Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო..." - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან
"მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო..." - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში "ჩვენ ამე­რი­კა­ში", ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მა­რი­ტა და­მე­ნია სა­ინ­ტე­რე­სო და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ის­ტო­რი­ას წერს:

"უც­ნა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი... შვილს სკო­ლა­ში მი­ვა­კი­თხე, თან ტე­ლე­ფონ­ზე ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დი. უცებ სკო­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი (სრუ­ლი­ად არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით) მე­კი­თხე­ბა - ქარ­თვე­ლი ხარ? მე სა­დაც ვცხოვ­რობ, იქ ქარ­თვე­ლე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან, ამი­ტომ გა­მიკვრი­და. როცა შე­კი­თხვა და­ვუბ­რუ­ნე, მი­თხრა: მე ეს­პა­ნე­ლი ვარ მაგ­რამ, სამი შვი­ლი მყავს და ქარ­თველ ვაჟ­კა­ცე­ბად ვზრდიო. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ყო­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლა, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხა და ქმარ-შვილს ისე შე­აყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო, რომ კაცი ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ის­მენ­და ჩემს ქარ­თულს.

მი­თხრა, ჩვენს სახ­ლში ყვე­ლა­ზე წმინ­და სი­ტყვა "დედა" არი­სო, ბი­ჭე­ბი ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში დამ­ყავს და მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში მივ­დი­ვა­რო! ბო­ლოს მკი­თხა, იქ­ნებ იც­ნობ­დი ჩემს ცოლს - ეკა­ტე­რი­ნე ერ­ქვაო. არ ვიც­ნობ­დი, არც ბა­ნა­ლუ­რი მინ­და ვიყო, მაგ­რამ და­ი­ლო­ცოს მისი ქა­ლო­ბა, ოთხი ეს­პა­ნე­ლი ვაჟ­კა­ცის­თვის, დედა რომ ყვე­ლა­ზე წმინ­და სი­ტყვად აქ­ცია და სა­ქარ­თვე­ლო სა­ლო­ცა­ვად გა­უ­ხა­და!!!" - წერს და­მე­ნია პოს­ტში.

მის ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ახალ­გაზ­რდა მამა ჯეფ­რი ჯონ ლო­უ­ნი, რო­მე­ლიც სამ შვილს ზრდის, ორი წლის წინ დაქვრივ­და. მისი ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე, ეკა­ტე­რი­ნე თე­ქა­ძე 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მისი უმ­ცრო­სი ვაჟი ჯერ 2 წლი­საც არ იყო. ქალი რამ­დე­ნი­მე თვე ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს. ეკა­ტე­რი­ნე 18 წლის იყო როცა ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და, თა­ვა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ყავ­და დედა... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-დან ეხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ მა­მას და და-ძმას, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა...

ჯეფ­რის და ეკას შვი­ლებს - ჯორ­ჯი, ლუკა და ნიკო ჰქვი­ათ. ოჯა­ხი ნიუ ჯერ­სი­ში ცხოვ­რობს, ბავ­შვებს ეს­პა­ნე­ლი მამა ქარ­თუ­ლად ალა­პა­რა­კებს, ქარ­თულ საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში და­ყავს. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ჯეფ­რი ლო­უნს ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი - თა­მარ ხან­დო­ლიშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა და რო­გორც ბე­ბია ისე ზრუ­ნავს მათ­ზე.

"მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო..." - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან

"მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო..." - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფში "ჩვენ ამერიკაში", ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია საინტერესო და გულისამაჩუყებელ ისტორიას წერს:

"უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი... შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება - ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვრიდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა და ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ კაცი ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს.

მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა "დედა" არისო, ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა, იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს - ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის, დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!!!" - წერს დამენია პოსტში.

მის ემოციურ ისტორიას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამა ჯეფრი ჯონ ლოუნი, რომელიც სამ შვილს ზრდის, ორი წლის წინ დაქვრივდა. მისი ქართველი მეუღლე, ეკატერინე თექაძე 2015 წელს გარდაიცვალა, მისი უმცროსი ვაჟი ჯერ 2 წლისაც არ იყო. ქალი რამდენიმე თვე ებრძოდა სიმსივნეს. ეკატერინე 18 წლის იყო როცა ამერიკაში ჩავიდა, თავადაც გარდაცვლილი ყავდა დედა... წლების განმავლობაში აშშ-დან ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ მამას და და-ძმას, თუმცა სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა...

ჯეფრის და ეკას შვილებს - ჯორჯი, ლუკა და ნიკო ჰქვიათ. ოჯახი ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, ბავშვებს ესპანელი მამა ქართულად ალაპარაკებს, ქართულ საკვირაო სკოლაში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაყავს. ბავშვების აღზრდაში ჯეფრი ლოუნს ქართველი ქალბატონი - თამარ ხანდოლიშვილი ეხმარება და როგორც ბებია ისე ზრუნავს მათზე.

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"