საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან
ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან

"მო­ემ­ზა­დეთ სრუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი შო­კის­თვის! ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ამ საქ­მე­ში ადა­მი­ა­ნის ხელი ერი­ოს, არა­და ადა­მი­ან­მა და­ხა­ტა!" - ამ სი­ტყვე­ბით გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ხა­ტე­ბი, რო­მე­ლიც 75 წლის ქარ­თველ მხატ­ვარს, გუ­რამ დო­ლენ­ჯაშ­ვილს ეკუთ­ვნის. ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი, 20 წელ­ზე მე­ტია სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს - მისი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო აშშ-ში, ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში, შვე­დეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში; მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო პირ­თა კო­ლექ­ცი­ებ­ში.

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს "ფან­ქრის ჯა­დო­ქარ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ვთა­ვა­ზობთ:

- ხუთ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მხატ­ვარს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე სა­ხელ­დე­ბით... "და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ხელ­მა შექ­მნა" - თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვენს ნა­მუ­შევ­რებს?

- ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქება მეს­მის სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან... სტუ­დენ­ტო­ბი­დან დღემ­დე უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა მქო­ნია, ჯილ­დო და პრე­მია მი­მი­ღია, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მი­მიქ­ცე­ვია. ეს მხო­ლოდ ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო და დიდი სტი­მუ­ლი, უკე­თე­სად მე­ხა­ტა. ხალ­ხის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი ნა­ხა­ტე­ბის მი­მართ უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას: იშ­ვი­ა­თად უნ­დათ შრო­მა. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცია, რომ ათას­ნა­ი­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად შექ­მნან ვი­თომ რა­ღაც შე­მოქ­მე­დე­ბა. ამი­სათ­ვის აკე­თე­ბენ პერ­ფო­მან­სებს, ღე­ბა­ვენ ცო­ცხით უზარ­მა­ზარ ტი­ლო­ებს. რაც უფრო სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი. და რა­ტომ­ღაც "თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას" არ­ქმე­ვენ...

სე­რი­ი­დან "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"

გა­საკ­ვი­რია ის, რომ ასე­თი "ორ­სა­ა­თი­ა­ნი შე­დევ­რე­ბით" გა­ჯე­რე­ბუ­ლია "სოტ­ბი­სა" და "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი ას მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად იყი­დე­ბა... ასეთ ვა­კხა­ნა­ლი­ა­ში მკვეთ­რად გა­მო­ი­ყო და შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და ჩემი კლა­სი­კუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ჩემ ნა­ხა­ტებს მე ვერ შე­ვა­ფა­სებ. ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლია დრო! ვნა­ხოთ, ასი-ორა­სი წლის შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, თუ შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას, ესე იგი კარ­გი ყო­ფი­ლა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ძლი­ე­რი სკო­ლა და ტრა­დი­ცი­ე­ბი იყო მხატ­ვრის­თვის, რო­დე­საც თქვენ იწყებ­დით?

- მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, იმ დროს ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში (1962-1968) როცა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ მსოფ­ლიო დო­ნის კო­რი­ფე­ე­ბი: სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე, აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძე, უჩა ჯა­ფა­რი­ძე, ლადო გრი­გო­ლია, ფარ­ნა­ოზ ლა­პი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ კან­დე­ლა­კი... მე­სა­მე კურ­სზე ხატ­ვას მას­წავ­ლი­და პე­ტერ­ბურ­გის ლე­გენ­და­რუ­ლი პე­და­გო­გი ვა­სილ შუ­ხა­ე­ვი (იგი ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად), რო­მე­ლიც პაბ­ლო პი­კა­სოს ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

"ზამ­თა­რი იმე­რეთ­ში"

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს სამი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია არ­სე­ბობ­და: ლე­ნინ­გრა­დის, რი­გის და თბი­ლი­სის. როცა მოს­კო­ვის მა­ნეჟ­ში დიდი სა­კავ­ში­რო გა­მო­ფე­ნე­ბი ეწყო­ბო­და, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და მათი შე­ჯიბ­რი. მე ვარ მოწ­მე იმი­სა, რომ ჩვე­ნი აკა­დე­მია ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში იდგა. მეს­მო­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი ჩვე­ნი მხატ­ვრე­ბის მი­მართ... ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩვენს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას რე­კონ­სტრუქ­ცია რომ უტარ­დე­ბა და ასე ლა­მაზ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ტყვი იმას, რთუ­ლია ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის აკა­დე­მია შე­იქ­მნას, რო­გო­რიც ჩემს დროს იყო. ალ­ბათ ახ­ლან­დე­ლი აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გე­ბი ჩემს მო­საზ­რე­ბას და­ე­თან­ხმე­ბი­ან კი­დეც.

- 20 წელ­ზე მე­ტია სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობთ... ევ­რო­პა­სა და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მეტრს გი­წო­დე­ბენ... თუ მი­ე­ცე­მა ქარ­თველ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტად გა­ეც­ნოს თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას?

- სრუ­ლე­ბი­თაც არ ვა­პი­რებ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას. ქუ­თა­ის­ში მშვე­ნივ­რად ვი­ყა­ვი მო­წყო­ბი­ლი. მქონ­და კარ­გი სა­მუ­შაო გა­რე­მო, დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო. თუკი ვინ­მე უცხო ჩა­მო­ვი­დო­და ქუ­თა­ის­ში, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჩემ­თან მო­ყავ­დათ. სა­ხე­ლოს­ნო­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი იმე­რუ­ლი ხისა და თი­ხის ჭურ­ჭლის მდი­და­რი კო­ლექ­ცია. სტუმ­რებს ვაჩ­ვე­ნებ­დი სლა­ი­დებს, გა­და­ღე­ბულს შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ვუყ­ვე­ბო­დი ჩემს სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლებს, რო­გორ ვნა­დი­რობ­დი ვე­შა­პებ­ზე და ზღვის ლო­მებ­ზე...

ეს იდი­ლია და­მერ­ღვა თბი­ლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ. და­ი­სად­გუ­რა წყვდი­ად­მა ქა­ლაქ­ში. ვცდი­ლობ­დი მბჟუ­ტა­ვი ლამ­პი­სა და სან­თლის შუქ­ზე მე­მუ­შა­ვა. მა­ინც შევ­ქმე­ნი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცია "სა­ქარ­თვე­ლო 1992", რო­მე­ლიც ჯერ არა­ვის უნა­ხავს. მუ­შა­ო­ბის დროს ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დიდი შუქი, რომ და­ვი­ნა­ხო გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შის იქით რო­გორ ლაგ­დე­ბა უწ­მინ­დე­სი, მკრთა­ლი შტრი­ხე­ბი. ამი­ტო­მაც ფაქ­ტი­უ­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დიდი ხნით...

მთვა­რის სო­ნა­ტა

ჩემი ქვეყ­ნი­დამ წას­ვლა იძუ­ლე­ბი­თი იყო. რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვა­ტა­რე მოს­კო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით სახლ "ჩე­ლი­უს­კინ­ში". იქ მშვე­ნი­ე­რი პი­რო­ბე­ბია მხატ­ვრის­თვის. არის ოფორ­ტი­სა და ლი­ტოგ­რა­ფი­ის კარ­გი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კერ­ძო გა­ლე­რე­ებ­ში და მუ­ზე­უ­მებ­ში საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა გა­და­სახ­დე­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყვე­ლა გა­ლე­რეა მიწ­ვევ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო. ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მებ­სა და გა­ლე­რე­ებ­შია და­ცუ­ლი, მაგ­რამ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად მიც­ნო­ბენ...

სე­რი­ი­დან "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"

მე უკვე აქ ვარ, მე­სა­მე წე­ლია თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. მარ­თა­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მივ­ლი­ნე­ბე­ბი და სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლა მი­წევს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დავ­ბრუნ­დი და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბაც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე. პირ­ვე­ლი სა­ან­გა­რი­შო გა­მო­ფე­ნა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან 20 წლის თავ­ზე, თბი­ლის­ში, მხატ­ვრის სახ­ლში 1988 წელს მო­ე­წყო და მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. ბუ­ნებ­რი­ვია ვფიქ­რობ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თო დიდი სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ფე­ნა. მარ­ტში მის­რულ­დე­ბა 75 წელი. რა თქმა უნდა, დროა ჩემი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით და წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა ქვეყ­ნებ­ში შექ­მნი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით, სამ­შობ­ლო­ში ამ დიდი და ახა­ლი გა­მო­ფე­ნით დავ­ბრუნ­დე...

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

დიდებულია

პაატა
0

გეგონება გადახვალ და იმ გაკვალულ თოვლში გაივლი...ბრავო....👏👏👏👏👏

ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან

ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან

"მოემზადეთ სრული კულტურული შოკისთვის! ძნელია დაიჯერო, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ერიოს, არადა ადამიანმა დახატა!" - ამ სიტყვებით გავრცელდა სოციალურ ქსელში ნახატები, რომელიც 75 წლის ქართველ მხატვარს, გურამ დოლენჯაშვილს ეკუთვნის. ქუთაისში დაბადებული ხელოვანი, 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს - მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, ავსტრიაში; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.

AMBEBI.GE-ს მკითხველს "ფანქრის ჯადოქართან" ექსკლუზიურ ინტერვიუს ვთავაზობთ:

- ხუთ თანამედროვე ქართველ მხატვარს შორის პირველ ადგილზე სახელდებით... "დაუჯერებელია, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა" - თქვენი შემოქმედების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა და თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს ნამუშევრებს?

- ეს გადაჭარბებული ქება მესმის საბავშვო ბაღიდან... სტუდენტობიდან დღემდე უამრავი წარმატება მქონია, ჯილდო და პრემია მიმიღია, მაგრამ ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და დიდი სტიმული, უკეთესად მეხატა. ხალხის ასეთი დამოკიდებულება ჩემი ნახატების მიმართ უბრალოდ შეიძლება აიხსნას: იშვიათად უნდათ შრომა. თანამედროვე ხელოვნებაში არსებობს ტენდენცია, რომ ათასნაირი მაქინაციებით და რაც შეიძლება ადვილად შექმნან ვითომ რაღაც შემოქმედება. ამისათვის აკეთებენ პერფომანსებს, ღებავენ ცოცხით უზარმაზარ ტილოებს. რაც უფრო საშინელი იქნება, მით უკეთესი. და რატომღაც "თანამედროვე ხელოვნებას" არქმევენ...

სერიიდან "იმერული ესკიზები"

გასაკვირია ის, რომ ასეთი "ორსაათიანი შედევრებით" გაჯერებულია "სოტბისა" და "კრისტის" აუქციონები. ზოგიერთი ას მილიონ დოლარზე მეტად იყიდება... ასეთ ვაკხანალიაში მკვეთრად გამოიყო და შესამჩნევი გახდა ჩემი კლასიკური, აკადემიური ნამუშევრები. ჩემ ნახატებს მე ვერ შევაფასებ. ყველაზე კარგი შემფასებელია დრო! ვნახოთ, ასი-ორასი წლის შემდეგ რა მოხდება, თუ შემორჩა ისტორიას, ესე იგი კარგი ყოფილა...

- საქართველოში რამდენად ძლიერი სკოლა და ტრადიციები იყო მხატვრისთვის, როდესაც თქვენ იწყებდით?

- მე ძალიან გამიმართლა, იმ დროს ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1962-1968) როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ მსოფლიო დონის კორიფეები: სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, ლადო გრიგოლია, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი... მესამე კურსზე ხატვას მასწავლიდა პეტერბურგის ლეგენდარული პედაგოგი ვასილ შუხაევი (იგი ბოლო წლებში თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად), რომელიც პაბლო პიკასოს ახლო მეგობარი იყო.

"ზამთარი იმერეთში"

საბჭოთა კავშირის დროს სამი სამხატვრო აკადემია არსებობდა: ლენინგრადის, რიგის და თბილისის. როცა მოსკოვის მანეჟში დიდი საკავშირო გამოფენები ეწყობოდა, არაოფიციალურად ხდებოდა მათი შეჯიბრი. მე ვარ მოწმე იმისა, რომ ჩვენი აკადემია ყოველთვის მოწინავეთა რიგებში იდგა. მესმოდა აღფრთოვანებული შეძახილები ჩვენი მხატვრების მიმართ... ძალიან მიხარია ჩვენს სამხატვრო აკადემიას რეკონსტრუქცია რომ უტარდება და ასე ლამაზდება, მაგრამ ვიტყვი იმას, რთულია ისეთი მაღალი დონის აკადემია შეიქმნას, როგორიც ჩემს დროს იყო. ალბათ ახლანდელი აკადემიის პედაგოგები ჩემს მოსაზრებას დაეთანხმებიან კიდეც.

- 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობთ... ევროპასა და უამრავ ქვეყანაში თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრს გიწოდებენ... თუ მიეცემა ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მეტად გაეცნოს თქვენს შემოქმედებას?

- სრულებითაც არ ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას. ქუთაისში მშვენივრად ვიყავი მოწყობილი. მქონდა კარგი სამუშაო გარემო, დიდი შემოქმედებითი სახელოსნო. თუკი ვინმე უცხო ჩამოვიდოდა ქუთაისში, უკლებლივ ყველა ჩემთან მოყავდათ. სახელოსნოში იყო განლაგებული იმერული ხისა და თიხის ჭურჭლის მდიდარი კოლექცია. სტუმრებს ვაჩვენებდი სლაიდებს, გადაღებულს შორეულ აღმოსავლეთში. ვუყვებოდი ჩემს სახიფათო თავგადასავლებს, როგორ ვნადირობდი ვეშაპებზე და ზღვის ლომებზე...

ეს იდილია დამერღვა თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ. დაისადგურა წყვდიადმა ქალაქში. ვცდილობდი მბჟუტავი ლამპისა და სანთლის შუქზე მემუშავა. მაინც შევქმენი სამნაწილიანი კომპოზიცია "საქართველო 1992", რომელიც ჯერ არავის უნახავს. მუშაობის დროს ჩემთვის აუცილებელია დიდი შუქი, რომ დავინახო გამადიდებელი შუშის იქით როგორ ლაგდება უწმინდესი, მკრთალი შტრიხები. ამიტომაც ფაქტიურად გაჩერებული ვიყავი დიდი ხნით...

მთვარის სონატა

ჩემი ქვეყნიდამ წასვლა იძულებითი იყო. რამდენიმე წელი გავატარე მოსკოვის შემოქმედებით სახლ "ჩელიუსკინში". იქ მშვენიერი პირობებია მხატვრისთვის. არის ოფორტისა და ლიტოგრაფიის კარგი სახელოსნოები.

მოგეხსენებათ, კერძო გალერეებში და მუზეუმებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, მაგრამ ყოველთვის ყველა გალერეა მიწვევდა. საზღვარგარეთ ამ ხნის მანძილზე უამრავი გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებშია დაცული, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სამწუხაროდ, ნაკლებად მიცნობენ...

სერიიდან "იმერული ესკიზები"

მე უკვე აქ ვარ, მესამე წელია თბილისში ვცხოვრობ. მართალია შემოქმედებითი მივლინებები და საზღვარგარეთ გასვლა მიწევს, მაგრამ ძირითადად დავბრუნდი და ჩემი შემოქმედებაც თბილისში ჩამოვიტანე. პირველი საანგარიშო გამოფენა, სამხატვრო აკადემიის დამთავრებიდან 20 წლის თავზე, თბილისში, მხატვრის სახლში 1988 წელს მოეწყო და მას შემდეგ საქართველოში არც ერთ გამოფენაზე მონაწილეობა არ მიმიღია. ბუნებრივია ვფიქრობ და აუცილებლად უნდა გავაკეთო დიდი საიუბილეო გამოფენა. მარტში მისრულდება 75 წელი. რა თქმა უნდა, დროა ჩემი ახალი ნამუშევრებით და წლების მანძილზე სხვა ქვეყნებში შექმნილი შემოქმედებით, სამშობლოში ამ დიდი და ახალი გამოფენით დავბრუნდე...

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE