სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"
"12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

"15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და რომ 12 ნი­მუშ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი არ არის და­ცუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ასო­ცი­ა­ცია "MIC-TNS"-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლის ბაზ­რის კვლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

კერ­ძოდ, კვლე­ვის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ ნი­მუ­შებ­ში ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბის - კო­ლი­ფორ­მე­ბი და სტა­ფი­ლო­კო­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე მე­ტია. ცნო­ბის­თვის, ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის მიერ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ჩნდე­ბა.

კვლე­ვა რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის "საქ­რძე" დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და და ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მი­მართ მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლას და სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში ყვე­ლის შემ­ცვე­ლო­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვის შე­მოწ­მე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, რძის ცხი­მის სი­სუფ­თა­ვის ანა­ლი­ზიც ჩა­ტარ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც 15 ნი­მუ­ში­დან 8-ში აღ­მოჩ­ნდა მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ტრანს-ცხი­მე­ბად იქ­ცე­ვი­ან და ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ამას ლე­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ.

კვლე­ვა სამ ეტა­პად და­ი­ყო. სა­წყისს ეტა­პებ­ზე, თვი­სებ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ის კა­ტე­გო­რია გა­მო­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ყვე­ლის შე­ძე­ნი­სას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბია და ამ პრო­დუქტს კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც მო­იხ­მარს. შე­დე­გად, მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ იმე­რუ­ლი ყვე­ლის მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ქცე­ვა იქნა შეს­წავ­ლი­ლი. კვლე­ვის დას­კვნით ეტაპ­ზე კი, იმ ობი­ექ­ტე­ბი­დან, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ყველს

ყვე­ლა­ზე ხში­რად ყი­დუ­ლობს, აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მდა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

"12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

"15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული", - ამის შესახებ ასოციაცია "MIC-TNS"-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლებაშია ნათქვამი.

კერძოდ, კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ცნობისთვის, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის "საქრძე" დაკვეთით ჩატარდა და ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

კვლევის ფარგლებში, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველის შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი. კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს

ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი