ტრადიციაა, თუ ტრადიციის დამახინჯება?

- ალკოჰოლიზმს, სასმელის განუზომელი რაოდენობით სმას, ტრადიციებთან არავითარი საერთო არა აქვს. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში სასმელს ზომიერად მიირთმევდნენ. ვის ეცალა მუდმივად ამისთვის? ლოთი და განუზომლად სმის მოყვარული ხალხი ასეთ სუფრულ სიმღერებს შექმნიდა? ტრადიციულად, ქართველებმა ჭამაც ზომიერი იცოდნენ. აკადემიკოსი გ. ჩიტაია აღნიშნავს: "ჭამის დროს ქართველები თავშეკავებულები არიან. ქართული ანდაზის მიხედვით "ვაჟკაცს უნდა შეეძლოს ცხრა სუფრის გამოცვლა და ისევ იყოს ჭამისაგან მოუყირჭებელიო" ან კიდევ "ჭამის შემდეგ ხილობაო, არის გვარიშვილობაო" და სხვ."

- ზოგჯერ თამადა სუფრასთან დიქტატორი ხდება, ე.წ. თამადობის ინსტიტუტზე რას იტყვით? რა ფორმით არსებობდა ის წარსულში?

- თამადის ინსტიტუტი ნამდვილად ქართული ტრადიციაა. თამადად ირჩევდნენ მჭერმეტყველ, პატივსაცემ და ასაკოვან ადამიანს. კარგი თამადის მოსმენას არაფერი სჯობდა. სუფრაზე უფროსები უმცროსებს ზრდიდნენ, კაცობის, პატიოსნების მაგალითებს აჩვენებდნენ. თამადა ხშირად იხსენებდა წარსულს, საგმირო ამბებს - ამით მტრის ხშირი თავდასხმების ეპოქაში თამადის მსმენელი ახალგაზრდები პატრიოტებად იზრდებოდნენ. უმცროსები უფროსებისადმი მოწიწებას სწავლობდნენ.

ქართული სუფრა ერთგვარი სპექტაკლიც იყო. კარგი თამადა მჭერმეტყველი, ენამახვილი და იმპროვიზატორიც გახლდათ. საქართველოში ვის როგორც შეეძლო, ისე და იმდენ ღვინოს მიირთმევდა. თამადა არასდროს არავის აძალებდა სასმელს. ვინც კარგი მსმელი იყო, ისინი უფრო დიდხანს რჩებოდნენ სუფრასთან და შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდეც სმაში. მაგრამ, ვიმეორებ, სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა და სახლში სხვისი მისაყვანი არ გამხდარიყო.

სადღეგრძელოს აუცილებლად მოსდევდა სიმღერა, სიმღერას - ლექსი, ლექსს - ცეკვა. სადღეგრძელო, სიმღერა, ლექსი, ცეკვა, ხუმრობა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ქორწილში ისე დაათენდებოდათ, რომ გალეშილი ამ ქორწილიდან არავინ გამოვიდოდა. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, თბილისში ბატონიშვილის ქორწილს რომ დაესწრო, ქართულ სუფრაზე არსებული წესრიგითა და სისტემატიურობით გაოცდა. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო". აგრეთვე, მამაკაცების უმეტესობამ იცოდა თავის ნორმა. მე ვიცი, რომ პაპაჩემი ორ ლიტრზე მეტს არ სვამდა. ორი ლიტრის შემდეგ ფეხი აერეოდა და სირცხვილი იყო სუფრიდან ასე ამდგარიყო. ოქროს სტუმარი რომ მოსვლოდა, ბოდიშს მოიხდიდა, ეტყოდა: ჩემი ნორმა მე უკვე მივიღე და თუ სტუმარი გააგრძელებდა სმას, ის სუფრაზე რჩებოდა, მაგრამ მეტს აღარ სვამდა. ასეთი იყო ქართველი მამაკაცების უმრავლესობა.

ქართულ სუფრაზე როდესაც ადამიანს ადღეგრძელებენ, ხშირად მას აღმატებით თვისებებს მიაწერენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის - ვისაც ამას ეუბნებიან, უბრალოდ ახსენებენ, რომ სასურველია, ასეთი იყოს. ესეც აღზრდის, ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა. ასეთი სუფრები - ქორწილების, დღეობების, ხატობების, საგვარო თავყრილობების, ქელეხების - ინახავს ძველ ადამიანურ ურთიერთობებს, ნათესაობას არ ავიწყებს. ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაუცხოვებულნი არ ხდებიან. სხვათა შორის, ქართული ტემპერამენტის ჩამოყალიბებაში ღვინოს (ნივთიერებებს, რომლებიც მასში შედიოდა) განუსაზღვრელი როლი აქვს ნათამაშევი, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ მრავალხმიან სიმღერებსა და ცეცხლოვან ცეკვებზე, რომლითაც ვამაყობთ.

- დღეს ქეიფის დროს მამაკაცები პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. რამდენად იყო ეს ჩვენთვის ტრადიციული?

- არც ეს იყო საქართველოში მიღებული. მხოლოდ პატივსაცემ პიროვნებებს, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს, ალბათ, ახსოვთ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის "ბელადები" პარტიულ შეკრებებზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ერთმანეთის კოცნის ეს სენი მაშინ შეეყარა ქართულ საზოგადოებას. სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ, მშობლების მიერ შვილების კოცნაც კი არ იყო მიღებული. ისე, სიტყვა "ქეიფი" ქართული არაა. ის აღმოსავლური "კაიფის" ვარიანტია. ეს ლექსიკური ერთეული სულხან-საბა ორბელიანმა არ იცოდა. საქართველოში მხოლოდ ნადიმობა ანუ მეჯლისები იცოდნენ. ნადი თუ სამუშაკოდ შეყრა იყო, ნადიმი - ტრაპეზზე შეყრა.

ქართველმა ხალხმა ვფიქრობ, გვერდში უნდა ამოიყენოს ტრადიციების შემსწავლელი მეცნიერება - ეთნოლოგია, რომ ტრადიციების სახელით ზოგიერთ მახინჯ და მიუღებელ ნოვაციას ადვილად დააღწიონ თავი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოდერნირებას და ევროპულ ოჯახში შესვლას, ტრადიციები ხელს არ უშლის. საამისოდ იაპონელები, კორეელები და ჩინელები შეიძლება გავიხსენოთ, რომლებმაც საზოგადოების მოდერნიზაცია ტრადიციების შენარჩუნებით მოახდინეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ძლიერი წვიმა და სეტყვა - როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

"გიორგის მშობლებმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინეს... ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო" - ხეჩიკაშვილის ემოციური ეთერი