პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია

პრო­ექ­ტმა "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" კულ­მი­ნა­ცი­ურ ეტაპს მი­აღ­წია. და­წყე­ბუ­ლია ხმის დათ­ვლა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. უკვე ცნო­ბი­ლია პირ­ვე­ლი სა­მე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ებს შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ. სა­ფე­რა­ვი, რქა­წი­თე­ლი და ქინ­ძმა­რა­უ­ლი - სწო­რედ ეს არის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე ლი­დე­რო­ბენ.

პრო­ექ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო და ხმის მი­ცე­მა 4 თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ექ­ტში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ის ვებგ­ვერ­დზე "allwine.ge"113 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა სა­კუ­თარ რჩე­ულს. პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ამ მო­ა­წყო არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც ღვი­ნის ბრმა დე­გუს­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი და­გე­მოვ­ნე­ბის შე­დე­გად შერ­ჩე­ულ ღვი­ნოს ისე აძ­ლევ­დნენ ხმას, რომ არ იცოდ­ნენ, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა იყო.

15 ოქ­ტომ­ბერს "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე" პირ­ვე­ლი ბრმა დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 40-მდე ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რომ­ლებ­მაც 1 თეთ­რი და 1 წი­თე­ლი ღვი­ნო წა­რად­გი­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში 80-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა წარ­მო­ებ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მო­ე­წყო რო­გორც სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში და ღვი­ნის მა­ღა­ზია allwine-ის სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხე­ებ­ში.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ პრო­ექ­ტში ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩვენ მარ­თლაც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შევ­ძე­ლით. სამ მათ­გან უკვე ვა­სა­ჯა­რო­ვეთ, რად­გან ისი­ნი უპი­რო­ბო ლი­დე­რე­ბი არი­ან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ნარ­ჩენ 7 სა­ხე­ო­ბა­საც გა­მო­ვავ­ლენთ და და­ი­წყე­ბა პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტა­პი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას გუ­ლის­ხმობს. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გაზ­რდაა. ეს არ არის მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი და ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი პრო­ქ­ტი. შერ­ჩე­უ­ლი 10 ღვი­ნო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­დე­ბა და უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­სა­ჩუქ­რე კრე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა," - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი.

რჩე­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვით გა­ი­ყი­დე­ბა მრა­ვალ წერ­ტილ­ში და მათ შო­რის, აე­რო­პორ­ტშიც. ის გახ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ისე უცხო­ე­ლე­ბის­თვის. ტუ­რის­ტე­ბის­თვის ეს დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ მარ­ტი­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი და დარ­წმუნ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოს ტი­ტულს ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.

ღვი­ნის შემ­დე­გი დე­გუს­ტა­ცია გუ­და­ურ­შია და­გეგ­მი­ლი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია

პროექტმა "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" კულმინაციურ ეტაპს მიაღწია. დაწყებულია ხმის დათვლა და გამარჯვებული სახეობების გამოვლენა. უკვე ცნობილია პირველი სამეული, რომლებიც საუკეთესო ღვინოებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებენ. საფერავი, რქაწითელი და ქინძმარაული - სწორედ ეს არის სახეობები, რომლებიც ამ ეტაპზე ლიდერობენ.

პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ხმის მიცემა 4 თვეა მიმდინარეობს. საზოგადოების ჩართულობა პროექტში საკმაოდ მაღალია. ონლაინ რეჟიმში ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე „allwine.ge"113 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა და მისული სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო.

15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებმაც 1 თეთრი და 1 წითელი ღვინო წარადგინეს. საერთო ჯამში 80-მდე სახეობის ღვინის ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა წარმოებდა.

ანალოგიური ბრმა დეგუსტაციები კიდევ რამდენჯერმე მოეწყო როგორც სხვადასხვა ფესტივალზე, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და ღვინის მაღაზია allwine-ის სადეგუსტაციო კუთხეებში.

"მოხარული ვარ, რომ პროექტში ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მართლაც ხალხის რჩეული ღვინის სახეობების გამოვლენა შევძელით. სამ მათგან უკვე ვასაჯაროვეთ, რადგან ისინი უპირობო ლიდერები არიან. მოგვიანებით დანარჩენ 7 სახეობასაც გამოვავლენთ და დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც საუკეთესო მეღვინეების გამოვლენას გულისხმობს. ჩვენი საბოლოო მიზანი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდაა. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება," - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

რჩეული ღვინოები განსაკუთრებული შეფუთვით გაიყიდება მრავალ წერტილში და მათ შორის, აეროპორტშიც. ის გახდება საუკეთესო საჩუქარი როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ტურისტებისთვის ეს დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ მარტივად აღმოაჩინონ საუკეთესო ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოს ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.

ღვინის შემდეგი დეგუსტაცია გუდაურშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობა, ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება