პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - სპეციალისტის რჩევები სიცხისდამწევ პრეპარატებთან დაკავშირებით
რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - სპეციალისტის რჩევები სიცხისდამწევ პრეპარატებთან დაკავშირებით

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი – ეკა უბე­რი დე­დებს სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვებს აძ­ლევს:

- მაქ­სი­მა­ლუ­რი და მი­ნი­მა­ლუ­რი დოზა აწე­რია იბუპრო­ფენს... იბუპრო­ფე­ნის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სი­ცხის დამ­წე­ვი, ან რო­გორც ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის. ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მიზ­ნით მი­ღე­ბუ­ლი იბუპრო­ფე­ნი ნორ­მა­ლურ, ჩვე­ულ ტემ­პე­რა­ტუ­რას ქვე­ვით არ აგ­დებს, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია დო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ასა­კობ­რი­ვი ნორ­მე­ბის დაც­ვა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია იბუპრო­ფე­ნის ეფექ­ტურ დო­ზა­ზე, გათ­ვლი­ლია წო­ნა­ზე, თუმ­ცა არა ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. სა­სურ­ვე­ლია, რომ პა­ცი­ენ­ტებ­მა ექიმ­თან გა­ი­ა­რონ დო­ზი­რე­ბა... სი­ცხის დამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა და­საშ­ვე­ბია არა უმე­ტეს ოთხჯერ დღე­ში. ეს ეხე­ბა რო­გორც პა­რა­ცე­ტა­მოლს, ასე­ვე იბუპრო­ფენს ერ­თად აღე­ბულს. იბუპრო­ფე­ნის მი­ღე­ბის შუ­ა­ლე­დე­ბი მკაც­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი და მი­ნი­მუმ 6-7 სა­ა­თი უნდა იყოს. ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა მხო­ლოდ სწო­რი დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სხვა­თა შო­რის უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბია და­დე­ბუ­ლი, როცა იბუპრო­ფე­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მი­ღე­ბა და ხანგძლი­ვად ხმა­რე­ბა (ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ბავ­შვებს არ ეხე­ბა) პო­ტენ­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად არის მიჩ­ნე­უ­ლი. ზო­გა­დად ით­ვლე­ბა რომ ლორ­წო­ვანს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კუ­ჭის ლორ­წო­ვანს აღი­ზი­ა­ნებს და ამი­ტო­მაც მე­დი­ცი­ნა­ში ცნო­ბი­ლია ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყლუ­ლი. კუ­ჭის და თორ­მეტ­გო­ჯას წყლუ­ლის. ამი­ტო­მაც ყვე­ლა მე­დი­კა­მენტს და მათ შო­რის იბუპრო­ფენ­საც თა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი აქვს, რომ­ლის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

- როცა სი­ცხე დაბ­ლა არ ჩა­მო­დის, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი?

- სი­ცხე დაბ­ლა არ ჩა­მო­დის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში. იბუპრო­ფენს რთუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხე­ე­ბი პირ­ვე­ლი 24-48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვირუ­სი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად შუ­ა­ლე­დე­ბი სი­ცხე­ებს შო­რის მოკ­ლეა. სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბაა და­სა­ნიშ­ნი (ძი­რი­თად მკურ­ნა­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ)... რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ცხე­ე­ბი? - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია და სხვა... ანუ ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია და­სად­გე­ნი, რა­ტომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წევ პრე­პა­რა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა...

სა­ერ­თოდ ოც­დათ­ვრა­მეტ-ნა­ხევ­რამ­დე სი­ცხის დამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტი არ ეძ­ლე­ვა. თუმ­ცა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში რო­გორც წესი, ოც­დათ­ვრა­მე­ტი­დან აძ­ლე­ვენ და ასეც შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო რე­კო­მენ­და­ცია არის ოც­დათ­ვრა­მეტ-ნა­ხე­ვა­რი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა... რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ინ­სტრუქ­ცი­ა­ში წე­რია მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზე­ბი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი, ეფექ­ტუ­რი დოზა არის წო­ნის მი­ხედ­ვით. ასა­კის მი­ხედ­ვით არ არის, წო­ნის მი­ხედ­ვით არის დო­ზი­რე­ბა. უხე­შად რომ ვთქვათ, სა­შუ­ა­ლოდ ათ­კი­ლო­ი­ან ბავ­შვს მი­ახ­ლო­ე­ბით ოთხ-ნა­ხე­ვა­რი, ხუთი მი­ლი­ლიტ­რი ეყო­ფა.

ნურო­ფე­ნი ერთ-ერთი და­სა­ხე­ლე­ბაა იბუპრო­ფე­ნის და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა. სა­ვაჭ­რო და­სა­ხე­ლე­ბაა იბუპრო­ფე­ნის. თუმ­ცა იბუპრო­ფე­ნი სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბი­თაც გა­მო­დის. უბ­რა­ლოდ ახლა არ მსურს და­ვა­სა­ხე­ლო ის წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იგი­ვე იბუპრო­ფე­ნია... ნურო­ფე­ნის სირო­ფის შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა წო­ნის ნა­ხე­ვარ­ზე. აქაც სა­სურ­ვე­ლია, რომ მშო­ბელ­მა დო­ზე­ბი ექიმ­თან გა­და­ა­მოწ­მოს. ნურო­ფე­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა დო­ზამ შე­საძ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე კუ­ჭის და თორ­მეტ­გო­ჯას წყლუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა... ყვე­ლა მე­დი­კა­მენტს და მათ შო­რის ნურო­ფენს, ჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა და სწო­რი დო­ზი­რე­ბა... ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლა რომ არ იწევს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი დოზა უნდა მის­ცეს მშო­ბელ­მა. მაქ­სი­მუ­მია სამ­ჯერ დღე­ში, შუ­ა­ლე­დი უნდა იყოს 6-7 სა­ა­თი... ფი­ზი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ბავ­შვის გა­დაგ­რი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად თბი­ლი წყლის აბა­ზა­ნა. წყა­ლი უკვე სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უფრო და­ბა­ლია და კარ­გად გა­მო­ი­ტანს ტემ­პე­რა­ტუ­რას ორ­გა­ნიზ­მი­დან. თუმ­ცა ეს ეფექ­ტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დრო­ე­ბი­თია... უნდა დად­გინ­დეს მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სი­ცხის დამ­წევ პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად, სხვა პრე­პა­რა­ტე­ბის ჩარ­თვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ნურო­ფე­ნის ზედ­მე­ტი დოზა კი და­უშ­ვე­ბე­ლია!

- რას გვე­ტყვით ინ­ფექ­ცი­ებ­თან და გრი­პის ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით?... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - სპეციალისტის რჩევები სიცხისდამწევ პრეპარატებთან დაკავშირებით

რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - სპეციალისტის რჩევები სიცხისდამწევ პრეპარატებთან დაკავშირებით

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ეკა უბერი დედებს სიცხის დამწევ საშუალებებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს:

- მაქსიმალური და მინიმალური დოზა აწერია იბუპროფენს... იბუპროფენის მიღება შესაძლებელია როგორც სიცხის დამწევი, ან როგორც ტკივილგამაყუჩებლის. ტკივილგამაყუჩებელი მიზნით მიღებული იბუპროფენი ნორმალურ, ჩვეულ ტემპერატურას ქვევით არ აგდებს, მაგრამ ინდივიდუალურია და აუცილებელია დოზის გათვალისწინება და ასაკობრივი ნორმების დაცვა. როდესაც საუბარია იბუპროფენის ეფექტურ დოზაზე, გათვლილია წონაზე, თუმცა არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სასურველია, რომ პაციენტებმა ექიმთან გაიარონ დოზირება... სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება დასაშვებია არა უმეტეს ოთხჯერ დღეში. ეს ეხება როგორც პარაცეტამოლს, ასევე იბუპროფენს ერთად აღებულს. იბუპროფენის მიღების შუალედები მკაცრად არის განსაზღვრული და მინიმუმ 6-7 საათი უნდა იყოს. ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა მხოლოდ სწორი დოზირების შემთხვევაში.

სხვათა შორის უახლესი კვლევებია დადებული, როცა იბუპროფენის გადაჭარბებული მიღება და ხანგძლივად ხმარება (ეს რასაკვირველია ბავშვებს არ ეხება) პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული. ზოგადად ითვლება რომ ლორწოვანს, განსაკუთრებით კი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და ამიტომაც მედიცინაში ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული წყლული. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის. ამიტომაც ყველა მედიკამენტს და მათ შორის იბუპროფენსაც თავის უსაფრთხოების ზომები აქვს, რომლის დაცვა აუცილებელი პირობაა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- როცა სიცხე დაბლა არ ჩამოდის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- სიცხე დაბლა არ ჩამოდის რამდენიმე შემთხვევაში. იბუპროფენს რთულად ექვემდებარება სიცხეები პირველი 24-48 საათის განმავლობაში, როდესაც ვირუსი ახალი დაწყებულია. შესაბამისად შუალედები სიცხეებს შორის მოკლეა. სწორი მკურნალობაა დასანიშნი (ძირითად მკურნალობას ვგულისხმობ)... რით არის გამოწვეული სიცხეები? - ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია და სხვა... ანუ ძირითადი მიზეზია დასადგენი, რატომ არ ექვემდებარება სიცხის დამწევ პრეპარატებს ტემპერატურა...

საერთოდ ოცდათვრამეტ-ნახევრამდე სიცხის დამწევი პრეპარატი არ ეძლევა. თუმცა ქართულ რეალობაში როგორც წესი, ოცდათვრამეტიდან აძლევენ და ასეც შეიძლება. თუმცა სამედიცინო რეკომენდაცია არის ოცდათვრამეტ-ნახევარი და მაღალი ტემპერატურა... როგორც მოგახსენეთ, ინსტრუქციაში წერია მინიმალური დოზები, თუმცა რეალური, ეფექტური დოზა არის წონის მიხედვით. ასაკის მიხედვით არ არის, წონის მიხედვით არის დოზირება. უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ ათკილოიან ბავშვს მიახლოებით ოთხ-ნახევარი, ხუთი მილილიტრი ეყოფა.

ნუროფენი ერთ-ერთი დასახელებაა იბუპროფენის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. სავაჭრო დასახელებაა იბუპროფენის. თუმცა იბუპროფენი სხვადასხვა დასახელებითაც გამოდის. უბრალოდ ახლა არ მსურს დავასახელო ის წამლები, რომლებიც იგივე იბუპროფენია... ნუროფენის სიროფის შემთხვევაში ინიშნება წონის ნახევარზე. აქაც სასურველია, რომ მშობელმა დოზები ექიმთან გადაამოწმოს. ნუროფენის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ასევე კუჭის და თორმეტგოჯას წყლული განვითარება და მრავალი პრობლემა... ყველა მედიკამენტს და მათ შორის ნუროფენს, ჭირდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და სწორი დოზირება... ტემპერატურა დაბლა რომ არ იწევს, ეს არ ნიშნავს, რომ გაორმაგებული დოზა უნდა მისცეს მშობელმა. მაქსიმუმია სამჯერ დღეში, შუალედი უნდა იყოს 6-7 საათი... ფიზიკური საშუალებითაც შეიძლება მოხდეს ბავშვის გადაგრილება. მაგალითად თბილი წყლის აბაზანა. წყალი უკვე სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალია და კარგად გამოიტანს ტემპერატურას ორგანიზმიდან. თუმცა ეს ეფექტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დროებითია... უნდა დადგინდეს მიზეზი, რის გამოც აქვს მაღალი ტემპერატურა და სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთად, სხვა პრეპარატების ჩართვაც შესაძლებელია. ნუროფენის ზედმეტი დოზა კი დაუშვებელია!

- რას გვეტყვით ინფექციებთან და გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით?... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი