საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
 რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ლუ­აშ­ვილ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ის ორ თა­ნამ­შრო­მელს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცე­სი ხმა­უ­რი­სა და შე­ლა­პა­რა­კე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო დარ­ბა­ზი­დან ერთი პირი გა­ა­ძე­ვა. სხდო­მას რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ის მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ღონ­ღა­ძე პრო­ცესს არ დას­წრე­ბია.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ირაკ­ლი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი­სა და ბე­სიკ ბე­გაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი და ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რორ ლე­ვან ჯა­ლა­ღა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობ­და საფრ­თხე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნათ მოწ­მე­ებ­ზე და სწო­რედ ამი­ტომ მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლა­დო­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე შსს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ი.დ. და ბ.ბ. და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 12 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში რ.ღ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში მა­ი­ა­კოვ­სკის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მათ­თან მი­ვიდ­ნენ შსს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ი.დ. და ბ.ბ. და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, სა­უბ­რი­სას რ.ღ.-ს მიერ მო­თხოვ­ნილ გან­მარ­ტე­ბას, თუ რა მი­ზე­ზით უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ტე­რი­ტო­რია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მოჰ­ყვა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რა დრო­საც მათ ამ უკა­ნას­კნელს მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მოს­თხო­ვეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ყო­ლა. შე­ში­ნე­ბუ­ლი რ.ღ. გა­იქ­ცა, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ე­დევ­ნენ, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბ.ბ.-მ მო­ახ­დი­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამ­ჯერ გას­რო­ლა, შემ­დეგ კი მათ წაქ­ცე­ულ რ.ღ.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ხუ­თი­დან რვა წლამ­დე, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა აღნიშნულის გამო დარბაზიდან ერთი პირი გააძევა. სხდომას რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები და ბრალდებული პოლიციელების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. თავად დაზარალებული ღონღაძე პროცესს არ დასწრებია.

სასამართლო პროცესზე ირაკლი დარჩიაშვილისა და ბესიკ ბეგაშვილის ადვოკატებმა გირაოს სანაცვლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულებს ზეწოლა მოეხდინათ მოწმეებზე და სწორედ ამიტომ მოსამართლემ აღკვეთის შეფარდების შუამდგომლობა გაითვალისწინა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ