პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს გარდა, ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს" - რეალურად რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა არის შენობის ენერგო-პასპორტი
"საქართველოს გარდა, ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს" - რეალურად რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა არის შენობის ენერგო-პასპორტი

ამას წი­ნათ ნა­თე­სავ­მა მა­ხა­რა, - ბინა მი­შენ­დე­ბა, ზა­ფხუ­ლის­თვის "მწვა­ნე კარ­კა­სით" ჩა­მა­ბა­რე­ბე­ნო. მწვა­ნე კარ­კა­სი რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ნა­ძე­ნი გუ­ლი­თა­დად მი­ვუ­ლო­ცე, და­ვემ­შვი­დო­ბე და უც­ნო­ბი სამ­შე­ნებ­ლო ტერ­მი­ნის გა­სარ­კვე­ვად სპე­ცი­ა­ლისტს და­ვუ­კავ­შირ­დი.

ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ენერ­გო­ა­უ­დი­ტო­რი ნანი მე­ფა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­წო­რად ხდე­ბა ზო­გი­ერ­თი უცხო­უ­რი ტე­მი­ნე­ბის გად­მო­ტა­ნა და დამ­კვიდ­რე­ბა, რაც ცუ­დია, რად­გან არა­ქარ­თულ წრე­ებ­ში მისი გაჟ­ღე­რე­ბი­სას, ძა­ლი­ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებთ.

"მწვა­ნე მშე­ნებ­ლო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ანუ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ისე­თი მა­სა­ლა, რო­მელ­საც შექ­მნის­თვის გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. მწვა­ნე მშე­ნებ­ლო­ბის პრო­დუქ­ტი ექ­სპლუ­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ისე, რომ გა­რე­მოს ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს, ანუ ნაკ­ლე­ბად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ენერ­გია, რო­გო­რი­ცაა: გაზი, ელექტრო­ე­ნერ­გია ა.შ. უნდა იყოს 0, ან 0-თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნებს გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ას - მზეს, ქარს და ა.შ. ასეთ შე­ნო­ბას ენი­ჭე­ბა მწვა­ნე სერ­თი­ფი­კა­ტი. ასე რომ მწვა­ნე მშე­ნებ­ლო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი.

- თუმ­ცა, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­შიც ხში­რად გვსმე­ნია, რომ შე­ნო­ბა ბარ­დე­ბა "მწვა­ნე კარ­კა­სის" მდგო­მა­რე­ო­ბით...

- რო­გორც კი რეკ­ლა­მა გა­მოჩ­ნდა და გა­ის­მა - მწვა­ნე კარ­კა­სით ჩა­გა­ბა­რებთ ბი­ნებ­სო, მა­შინ­ვე მივ­წე­რე მის მშე­ნებ­ლებს, რას გუ­ლის­ხმობ­დნენ მწვა­ნე კარ­კას­ში. პა­სუხ­მა არ და­ა­ყოვ­ნა და გან­მი­მარ­ტეს: მწვა­ნე კარ­კას­ში ვგუ­ლის­ხმობთ, სუფ­თა გა­ლე­სილ კედ­ლებს, ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბას და გათ­ბო­ბის სის­ტე­მას (რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ელექტრო ენერ­გი­ი­თა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით).

- ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მას?

- ამ ტერ­მინ­თა­ნაც პრობ­ლე­მა გვაქვს, იმი­ტომ რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა საბ­ჭო­თა წყო­ბის შემ­დეგ აღარ გვქო­ნია. გათ­ბო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ქვა­ბებს აყე­ნე­ბენ, რომ­ლის მაგ­ვა­რიც დღეს ბევ­რს გვი­ყე­ნია და რომ­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­თაც ყო­ვე­ლი ქვე­და მე­ზო­ბე­ლი ზე­დას ვწამ­ლავთ.

მოკ­ლედ, მწვა­ნე კარ­კა­სის ქარ­თულ­მა გან­მარ­ტე­ბამ აღ­მაშ­ფო­თა. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვზრდით სწო­რად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი და იცი­ან ამ და სხვა ტერ­მი­ნე­ბის ზუს­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. რეკ­ლა­მე­ბი კი გათ­ვლი­ლია გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბელ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე. უცხო­ეთ­ში თუ იტყვი: "ეს შე­ნო­ბა მწვა­ნეა!" - ეს ნიშ­ნავს, რომ ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სი­საა. ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნეს მწვა­ნე და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. ამ და­სახ­ლე­ბებ­ში არ უშ­ვე­ბენ ისეთ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რომ­ლე­ბიც საწ­ვავს მო­იხ­მარს, მხო­ლოდ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და ჯან­მრთე­ლა­დაც გრძნო­ბენ თავს. სტა­ტის­ტი­კაც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ასე­თი უბ­ნე­ბის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლის უნა­რი­ა­ნო­ბას ადას­ტუ­რებს. ასეთ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ბავ­შვე­ბი ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბი­ან ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ასეთ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის მოს­წრე­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია... მწვა­ნე უბან­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლია.

- ევ­რო­რე­მონ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბაც გან­გვი­მარ­ტეთ.

- არ ვი­ცით ამ სი­ტყვის ზუს­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მი­ვე­დით იქამ­დე, რომ ესაა თეთ­რად შე­ღე­ბი­ლი კელ­დე­ბი, ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და ტერ­მი­ნი ევ­რო­რე­მონ­ტი არ­სად არ­სე­ბობს. ევ­რო­პა­ში სულ არ იცი­ან რა არის ევ­რო­რე­მონ­ტი. სა­მა­გი­ე­როდ იცი­ან, რომ უნდა გა­კეთ­დეს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რე­მონ­ტი.

- თეთ­რი კარ­კა­სი რას გუ­ლის­ხმობს?

- თეთ­რი კარ­კა­სია, რო­დე­საც ბი­ნა­ში ტიხ­რე­ბი აშე­ნე­ბუ­ლი, კელ­დე­ბი გა­ლე­სი­ლი გვხდე­ბა, ია­ტა­კი მო­ჭი­მუ­ლი და კარ-ფან­ჯა­რა ჩად­გმუ­ლი. შავ კარ­კას­ზე კი კედ­ლე­ბი გვხდე­ბა გა­უ­ლე­სა­ვი, ტიხ­რე­ბი ასა­შე­ნე­ბე­ლი და ია­ტა­კის მო­ჭიმ­ვაც არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. უცხო­ეთ­ში ბი­ნე­ბი არ­ცერ­თი ფე­რის კარ­კა­სით არ ბარ­დე­ბა. იქ ყო­ვე­ლი ბი­ნის რე­მონ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით გა­და­ე­ცე­მა მფლო­ბელს, მშე­ნებ­ლო­ბა სულ სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ბარ­დე­ბათ - პირ­ველ რიგ­ში ენერ­გო-პას­პორ­ტით.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "შავ კარ­კასს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ ყი­დი­ან" - სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლა შე­ნო­ბა უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს

- ენერ­გო პას­პორ­ტი რას ნიშ­ნავს?

- კი­დევ ერთი ჩვე­ნე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ხრი­კია, რო­დე­საც გა­ის­მის: ჩვე­ნი შე­ნო­ბა ენერ­გო-ეფექ­ტუ­რია. რას ნიშ­ნავს?! რას­თან შე­ა­და­რეთ, იმის და­სას­კვნე­ლად რომ ის უფრო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რია, ვიდ­რე - სხვა?! სი­ნამ­დვი­ლე­ში ენერ­გო-ეფექ­ტუ­რო­ბას თა­ვი­სი კლა­სი­ფი­კა­ცია აქვს. მა­ცი­ვარს რომ ვყი­დუ­ლობთ, ხომ არ­სე­ბობს A, B და C კლა­სის, თვი­თო­ე­ულ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია და­ნა­ხარ­ჯის ოდე­ნო­ბა - A-ზე ამ­დე­ნი და ა.შ. წე­სით, შე­ნო­ბებ­საც ასე­თი­ვე კლა­სი­ფი­კა­ცია აქვთ. რო­დე­საც შე­ნო­ბის შე­ძე­ნი­სას გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ის ენერ­გო-ეფექ­ტუ­რია, მა­შინ უნდა გვამ­ცნონ, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ ენერ­გი­ას დავ­ხარ­ჯავთ მას­ში ცხოვ­რე­ბით - ვთქვათ, გათ­ბო­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი ენერ­გია დაგ­ვჭირ­დე­ბა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა გვქონ­დეს, რო­გორც მა­ცი­ვარს მოჰ­ყვე­ბა პას­პორ­ტში დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი. ეს მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­ნო­ბის ენერ­გო-ეფექ­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვა­და­რო მე­ო­რე გა­სა­ყიდ შე­ნო­ბას და ისე გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი.

შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ნო­ბა­ზე გვი­თხრან, რომ ენერ­გო-ეფექ­ტუ­რია და ვე­რაფ­რით მივ­ხვდე­ბით სი­ნამ­დვი­ლე­ში ასეა თუ არა. რო­გორ გან­ვსა­ზღვრავთ ენერ­გო ეფექ­ტუ­რო­ბას? - მშე­ნებ­ლებს რომ ვე­კი­თხე­ბით, გპა­სუ­ხო­ბენ - 20 კი არა, - 25 სან­ტი­მეტ­რი სის­ქის ბლო­კით მაქვს აგე­ბუ­ლიო. ბლო­კის სის­ქე არა­აა არ­გუ­მენ­ტი. კედ­ლის სის­ქით შე­ნო­ბის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა არ გა­ნი­სა­ზღრე­ბა. შე­იძ­ლე­ბა 10 სან­ტი­მეტ­რი სის­ქის ბლო­კი უფრო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი იყოს, ისე­თი მა­სა­ლის­გან იყოს შექ­მნი­ლი. ასე რომ, შე­ნა­ძე­ნის გა­კე­თე­ბამ­დე, თუ რო­მე­ლი­მე სა­რეკ­ლა­მო ფრა­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა თქვენ­თვის, გა­და­ა­მოწ­მეთ სპე­ცი­ა­ლის­ტთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საქართველოს გარდა, ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს" - რეალურად რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა არის შენობის ენერგო-პასპორტი

"საქართველოს გარდა, ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს" - რეალურად რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა არის შენობის ენერგო-პასპორტი

ამას წინათ ნათესავმა მახარა, - ბინა მიშენდება, ზაფხულისთვის "მწვანე კარკასით" ჩამაბარებენო. მწვანე კარკასი რას ნიშნავს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად, შენაძენი გულითადად მივულოცე, დავემშვიდობე და უცნობი სამშენებლო ტერმინის გასარკვევად სპეციალისტს დავუკავშირდი.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არასწორად ხდება ზოგიერთი უცხოური ტემინების გადმოტანა და დამკვიდრება, რაც ცუდია, რადგან არაქართულ წრეებში მისი გაჟღერებისას, ძალიან არაკომპეტენტურის შთაბეჭდილებას ვტოვებთ.

"მწვანე მშენებლობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ძალიან ძვირადღირებული მშენებლობაა, რომელიც ბუნებრივი მასალებით მიმდინარეობს, ანუ მშენებლობის პროცესში არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მასალა, რომელსაც შექმნისთვის გენერირებული ენერგიის მოხმარება დასჭირდება. მწვანე მშენებლობის პროდუქტი ექსპლუტაციაში გაშვების შემდეგ, უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ანუ ნაკლებად უნდა გამოიყენოს გენერირებული ენერგია, როგორიცაა: გაზი, ელექტროენერგია ა.შ. უნდა იყოს 0, ან 0-თან მიახლოებული ენერგომოხმარების შენობა, რომელიც გამოიყენებს განახლებად ენერგიას - მზეს, ქარს და ა.შ. ასეთ შენობას ენიჭება მწვანე სერთიფიკატი. ასე რომ მწვანე მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა" - ამბობს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

- თუმცა, ქართულ რეალობაშიც ხშირად გვსმენია, რომ შენობა ბარდება "მწვანე კარკასის" მდგომარეობით...

- როგორც კი რეკლამა გამოჩნდა და გაისმა - მწვანე კარკასით ჩაგაბარებთ ბინებსო, მაშინვე მივწერე მის მშენებლებს, რას გულისხმობდნენ მწვანე კარკასში. პასუხმა არ დააყოვნა და განმიმარტეს: მწვანე კარკასში ვგულისხმობთ, სუფთა გალესილ კედლებს, ელექტრო გაყვანილობას და გათბობის სისტემას (რომელიც მუშაობს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით).

- ცენტრალური გათბობის სისტემას?

- ამ ტერმინთანაც პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ცენტრალური გათბობის სისტემა საბჭოთა წყობის შემდეგ აღარ გვქონია. გათბობის ინდივიდუალურ ქვაბებს აყენებენ, რომლის მაგვარიც დღეს ბევრს გვიყენია და რომლის გამონაბოლქვითაც ყოველი ქვედა მეზობელი ზედას ვწამლავთ.

მოკლედ, მწვანე კარკასის ქართულმა განმარტებამ აღმაშფოთა. ბედნიერებაა, რომ სტუდენტები, რომლებსაც დღეს ვზრდით სწორად არიან ინფორმირებულნი და იციან ამ და სხვა ტერმინების ზუსტი მნიშვნელობა. რეკლამები კი გათვლილია გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელზე. უცხოეთში თუ იტყვი: "ეს შენობა მწვანეა!" - ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან მაღალი კლასისაა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში შექმნეს მწვანე დასახლებები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. ამ დასახლებებში არ უშვებენ ისეთ ავტომანქანას, რომლებიც საწვავს მოიხმარს, მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილდებიან და ჯანმრთელადაც გრძნობენ თავს. სტატისტიკაც არსებობს, რომელიც ასეთი უბნების მაცხოვრებელთა მაღალი სიცოცხლის უნარიანობას ადასტურებს. ასეთ საბავშვო ბაღებში ბავშვები ნაკლებად ავადდებიან ვირუსული დაავადებებით. ასეთ სკოლებში ბავშვების მოსწრების დონე გაცილებით მაღალია... მწვანე უბანში ცხოვრება ძალიან პრესტიჟულია.

- ევრორემონტის მნიშვნელობაც განგვიმარტეთ.

- არ ვიცით ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, მივედით იქამდე, რომ ესაა თეთრად შეღებილი კელდები, ხარვეზების გარეშე შესრულებული რემონტი. საქართველოს გარდა ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს. ევროპაში სულ არ იციან რა არის ევრორემონტი. სამაგიეროდ იციან, რომ უნდა გაკეთდეს მაღალი ხარისხის რემონტი.

- თეთრი კარკასი რას გულისხმობს?

- თეთრი კარკასია, როდესაც ბინაში ტიხრები აშენებული, კელდები გალესილი გვხდება, იატაკი მოჭიმული და კარ-ფანჯარა ჩადგმული. შავ კარკასზე კი კედლები გვხდება გაულესავი, ტიხრები ასაშენებელი და იატაკის მოჭიმვაც არ არის შესრულებული. უცხოეთში ბინები არცერთი ფერის კარკასით არ ბარდება. იქ ყოველი ბინის რემონტი დასრულებული სახით გადაეცემა მფლობელს, მშენებლობა სულ სხვა კრიტერიუმების შესაბამისად ბარდებათ - პირველ რიგში ენერგო-პასპორტით.

ასევე წაიკითხეთ: "შავ კარკასს განვითარებულ ქვეყნებში არ ყიდიან" - სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს

- ენერგო პასპორტი რას ნიშნავს?

- კიდევ ერთი ჩვენებული სარეკლამო ხრიკია, როდესაც გაისმის: ჩვენი შენობა ენერგო-ეფექტურია. რას ნიშნავს?! რასთან შეადარეთ, იმის დასასკვნელად რომ ის უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე - სხვა?! სინამდვილეში ენერგო-ეფექტურობას თავისი კლასიფიკაცია აქვს. მაცივარს რომ ვყიდულობთ, ხომ არსებობს A, B და C კლასის, თვითოეულზე მითითებულია დანახარჯის ოდენობა - A-ზე ამდენი და ა.შ. წესით, შენობებსაც ასეთივე კლასიფიკაცია აქვთ. როდესაც შენობის შეძენისას გეუბნებიან, რომ ის ენერგო-ეფექტურია, მაშინ უნდა გვამცნონ, დაახლოებით რამდენ ენერგიას დავხარჯავთ მასში ცხოვრებით - ვთქვათ, გათბობისათვის რამდენი ენერგია დაგვჭირდება, ეს მაჩვენებელი უნდა გვქონდეს, როგორც მაცივარს მოჰყვება პასპორტში დეტალურად გაწერილი. ეს მომცემს საშუალებას, რომ შენობის ენერგო-ეფექტურობის მაჩვენებელი შევადარო მეორე გასაყიდ შენობას და ისე გავაკეთო არჩევანი.

შეიძლება ჩვეულებრივ შენობაზე გვითხრან, რომ ენერგო-ეფექტურია და ვერაფრით მივხვდებით სინამდვილეში ასეა თუ არა. როგორ განვსაზღვრავთ ენერგო ეფექტურობას? - მშენებლებს რომ ვეკითხებით, გპასუხობენ - 20 კი არა, - 25 სანტიმეტრი სისქის ბლოკით მაქვს აგებულიო. ბლოკის სისქე არააა არგუმენტი. კედლის სისქით შენობის ენერგოეფექტურობა არ განისაზღრება. შეიძლება 10 სანტიმეტრი სისქის ბლოკი უფრო ენერგოეფექტური იყოს, ისეთი მასალისგან იყოს შექმნილი. ასე რომ, შენაძენის გაკეთებამდე, თუ რომელიმე სარეკლამო ფრაზის მნიშვნელობა გაუგებარი აღმოჩნდა თქვენთვის, გადაამოწმეთ სპეციალისტთან.

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)

რომელ რეგიონში რამდენ მოქალაქეს ამოეწურა ქულები მართვის მოწმობაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა