მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ
"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა მო­ბი­ლუ­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც უფ­რო­სე­ბი, უმე­ტე­სად, მშობ­ლე­ბი მცი­რე­წლო­ვან პა­ტა­რებს სი­გა­რეტს სი­ცილ-კის­კი­სით აწე­ვი­ნე­ბენ, მე­ტიც, ამ საქ­მე­ში ახა­ლი­სე­ბენ ბავ­შვებს.

რა ზი­ანს აყე­ნებს თუნ­დაც, ასე ხუმ­რო­ბით შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის ერთი ღერი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბას, მის ფსი­ქი­კას და ზო­გა­დად, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს თამ­ბა­ქოს გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე - ამ თე­მა­ზე მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი კახა ვა­ჭა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ის, რომ პა­ტა­რას ვინ­მე სი­გა­რეტს აწე­ვი­ნებს, ეს უპირ­ვე­ლე­სად, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტის და­ბალ დო­ნე­ზე მი­უ­თი­თებს. ამას ხელს უწყობს ტე­ლე­ვი­ზი­აც, ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი სე­რი­ა­ლე­ბი, სა­დაც თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია. კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას ვწი­რავთ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას?! რა­ტომ? არ გვყოფ­ნის მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, მძი­მე გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი? მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ლახ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი მა­ინც სი­გა­რე­ტია," - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

ექი­მის თქმით, დღეს მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა, რომ სი­გა­რე­ტი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო პრო­ცე­სებს პრო­ვო­ცი­რებს. სა­ში­ნე­ლი სტა­ტის­ტი­კაა ისიც, რომ მწე­ველ­თა 80% გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ზე მო­დის, მათ შო­რი­საა, სა­ქარ­თვე­ლოც. მწე­ვე­ლებ­ში ჭარ­ბო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბენ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას, რის შემ­დე­გაც იღე­ბენ სა­სუნ­თქი გზე­ბის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბას, მა­შინ, როცა სა­სუნ­თქი გზე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა 25 წლის ასაკ­ში სრულ­დე­ბა.

- უშუ­ა­ლოდ რას აზი­ა­ნებს მო­წე­ვა?

- აზი­ა­ნებს ტრა­ქე­აბ­რონ­ქი­ა­ლურ გზას - ორ­გა­ნიზ­მში იწყე­ბა რო­გორც ორ­გა­ნუ­ლი, ასე­ვე ფუნ­ქცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს არის გან­ვი­თა­რე­ბის დე­ფექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა ანო­მა­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბას, შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს თან­და­ყო­ლი­ლი პრო­ცე­სე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ამ დროს ორ­გა­ნიზ­მში ფილ­ტვის ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იწყე­ბა -

ობსტრუქ­ცი­უ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რაც საკ­მა­ოდ სა­ში­შია! ამ და­ა­ვა­დე­ბით მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა

არ­სე­ბობს პნევ­მო­ნი­ის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, ას­თმის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კე­ბი. დად­გე­ნი­ლია, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 70-80% მწე­ვე­ლე­ბი არი­ან.

ვა­ჭა­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წლის მან­ძილ­ზე 42 000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, 11 000 კი მწე­ვე­ლო­ბის მი­ზე­ზით, ხოლო 3-4 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი, მხო­ლოდ იმი­ტომ იღუ­პე­ბა და უჩ­ნდე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლია - ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ან მუ­შა­ო­ბენ სი­გა­რე­ტით დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბულ გა­რე­მო­ში, რა­საც მე­ო­რა­დი კვამ­ლი ჰქვია.

ექი­მი დას­ძენს, რომ არ­სე­ბობს "მე­სა­მე­დი კვამ­ლიც", რო­მელ­თა­ნაც ადა­მი­ა­ნებს ასე­ვე უწევთ შე­ხე­ბა, - ეს სი­გა­რე­ტის კვამ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი ტან­საც­მე­ლია, ნივ­თე­ბი, ოთა­ხი - კვამ­ლი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში აღ­წევს.

"რაც უფრო ადრე იწყებს ადა­მი­ა­ნი მო­წე­ვას, უფრო მა­ღა­ლია და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. მწე­ვე­ლო­ბის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა აი­სა­ხე­ბა არა მარ­ტო სა­სუნ­თქ გზებ­ზე, არა­მედ ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მა­ზე, კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე, ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, გულ­სის­ხლძაღვთა სის­ტე­მა­ზე,

არ არ­სე­ბობს ორ­გა­ნო, რო­მელ­საც ნი­კო­ტი­ნი არ აზი­ა­ნებს, მწე­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­ის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტო­ლე­რან­ტუ­ლია

ამას­თან, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას. გარ­და იმი­სა, რომ თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან სა­სუნ­თქ გზებ­ში გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი ჩა­დის, აზი­ა­ნებს ეპი­თე­ლი­უმს, რაც მი­მარ­თუ­ლია და­იც­ვას ჩვე­ნი ტრა­ქე­ობ­რო­ქ­ნი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა. ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, მათ შო­რის, მხუ­თა­ვი აირი CO, ასე­ვე 800-მდე კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. ამი­ტო­მაც ვი­თარ­დე­ბა ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

- სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბის მიზ­ნით, ბევ­რი ელექტრო­სი­გა­რეტს ეტა­ნე­ბა. არის თუ არა ის უსაფრ­თხო?

- რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ე­ბი და­ი­წყო, თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პო­ზი­ცია უნდა შე­ეც­ვა­ლათ და პირ­ვე­ლებ­მა გა­მო­უშ­ვეს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი. აქ­ცენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ზე გა­ა­კე­თეს და სხვა­დას­ხვა სა­ხის რეკ­ლა­მით უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა მი­ი­ზი­დეს. საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მო­წე­ვა იკ­რძა­ლე­ბო­და, ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი და­საშ­ვე­ბი იყო. მი­იჩ­ნე­ო­და, რომ თამ­ბა­ქოს ანაც­ვლებ­და და ორ­გა­ნიზ­მის­თვის უვ­ნე­ბე­ლი იყო.

კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ელექტრო­სი­გა­რე­ტი ისე­თი­ვე სა­ში­შია, რო­გორც თამ­ბა­ქო, ოღონდ, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად გა­რე­მო­ში არ ხვდე­ბა მხუ­თა­ვი აირი CO

ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის სიმ­სივ­ნის რის­კი ჩნდე­ბა. ამას ხელს უწყობს ის ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ელექტრო­სი­გა­რე­ტის კატ­რი­ჯებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ახ­ლავს ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა, მძი­მე ტრა­ქე­აბ­რონ­ქი­ა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ა.შ.

- მწე­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, თუ სი­გა­რეტს თავს და­ა­ნე­ბებს, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტებს. რამ­დე­ნად სწო­რია ეს მო­საზ­რე­ბა?

- ადრე მი­აჩ­ნდათ, რომ თით­ქოს ნი­კო­ტინმჟა­ვა ხელს უწყობს ჭარ­ბი წო­ნის და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლას და ამი­ტომ არ ანე­ბე­ბენ მას თავს, ეს არას­წო­რია! სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბის დროს ჩნდე­ბა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, ეს გარ­კვე­უ­ლი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დია, რაც სწო­რი კვე­ბით, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, ძა­ლი­ან მალე გა­და­ი­ლა­ხე­ბა. რა დრო­საც ადა­მი­ა­ნებს სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა ეც­ვლე­ბათ, კანი ჯან­სა­ღი უხ­დე­ბათ, რად­გა­ნაც სის­ხლის მო­მა­რა­გე­ბა ნორ­მა­ლურ რე­ჟიმს უბ­რუნ­დე­ბა.

რო­დე­საც ახალ­გაზ­რდებს სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით, ისი­ნი იცი­ნი­ან, თუმ­ცა ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში რო­დე­საც ხვდე­ბი­ან, მა­შინ სამ­წუ­ხა­როდ, ტი­რი­ლი და და­ა­ვა­დე­ბებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა უწევთ. ეს რომ არ მოხ­დეს, სა­ჭი­როა, დრო­უ­ლად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ საფრ­თხე და რის­კე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა მობილურით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც უფროსები, უმეტესად, მშობლები მცირეწლოვან პატარებს სიგარეტს სიცილ-კისკისით აწევინებენ, მეტიც, ამ საქმეში ახალისებენ ბავშვებს.

რა ზიანს აყენებს თუნდაც, ასე ხუმრობით შეთავაზებული სიგარეტის ერთი ღერი პატარას ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ზოგადად, რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება:

"ის, რომ პატარას ვინმე სიგარეტს აწევინებს, ეს უპირველესად, იმ ადამიანების შემეცნებისა და ინტელექტის დაბალ დონეზე მიუთითებს. ამას ხელს უწყობს ტელევიზიაც, ქართული თუ უცხოური სერიალები, სადაც თამბაქოს მოწევა წახალისებულია. კომერციალიზაციას ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას?! რატომ? არ გვყოფნის მანქანების გამონაბოლქვი, მძიმე გარემო პირობები? მაგრამ ამ ყველაფერში ჯანმრთელობის შელახვის ძირითადი მიზეზი მაინც სიგარეტია," - აღნიშნავს რესპონდენტი.

ექიმის თქმით, დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც. მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას, მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება.

- უშუალოდ რას აზიანებს მოწევა?

- აზიანებს ტრაქეაბრონქიალურ გზას - ორგანიზმში იწყება როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. ეს არის განვითარების დეფექტები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ანომალიის განვითარებას, შეიძლება გამწვავდეს თანდაყოლილი პროცესებიც. რაც შეეხება ფუნქციონალურ მდგომარეობას, ამ დროს ორგანიზმში ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები იწყება -

ობსტრუქციული ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც საკმაოდ საშიშია! ამ დაავადებით მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება

არსებობს პნევმონიის, ტუბერკულოზის, ასთმის განვითარების რისკები. დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 70-80% მწეველები არიან.

ვაჭარაძის თქმით, საქართველოში წლის მანძილზე 42 000 ადამიანი იღუპება, 11 000 კი მწეველობის მიზეზით, ხოლო 3-4 ათასამდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ იღუპება და უჩნდება სერიოზული პრობლემები, რომ პასიური მწეველია - ისინი ცხოვრობენ, ან მუშაობენ სიგარეტით დაკვამლიანებულ გარემოში, რასაც მეორადი კვამლი ჰქვია.

ექიმი დასძენს, რომ არსებობს "მესამედი კვამლიც", რომელთანაც ადამიანებს ასევე უწევთ შეხება, - ეს სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ტანსაცმელია, ნივთები, ოთახი - კვამლი ყველგან და ყველაფერში აღწევს.

"რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, უფრო მაღალია დაავადებების განვითარების რისკი. მწეველობის უარყოფითი გავლენა აისახება არა მარტო სასუნთქ გზებზე, არამედ ენდოკრინულ სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულსისხლძაღვთა სისტემაზე,

არ არსებობს ორგანო, რომელსაც ნიკოტინი არ აზიანებს, მწეველის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისთვის აბსოლუტურად ტოლერანტულია

ამასთან, პრობლემები ექმნება გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა იმისა, რომ თერმული დაზიანება ხორციელდება, რადგან სასუნთქ გზებში გავარვარებული ჰაერი ჩადის, აზიანებს ეპითელიუმს, რაც მიმართულია დაიცვას ჩვენი ტრაქეობროქნიალური სისტემა. ორგანიზმში ხვდება მავნე ნივთიერებები, მათ შორის, მხუთავი აირი CO, ასევე 800-მდე კარცეროგენული ნივთიერება. ამიტომაც ვითარდება ონკოდაავადებები.

- სიგარეტის თავის დანებების მიზნით, ბევრი ელექტროსიგარეტს ეტანება. არის თუ არა ის უსაფრთხო?

- როდესაც მსოფლიოში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები დაიწყო, თამბაქოს მწარმოებლები მიხვდნენ, რომ პოზიცია უნდა შეეცვალათ და პირველებმა გამოუშვეს ელექტრონული სიგარეტი. აქცენტი განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გააკეთეს და სხვადასხვა სახის რეკლამით უამრავი ახალგაზრდა მიიზიდეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გარკვეულ ადგილებში, სადაც მოწევა იკრძალებოდა, ელექტრონული სიგარეტი დასაშვები იყო. მიიჩნეოდა, რომ თამბაქოს ანაცვლებდა და ორგანიზმისთვის უვნებელი იყო.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ელექტროსიგარეტი ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენების შედეგად გარემოში არ ხვდება მხუთავი აირი CO

ელექტრონული სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, ზედა სასუნთქი გზების სიმსივნის რისკი ჩნდება. ამას ხელს უწყობს ის ქიმიური დანამატები, შხამ-ქიმიკატები, რომელიც ელექტროსიგარეტის კატრიჯებშია მოთავსებული. ახლავს ალერგიული დაავადებების გამწვავება, მძიმე ტრაქეაბრონქიალური დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებები და ა.შ.

- მწეველების უმეტესობა მიიჩნევს, თუ სიგარეტს თავს დაანებებს, წონაში მოიმატებს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

- ადრე მიაჩნდათ, რომ თითქოს ნიკოტინმჟავა ხელს უწყობს ჭარბი წონის დაავადებასთან ბრძოლას და ამიტომ არ ანებებენ მას თავს, ეს არასწორია! სიგარეტის თავის დანებების დროს ჩნდება გვერდითი მოვლენები, ეს გარკვეული გარდატეხის პერიოდია, რაც სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ძალიან მალე გადაილახება. რა დროსაც ადამიანებს სისხლში ჟანგბადის შემცველობა ეცვლებათ, კანი ჯანსაღი უხდებათ, რადგანაც სისხლის მომარაგება ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

როდესაც ახალგაზრდებს სიგარეტის თავის დანებებაზე ვესაუბრებით, ისინი იცინიან, თუმცა ჩვენთან კლინიკაში როდესაც ხვდებიან, მაშინ სამწუხაროდ, ტირილი და დაავადებებთან სერიოზული ბრძოლა უწევთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, დროულად გავაცნობიეროთ საფრთხე და რისკები.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ