მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ. ასევე, ითხოვენ, პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლის მექანიზმები შესაბამის ორგანოებთან მიმართებაში.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კიბეებზე სანთლები დაანთეს და ყვავილები დააწყვეს. ადრეთვე, გაშალეს ტრანსფარანტები, ლოზუნგებით - "პანკისი იმსახურებს სიმართლეს", "შეიზღუდოს სუს-ის ძალაუფლება", "მოვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას".
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.