საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში
"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში

დონ უოტ­სო­ნი სექ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტში გა­ი­ზარ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით "ღმერ­თის შვი­ლე­ბი". ამ კულ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი როუზ მა­კგო­ვა­ნი და ხო­ა­კინ ფე­ნიქ­სიც.

კულ­ტში დო­ნიც, ისე­ვე რო­გორც ათა­სო­ბით სხვა ბავ­შვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო ყო­ველ­დღი­უ­რად, თუმ­ცა მხო­ლოდ კულ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ძა­ლა­დო­ბა არ იყო ნორ­მა­ლუ­რი.

"რო­გორც თქვენ ის­წავ­ლეთ მცი­რე ასაკ­ში, რომ კბი­ლე­ბი უნდა გა­გე­ხე­ხათ, ისე გვას­წავ­ლიდ­ნენ ჩვენც, რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სექ­სი.

გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ სექ­სით უნდა გა­მოგ­ვე­ხა­ტა", - ამ­ბობს დონი.

ბავ­შვებ­სა და ზრდას­რუ­ლებ­ზე კულ­ტში ძა­ლა­დო­ბენ სექ­სუ­ა­ლუ­რად, ემო­ცი­უ­რად, სუ­ლი­ე­რად.

"ღმერ­თის შვი­ლე­ბი" დე­ვიდ ბრენ­დტ ბერ­გმა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰან­ტინგტონ­ში 1968 წელს და­ა­არ­სა. 1972 წელს უკვე 130 დაჯ­გუ­ფე­ბა არ­სე­ბობ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის - ბრა­ზი­ლი­ა­შიც, სა­დაც დონ უოტ­სო­ნი გა­ი­ზარ­და.

ბერ­გი მიმ­დევ­რებს არ­წმუ­ნებ­და, რომ ღმერ­თის კაცი იყო.

"ის სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დობ­და. ბერ­გი, ვიდ­რე სა­კუ­თარ კულტს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებ­და, ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­აგ­დეს, რად­გან სურ­და, ბევ­რი ცოლი ჰყო­ლო­და. არ იცო­და, რო­გორ ეცხოვ­რა ერთ ქალ­თან ერ­თად," - ჰყვე­ბა დონი.

ბავ­შვებს მო­უ­წო­დებ­დნენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ისი­ნი იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ვერც კი იაზ­რებ­დნენ, რას აკე­თებ­დნენ.

29 წლის დო­ნის თქმით, მისი დედა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ მის შვილ­ზე უფ­რო­სი მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ. კულ­ტში ზრუ­ნავ­დნენ, ქა­ლე­ბი ისე და­ე­საქ­მე­ბი­ნათ, რომ სამ­სა­ხუ­რის გამო შვი­ლე­ბის­გან შორს ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

"გვეკ­რძა­ლე­ბო­და სწავ­ლა, წიგ­ნე­ბის კი­თხვა. მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია უნდა მიგ­ვე­ღო, რა­საც კულ­ტში გვას­წავ­ლიდ­ნენ," - იხ­სე­ნებს დონი.

რო­დე­საც გო­გო­ნას 13 წელი შე­უს­რულ­და, მიხ­ვდა, რომ მათი "რე­ლი­გია" ნორ­მა­ლუ­რი არ იყო და მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, გა­რე­სამ­ყა­რო გა­ეც­ნო, კულტს გას­ცლო­და.

"მათი და­ტო­ვე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, სა­ში­ში, უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ემო­ცია მქონ­და," - აღ­ნიშ­ნავს დონი.

გაქ­ცე­ვის შემ­დეგ კი თავ­შე­სა­ფა­რი ამა­ვე კულ­ტის ყო­ფილ წევ­რებ­თან იპო­ვა.

15 წლი­სა იყო, რო­დე­საც დე­დას და­უ­კავ­შირ­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ დე­დას ეპო­ვა ძალა, კულ­ტის­თვის თავი და­ეღ­წია.

"სა­ბო­ლო­ოდ, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, სახ­ლში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ეს ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის შან­სი იყო," - ამ­ბობს დონი.

სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 2014 წელს ისა­უბ­რა, ახლა კი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ცდი­ლობს, და­ეხ­მა­როს სხვებს, ვი­საც მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­უვ­ლია. დონ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "დონ უოტ­სო­ნის ინ­სტი­ტუ­ტი"და­ა­არ­სა.

"ახლა მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვი­სუფ­ლად ვსა­უბ­რობ. ეს მე ვარ და არ მრცხვე­ნია ჩემი წარ­სუ­ლის," - აცხა­დებს კულ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი.

წყა­რო http://metro.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში

"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში

დონ უოტსონი სექსის საერთაშორისო კულტში გაიზარდა, სახელწოდებით "ღმერთის შვილები". ამ კულტის წევრები იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები როუზ მაკგოვანი და ხოაკინ ფენიქსიც.

კულტში დონიც, ისევე როგორც ათასობით სხვა ბავშვი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ყოველდღიურად, თუმცა მხოლოდ კულტის დატოვების შემდეგ მიხვდა, რომ ძალადობა არ იყო ნორმალური.

"როგორც თქვენ ისწავლეთ მცირე ასაკში, რომ კბილები უნდა გაგეხეხათ, ისე გვასწავლიდნენ ჩვენც, როგორი აუცილებელი იყო სექსი.

გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთი სიყვარულია და ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ სექსით უნდა გამოგვეხატა", - ამბობს დონი.

ბავშვებსა და ზრდასრულებზე კულტში ძალადობენ სექსუალურად, ემოციურად, სულიერად.

"ღმერთის შვილები" დევიდ ბრენდტ ბერგმა კალიფორნიაში, ქალაქ ჰანტინგტონში 1968 წელს დააარსა. 1972 წელს უკვე 130 დაჯგუფება არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ბრაზილიაშიც, სადაც დონ უოტსონი გაიზარდა.

ბერგი მიმდევრებს არწმუნებდა, რომ ღმერთის კაცი იყო.

"ის საკუთარ შვილებზე ძალადობდა. ბერგი, ვიდრე საკუთარ კულტს ჩამოაყალიბებდა, ეკლესიიდან გამოაგდეს, რადგან სურდა, ბევრი ცოლი ჰყოლოდა. არ იცოდა, როგორ ეცხოვრა ერთ ქალთან ერთად," - ჰყვება დონი.

ბავშვებს მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ სექსუალურ აქტებში, იმის მიუხედავად, რომ ისინი იმდენად პატარები იყვნენ, ვერც კი იაზრებდნენ, რას აკეთებდნენ.

29 წლის დონის თქმით, მისი დედა ვერ აცნობიერებდა, რომ მის შვილზე უფროსი მამაკაცები ძალადობდნენ. კულტში ზრუნავდნენ, ქალები ისე დაესაქმებინათ, რომ სამსახურის გამო შვილებისგან შორს ყოფილიყვნენ.

"გვეკრძალებოდა სწავლა, წიგნების კითხვა. მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა მიგვეღო, რასაც კულტში გვასწავლიდნენ," - იხსენებს დონი.

როდესაც გოგონას 13 წელი შეუსრულდა, მიხვდა, რომ მათი "რელიგია" ნორმალური არ იყო და მისთვის აუცილებელი გახდა, გარესამყარო გაეცნო, კულტს გასცლოდა.

"მათი დატოვება ძალიან ძნელი იყო, საშიში, უამრავი სხვადასხვა ემოცია მქონდა," - აღნიშნავს დონი.

გაქცევის შემდეგ კი თავშესაფარი ამავე კულტის ყოფილ წევრებთან იპოვა.

15 წლისა იყო, როდესაც დედას დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ დედას ეპოვა ძალა, კულტისთვის თავი დაეღწია.

"საბოლოოდ, საშუალება მომეცა, სახლში დავბრუნებულიყავი, ეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი იყო," - ამბობს დონი.

საკუთარი წარსულის შესახებ პირველად 2014 წელს ისაუბრა, ახლა კი საკუთარი გამოცდილებით ცდილობს, დაეხმაროს სხვებს, ვისაც მსგავსი ტრაგიკული ცხოვრება გამოუვლია. დონმა საქველმოქმედო ორგანიზაცია "დონ უოტსონის ინსტიტუტი"დააარსა.

"ახლა მე ამ ყველაფერზე თავისუფლად ვსაუბრობ. ეს მე ვარ და არ მრცხვენია ჩემი წარსულის," - აცხადებს კულტის ყოფილი წევრი.

წყარო http://metro.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს