მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?
ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?

"ვუ­ძღვნი დე­და­ჩემს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აგ­რო­ვებ­და და მა­მა­ჩემს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ალა­გებ­და ოთახს" - ასე­თია ეპიგ­რა­ფი ნორა რო­ბერტსის რო­მა­ნი­სა "კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი", რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე ახ­ლა­ხანს ითარ­გმნა. რო­მა­ნი "პა­ლიტ­რა L-მა" გა­მოს­ცა სე­რი­ის "წლის ბესტსე­ლე­რის" ფარ­გლებ­ში. თარ­გმა­ნი კი კონ­სტან­ტი­ნე შარ­ვა­ში­ძეს ეკუთ­ვნის.

რო­მან­მა მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. მას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სე­ბიც.

"პი­როვ­ნუ­ლად ძლი­ე­რი, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი, ოს­ტა­ტუ­რად და­ხა­ტუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი - ულა­მა­ზე­სი სო­ცი­ო­პა­თი მკვლე­ლი და უგუ­ლო გან­დე­გი­ლი-მი­ლი­ო­ნე­რი - ფა­ბერ­ჟეს შე­დევ­რის დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ის­ტო­რია და სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მკი­თხველს მუდ­მივ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ამ­ყო­ფებს. "კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი" რო­ბერტსის კი­დევ ერთი სა­ნი­მუ­შო რო­მა­ნია" - სწო­რედ ასე ახა­სი­ა­თებს რო­მანს Library Journal.

"შთამ­ბეჭ­და­ვი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი რო­მა­ნია - მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­ე­წყვეთ და დატ­კბით" - გირ­ჩევთ New York Times. Sunday Times კი გაფრ­თხი­ლებთ - "გა­ჩე­რე­ბა არ მო­გინ­დე­ბათ, სა­ნამ არ და­ას­რუ­ლებთ".

რაც შე­ე­ხე­ბა ნორა რო­ბერტსს, ის ნიუ-იორ­კის #1 ბესტსე­ლე­რე­ბის ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რია. რო­ბერტსი პირ­ვე­ლი მწე­რა­ლია, რო­მელ­საც აქვს თით­ქმის ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ჯილ­დო რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის რო­მა­ნე­ბის­თვის. მის 214 რო­მანს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სე­რია დე­ტექ­ტივ ევა და­ლა­სის შე­სა­ხებ, ფსევ­დო­ნი­მით ჯეი. დი. რობი. დღეს­დღე­ო­ბით გა­ყი­დუ­ლია ნორა რო­ბერტსის 500 მი­ლი­ონ­ზე მეტი წიგ­ნი. პირ­ვე­ლი ავ­ტო­რია, ვინც RWA-ს "დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში" შე­იყ­ვა­ნეს. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია RWA Lifetime Achievement Award-ის პრე­მი­ით; სხვა­დას­ხვა დროს მი­ღე­ბუ­ლი აქვს პრე­მი­ე­ბი: Quill Award ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის წიგ­ნი" და RITA Award ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი სიყ­ვა­რულ­ზე". ნორა რო­ბერტსის წიგ­ნე­ბი 34 სხვა­დას­ხვა ენა­ზე ყო­ველ 1 წუთ­ში იყი­დე­ბა. მის ყვე­ლა წიგნს თუ და­ა­წყობთ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ის გა­ი­ჭი­მე­ბა ამე­რი­კის მან­ძილ­ზე, ნიუ იორ­კი­დან ლოს ან­ჯე­ლე­სამ­დე 18-ჯერ.

ნო­რას თა­ვის მკი­თხველ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. იგი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც თა­ვის მკი­თხვე­ლებს ინ­ტერ­ნე­ტით და­უ­კავ­შირ­და. სა­იტს Noraroberts.com 140 000 სტუ­მა­რი ჰყავს თვე­ში.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ნორა რო­ბერტსს "კო­ლექ­ცი­ო­ნე­რამ­დეც" იც­ნობ­და. ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია მწერ­ლის კი­დევ ერთი რო­მა­ნი "მა­ტყუ­ა­რა", რო­მე­ლიც ასე­ვე "პა­ლიტ­რა L-მა" გა­მოს­ცა.

სე­რი­ა­ში "წლის ბესტსე­ლე­რი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც "კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი" გა­მო­ი­ცა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მკი­თხველს უახ­ლე­სი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს სთა­ვა­ზობს. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი და ავ­ტო­რი არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. ბუ­კე­რის, ნო­ბე­ლის, პუ­ლი­ცე­რის, გონ­კუ­რე­ბის, IMPAC-ის, სერ­ვან­ტე­სის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლე­ბი და წიგ­ნე­ბი კრი­ტი­კო­სებ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­ა­ფა­სეს და წლის ბესტსე­ლე­რე­ბად აღი­ა­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?

ვინ არის ავტორი, რომელსაც 214 რომანი აქვს დაწერილი და მისი რომანები წუთში ერთხელ იყიდება?

"ვუძღვნი დედაჩემს, რომელიც ყველაფერს აგროვებდა და მამაჩემს, რომელიც ყოველთვის ალაგებდა ოთახს" - ასეთია ეპიგრაფი ნორა რობერტსის რომანისა "კოლექციონერი", რომელიც ქართულ ენაზე ახლახანს ითარგმნა. რომანი "პალიტრა L-მა" გამოსცა სერიის "წლის ბესტსელერის" ფარგლებში. თარგმანი კი კონსტანტინე შარვაშიძეს ეკუთვნის.

რომანმა მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო მასშტაბით. მას დადებითად აფასებენ ლიტერატურის კრიტიკოსებიც.

„პიროვნულად ძლიერი, თუმცა წინააღმდეგობებით აღსავსე შეყვარებული წყვილი, ოსტატურად დახატული უარყოფითი პერსონაჟები - ულამაზესი სოციოპათი მკვლელი და უგულო განდეგილი-მილიონერი - ფაბერჟეს შედევრის დაწვრილებითი ისტორია და სიუჟეტი, რომელიც მკითხველს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. „კოლექციონერი" რობერტსის კიდევ ერთი სანიმუშო რომანია" - სწორედ ასე ახასიათებს რომანს Library Journal.

„შთამბეჭდავი, ამაღელვებელი რომანია - მოხერხებულად მოეწყვეთ და დატკბით" - გირჩევთ New York Times. Sunday Times კი გაფრთხილებთ - „გაჩერება არ მოგინდებათ, სანამ არ დაასრულებთ".

რაც შეეხება ნორა რობერტსს, ის ნიუ-იორკის #1 ბესტსელერების ამერიკელი ავტორია. რობერტსი პირველი მწერალია, რომელსაც აქვს თითქმის ყველა არსებული ჯილდო რომანტიკული ჟანრის რომანებისთვის. მის 214 რომანს შორის განსაკუთრებით პოპულარულია სერია დეტექტივ ევა დალასის შესახებ, ფსევდონიმით ჯეი. დი. რობი. დღესდღეობით გაყიდულია ნორა რობერტსის 500 მილიონზე მეტი წიგნი. პირველი ავტორია, ვინც RWA-ს „დიდების დარბაზში" შეიყვანეს. დაჯილდოებულია RWA Lifetime Achievement Award-ის პრემიით; სხვადასხვა დროს მიღებული აქვს პრემიები: Quill Award ნომინაციაში „წლის წიგნი" და RITA Award ნომინაციაში „საუკეთესო რომანი სიყვარულზე". ნორა რობერტსის წიგნები 34 სხვადასხვა ენაზე ყოველ 1 წუთში იყიდება. მის ყველა წიგნს თუ დააწყობთ თავიდან ბოლომდე, ის გაიჭიმება ამერიკის მანძილზე, ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე 18-ჯერ.

ნორას თავის მკითხველთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის მკითხველებს ინტერნეტით დაუკავშირდა. საიტს Noraroberts.com 140 000 სტუმარი ჰყავს თვეში.

ქართველი მკითხველი ნორა რობერტსს "კოლექციონერამდეც" იცნობდა. ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია მწერლის კიდევ ერთი რომანი „მატყუარა", რომელიც ასევე "პალიტრა L-მა" გამოსცა.

სერიაში "წლის ბესტსელერი", რომლის ფარგლებშიც "კოლექციონერი" გამოიცა, გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს სთავაზობს. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს.

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

„ბიბლუსი“ - სანდო პარტნიორი საკანცელარიო კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!