პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიუნდაი ავტო საქართველო" კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, "სიტროენ ჯორჯიას" სარჩელი დაუშვებლად ცნოს
 "ჰიუნდაი ავტო საქართველო" კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, "სიტროენ ჯორჯიას" სარჩელი დაუშვებლად ცნოს

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან და ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში, შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს მიერ, პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ზუს­ტი, მცდა­რი და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლეთ რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ, რიგ და­მო­უ­კი­დე­ბელ, კომ­პა­ნას შო­რის არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის "კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბა".

გარ­და იმ ფაქ­ტი­სა, რომ შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სს "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლოს­თან" და არც სარ­ჩელ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მარ­თე­ბა­ში არ­ცერთ ას­პექ­ტში არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არის აბ­სურ­დუ­ლი, გა­ურ­კვე­ველ და მცდარ ფაქ­ტე­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, გვსურს ხაზი გა­ვუს­ვათ რამ­დე­ნი­მე ნი­უ­ანსს:

1. შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს სა­ჩი­ვა­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აქვს 25 ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ან/და გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი 24 ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა;

2. დარ­ჩე­ნი­ლი 1 ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, უდა­ვოდ სწო­რია, რომ შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია" რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იქნა მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ესტრში 2016 წლის 20 მა­ი­სი­დან და მის ამო­ნა­წერ­ში მი­თი­თე­ბულ ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა.

3. უდა­ვოა, რომ საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს და "Automobiles Citroen SA" გან­ცხა­დე­ბით, შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია" არას­დროს არ წარ­მო­ად­გენ­და სიტ­რო­ე­ნის ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს და მას არა­ნა­ი­რი სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია Automobiles Citroen SA-სთან და აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა (ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე ცენ­ტრი), რომ­ლი­თაც ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

4. ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს, ჯამ­ში 5 ტენ­დერ­ში და 2 გა­მარ­ტი­ვე­ბულ შეს­ყიდ­ვა­ში, სა­ი­და­ნაც გა­ი­მარ­ჯვა 3 ტენ­დერ­ში. ასე­ვე, მას­თან ორი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და, მაგ­რამ მის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის: სსიპ "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი"-ს, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა"-ს, შპს "EXPRESS"-ის, შპს "ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი"-ს მიერ, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შავ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლია. და­ნარ­ჩე­ნი 2 (ორი) ტენ­დერ­თან მი­მარ­თე­ბა­ში - 1 ტენ­დე­რი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და მისი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია და 1 ტენ­დე­რი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­წყდა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვე­ბა­დე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მომ­ჩი­ვა­ნის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჩივ­რის შე­ტა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლის და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას, მის სა­კუ­თარ ვიწ­რო ინ­ტე­რე­სებს და არა­ფე­რი სა­ერ­თო არ გა­აჩ­ნია კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას­თან ან/და მო­პა­სუ­ხე ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს შო­რის რა­ი­მე სა­ხის უკა­ნო­ნო შე­თან­ხმე­ბის არ­სე­ბო­ბას­თან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით გი­ორ­გო­ბი­ან­მა: "ეს ჰგავს შე­თხზულ ის­ტო­რი­ას. ტენ­დერე­ბის დროს, კომ­პა­ნი­ებს შო­რის ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ვთვლით, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ და ასე­ვე, იმ ხუთ­მა კომ­პა­ნი­ამ, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში შე­სა­გე­ბე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ. სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­თხო­ვა ჩვე­ნი პო­ზი­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც, შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-მ წა­რად­გი­ნა. ახლა არის სტა­დია, რო­დე­საც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ უნდა გა­და­წყვი­ტოს ეს დავა.

სს "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო" მო­უ­წო­დებს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს, და­უშ­ვებ­ლად ცნოს შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია"-ს სარ­ჩე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის ფსევ­დო პატ­რი­ო­ტე­ბის ჯგუ­ფის მიერ შე­თხზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ "რე­კე­ტის" მცდე­ლო­ბას. რაც, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მან­კი­ერ პრაქ­ტი­კას წარ­მო­ად­გენ­და".

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან შე­თხზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ატა­რებს სე­რი­ო­ზულ რე­პუ­ტა­ცი­ულ და ფი­ნან­სურ რის­კებს, ქვე­ყა­ნა ვერ აც­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ნანსს.

"პრო­ცე­სებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ერ­თვე­ბი­ან მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და მათი ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბი, რაც, სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მი­ა­ნი იმი­ჯის შე­ლახ­ვის და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უ­ა­რე­სე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მრა­ვა­ლი წე­ლია ოპე­რი­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­დახ­დი­ლი აქვთ და კი­დევ იხ­დი­ან ათო­ბით მი­ლი­ონ ლარს ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში, სა­სა­ქონ­ლო მა­რა­გებ­ში და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავთ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს ჩვენს არ­გუ­მენ­ტებს და არ გა­დად­გამს ისეთ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბიზ­ნეს გა­რე­მოს და­ა­ზა­რა­ლებს", - აღ­ნიშ­ნა სს "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მომ­ღე­რალ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, 12 დე­კემ­ბერს, კომ­პა­ნია "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ტენ­დერებს მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იგე­ბენ.

მათ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თეს, რომ შეს­ყიდ­ვის სფე­რო­ში ავ­ტო­ბიზ­ნე­სის მხრი­დან მოქ­მე­დებს კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა და ამა­ში ბრა­ლი 6 კომ­პა­ნი­ას დას­დეს:

1. სს "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო" - კო­რე­უ­ლი ავ­ტო­გი­გან­ტის, - ჰი­უნ­დაი მო­ტორ კომ­პა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რი;

2. შპს "ჯითი მო­ტორ­სი" - ამე­რი­კუ­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის ფორ­დი-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

3. შპს "სტრა­და მო­ტორ­სი" - იტა­ლი­უ­რი კონ­ცერ­ნის "ფიატ"-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

4. შპს "იბე­რია ავტო" - გერ­მა­ნუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის, - ფოლკს­ვა­გე­ნის და შკო­დას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

5. შპს "კია მო­ტორს ჯორ­ჯია" - კო­რე­უ­ლი ავ­ტო­გი­გან­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

6. სს "ფრანს ავტო" - ფრან­გუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის, - "რენო"-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

(R)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჰიუნდაი ავტო საქართველო" კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, "სიტროენ ჯორჯიას" სარჩელი დაუშვებლად ცნოს

 "ჰიუნდაი ავტო საქართველო" კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, "სიტროენ ჯორჯიას" სარჩელი დაუშვებლად ცნოს

სააქციო საზოგადოება "ჰიუნდაი ავტო საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ ბოლო პერიოდში, შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს მიერ, პრესის მეშვეობით გაკეთებული არაზუსტი, მცდარი და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თითქოს, საქართველოში მოქმედ, რიგ დამოუკიდებელ, კომპანას შორის არსებობს რაიმე სახის "კარტელური გარიგება".

გარდა იმ ფაქტისა, რომ შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს აღნიშნული განცხადება სს "ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან" და არც სარჩელში დასახელებული სხვა კომპანიების მიმართებაში არცერთ ასპექტში არ შეესაბამება სიმართლეს, არის აბსურდული, გაურკვეველ და მცდარ ფაქტეზე დამყარებული, გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე ნიუანსს:

1. შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს საჩივარი დაფუძნებული აქვს 25 ფაქტობრივ გარემოებაზე, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ან/და განზრახ დამახინჯებულად არის წარმოჩენილი 24 ფაქტობრივი გარემოება;

2. დარჩენილი 1 ფაქტობრივი გარემოება, უდავოდ სწორია, რომ შპს "სიტროენ ჯორჯია" რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 20 მაისიდან და მის ამონაწერში მითითებულ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება.

3. უდავოა, რომ საფრანგეთის საელჩოს და "Automobiles Citroen SA" განცხადებით, შპს "სიტროენ ჯორჯია" არასდროს არ წარმოადგენდა სიტროენის ოფიციალურ დილერს და მას არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია Automobiles Citroen SA-სთან და აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ავტომობილების მომსახურე ცენტრი), რომლითაც ის განახორციელებდა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას.

4. ასევე დადასტურებულია, რომ შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს მონაწილეობა მიღებული აქვს, ჯამში 5 ტენდერში და 2 გამარტივებულ შესყიდვაში, საიდანაც გაიმარჯვა 3 ტენდერში. ასევე, მასთან ორი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაციების: სსიპ "საქართველოს ეროვნული ბანკი"-ს, შპს "საქართველოს ფოსტა"-ს, შპს "EXPRESS"-ის, შპს "ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრი"-ს მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში შეყვანილია. დანარჩენი 2 (ორი) ტენდერთან მიმართებაში - 1 ტენდერიდან განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია და 1 ტენდერი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვებადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივანის მიერ აღნიშნული საჩივრის შეტანა ემსახურება კონკურენტი კომპანიების სახელის და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მის საკუთარ ვიწრო ინტერესებს და არაფერი საერთო არ გააჩნია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევასთან ან/და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის რაიმე სახის უკანონო შეთანხმების არსებობასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა დავით გიორგობიანმა: "ეს ჰგავს შეთხზულ ისტორიას. ტენდერების დროს, კომპანიებს შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენციაა. ვთვლით, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ასევე, იმ ხუთმა კომპანიამ, კონკურენციის სააგენტოში შესაგებელი შევიტანეთ. სააგენტომ ოფიციალურად მოითხოვა ჩვენი პოზიცია იმ გარემოებებზე, რომელიც, შპს "სიტროენ ჯორჯია"-მ წარადგინა. ახლა არის სტადია, როდესაც კონკურენციის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს ეს დავა.

სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" მოუწოდებს კონკურენციის სააგენტოს, დაუშვებლად ცნოს შპს "სიტროენ ჯორჯია"-ს სარჩელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება ბიუჯეტის ფსევდო პატრიოტების ჯგუფის მიერ შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი კომპანიების წინააღმდეგ ე.წ "რეკეტის" მცდელობას. რაც, საქართველოს უახლესი ისტორიის მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენდა".

მისივე თქმით, აღნიშნული საქმის წარმოების შემთხვევაში, რადგან შეთხზული ბრალდებები ატარებს სერიოზულ რეპუტაციულ და ფინანსურ რისკებს, ქვეყანა ვერ აცდება საერთაშორისო რეზონანსს.

"პროცესებში აუცილებლად ჩაერთვებიან მწარმოებელი კომპანიები და მათი ქვეყნების დიპლომატიური მისიები, რაც, საქართველოს საქმიანი იმიჯის შელახვის და საინვესტიციო გარემოს გაუარესების საწინდარი იქნება. აღნიშნული კომპანიები მრავალი წელია ოპერირებენ საქართველოში, გადახდილი აქვთ და კიდევ იხდიან ათობით მილიონ ლარს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ახორციელებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, სასაქონლო მარაგებში და დასაქმებული ჰყავთ ასობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ობიექტურად შეაფასებს ჩვენს არგუმენტებს და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს დააზარალებს", - აღნიშნა სს "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა დავით გიორგობიანმა.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ, 12 დეკემბერს, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

მათ კონკურენციის სააგენტოს მიმართეს, რომ შესყიდვის სფეროში ავტობიზნესის მხრიდან მოქმედებს კარტელური შეთანხმება და ამაში ბრალი 6 კომპანიას დასდეს:

1. სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" - კორეული ავტოგიგანტის, - ჰიუნდაი მოტორ კომპანის ოფიციალური დისტრიბუტორი;

2. შპს "ჯითი მოტორსი" - ამერიკული ავტომწარმოებლის ფორდი-ს ოფიციალური წარმომადგენელი;

3. შპს "სტრადა მოტორსი" - იტალიური კონცერნის "ფიატ"-ის ოფიციალური წარმომადგენელი;

4. შპს "იბერია ავტო" - გერმანული მწარმოებლის, - ფოლკსვაგენის და შკოდას ოფიციალური წარმომადგენელი;

5. შპს "კია მოტორს ჯორჯია" - კორეული ავტოგიგანტის ოფიციალური წარმომადგენელი;

6. სს "ფრანს ავტო" - ფრანგული სახელმწიფო ავტომწარმოებლის, - "რენო"-ს ოფიციალური წარმომადგენელი.

(R)

ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა!

"კავეას" "დრაივ ინ" კინოთეატრები ლისზე ივლისში გაიხსნება

ჰიუნდაი ავტო საქართველომ ახალი მოდელი Palisade წარადგინა